ამობეჭდვის თარიღი: 07.05.2025 16:03:09
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის სპორტული შენობის დემონტაჟი
განაცხადის #:29872BXV37131217
აუქციონის #: 29872
ლოტის #: 371312
დაწყება/დასრულება: 27/01/2017 19:00 - 30/01/2017 09:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 500GEL
დასრულების დრო: 30.01.2017 09:00:00
გაყიდვის ფასი : 20.0000 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 20 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის # 2 საჯარო სკოლა
მისამართი: საჩხერის რაიონში / სოფ. კორბოული
ტელეფონი: 971-599939704
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფელი კორბოულიქალაქისაჩხერე
შენობის ფართობი(მ²)179.45საკადასტრო კოდი35.12.49.005
Rs რუკის მხარდაჭერა-ზომის ერთეულიკვადრატული მეტრი
ქვეყანასაქართველო
;
აღწერილობა
აღწერილობა

საკონტაქტო ინფორმაცია: გელა მაჭარაშვილი 577 94 72 00

მოკლე აღწერილობა

    სპორტული დარბაზის  შენობა არის ერთსართულიანი, ზომებით გეგმაში 9,5x18,5 მ. მზიდი კედლები- თეთრი აგურისგან . დახურვა განხორციელებულია  რკ/ბეტონის ანაკრები წიბოვანი ფილებით.

     წიბოვანი ფილები განაპირა მალებში ტორსულ კედლებზეა დაყრდნობილი. ხის სახურავი „შიფერითაა“ დაფარული. 

შენობის კედლები დაბზარულია, ბრტყელი დახურვის  ზედაპირი ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების  შედეგად  დაშლილია  და წიბოვანი ფილების არმატურა კოროზირებულია. სახურავის  ხე მასალა და "შიფერი"დაზიანებულია,  დარბაზის იატაკი და კარ ფანჯარა  დემონტირებულია. სოფელ კორბოულის №2 საჯარო სკოლის ძველი სპოტული დარბაზის შენობა ექვემდებარება დემონტაჟს.

 შენობის დემონტაჟზე გაცემულია თანხმობა საჩხერის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის 2016  წლის    13 ივნისის   N 531055 ბრძანებით.

 სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოს აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები.

პირობა

 სსიპ საჩხერის  მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო  სკოლა  აცხადებს აუქციონს    სოფელ  კორბოულში მდებარე  179.45 (მ²) სსიპ   საჩხერის  მუნიციპალიტეტის  სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის შენობის სადემონტაჟო სამუშაოებზე. შენობა-ნაგებობების დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანისა და  ძირითად კორპუსთან არსებული  ღიობის ამოშენების პირობით, სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებიდან  1 თვის ვადაში. მათ შორის მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივობა - 0,3 თვე.

1.აუქციონში გამარჯვებულმა სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი „სსიპ  საჩხერის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  კორბოულის N 2 საჯარო სკოლის ძველი სპორტული დარბაზის შენობის  დემონტაჟი - სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის“ მოთხოვნათა დაცვით  და  საჩხერის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის 2016  წლის    13 ივნისის   N 531055 ბრძანებით.

2. დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

3. აუქციონში  გამარჯვებულმა  პირი  ვალდებულია, ამოაშენოს  დემონტაჟის  განხორციელების  შემდეგ, შენობის  ძირითად  კორპუსზე არსებული  ღიობი.

4.აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ – საჩხერის  მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო  სკოლასთან  გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება   დემონტაჟის თაობაზე, სანაცვლოდ დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო 
მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების  ტერიტორიიდან   გატანის პირობით.

5. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს  ინფორმაცია მინიმუმ ბოლო სამწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არ ქონის დამადასტურებელი  დოკუმენტი და ერთი წლის განმავლობაში  30 000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები.


7. აუქციონში გამარჯვებულმა  საპრივატიზებო თანხა  სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.  ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული  უპირობო დაგამოუხმობადი  საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას.


8.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად გამარჯვებული  ვალდებულია  სამუშაოების დასრულებიდან  3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში,  რომელიც შემდგომ დასადასტურებლად გადაეცემა  სსიპ  საგანმანათლებლო  და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის  განვითარების სააგენტოს.
 სსიპ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს" თანხმობის  „გამყიდველისთვის“   წარდგენიდან  3  სამუშაო  დღის ვადაში, წარმოდგენილი  დოკუმენტაციის შესაბამისად,გაფორმდება სადემონტაჟო  სამუშაოების  მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს  ,,მყიდველის''  მიერ  ხელშეკრულებით  ნაკისრი ვალდებულებების შესრულების  დადასტურებას.


;