ამობეჭდვის თარიღი: 06.05.2025 02:33:55
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზის საჯარო სკოლის დემონტაჟი
განაცხადის #:87812LMS36080016
აუქციონის #: 87812
ლოტის #: 360800
დაწყება/დასრულება: 22/10/2016 10:00 - 02/11/2016 12:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 22 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1000GEL
დასრულების დრო: 02.11.2016 12:10:00
გაყიდვის ფასი : 2200.0000 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზის საჯარო სკოლა
მისამართი: გორი / სოფ. თორტიზა
ტელეფონი: 995-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)გორის რაიონი სოფელი თორტიზაქვეყანასაქართველო
ქალაქიგორიშენობის ფართობი(მ²)672.8
საკადასტრო კოდი66.54.06.014Rs რუკის მხარდაჭერა-
;
აღწერილობა
აღწერილობა

სსიპ გორის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  თორტიზის  საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს   საჯარო  სკოლის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განსახორციელებლად.  დასაშლელად  წარმოდგენილია ორი  სხვადასხვა  ტიპისა  და  კონსტრუქციის  შენობა. პირველი წარმოადგენს ერთსართულიან   ნაგებობას, აგებულია 1920  წელს. ნაგებობას  1989  წელს გაუჩნდა ხანძარი  და დარჩენილია რიყის  ქვით და აგურით ნაგები კედლების ნაწილი. 

სახურავის   ხის დარჩენილი  კონსტრუქცია  სრულად  ამორტიზებულია. ნაგებობას  გააჩნია ნახევარსარდაფი, ხოლო აგურის თაღოვანი  ზღუდარები ხანძრის შედეგად   ჩამოშლილია. მეორე შენობა წარმოადგენს ორსართულიან ნაგებობას. რომელიც აგებულია 1969  წელს. ძირითად  სამშენებლო  მასალად  გამოყენებულია  ჭითელი აგური.სართულშუა  გადახურვა  განხორციელებულია  ღრუტანიაი  ფილებით. შენობას  2008  წლს  ჩატარებული  აქვს  სარემონტო სამუშაოები. კერძოდ   გადაიხურა  ღაროვანი  თუნუქის  ფურცლებით. ღიობები  შეივსო  მეტალო-კრამიტის  კარ-ფანჯრებით.ინსპექტირების  პერიოდისთვის  კარფანჯრების აქსესუარები  დაზიანებულია/ამორტიზებული და რამდენიმე ადგილას  მინა-პაკეტი  ჩამტვრეული.

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს  სსიპ გორის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  თორტიზის  საჯარო სკოლის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობის  დემონტაჟი  ხელშეკრულების გაფორმებიდან 2  თვის ვადაში,

 თანდართული

სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზების პროექტისა და ზოგადი სფეროს აუდიტორის   მინდია  ტაბაღუას  (შპს  ‘’ბიზნეს-აუდიტი’’) აუდიტორიული დასკვნის შესაბამისად. 


შენობის დემონტაჟზე თანხმობა გაცემულია გორის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის 2016  წლის  
10  აგვისტოსს   N1689-გ/2 ნებართვით. 

სადემონტაჟო სამუშაოების  შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს  საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული  მეორადი სამშენებლო მასალები.
მოკლე აღწერილობასაკონტაქტო  პირი:  სსიპ  გორის  მუნიციპალიტეტის   სოფელ  თორტიზის  საჯარო  სკოლის  დირექტორი  მარეხ  იოსებიძე    577922563
პირობა

სსიპ გორის  მუნიციპალიტეტის სოფელ  თორტიზის საჯარო  სკოლა  აცხადებს აუქციონს    სოფელ  თორტიზაში  მდებარე  სსიპ   გორის  მუნიციპალიტეტის  სოფელ თორტიზის საჯარო სკოლის  სადემონტაჟო სამუშაოებზე.

შენობა-ნაგებობების დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგებისსაკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებიდან  3 თვის ვადაში.



1.
აუქციონში გამარჯვებულმა სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი „სსიპ  გორის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  თორტიზის საჯარო  სკოლის  დემონტაჟი - სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტისმოთხოვნათა დაცვით  და  გორის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის 2016  წლის    10  აგვისტოსს   N1689-გ/2 ნებართვით.


2.აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ – გორის  მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზის საჯარო  სკოლასთან  გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის თაობაზესანაცვლოდ დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგებისდა გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან  გატანის პირობით.


3. 
გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს    ინფორმაცია მინიმუმ ბოლო სამწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებდამოწმებული ხელმოწერითასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი და ორი წლის განმავლობაში  150 000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები.

5. აუქციონში გამარჯვებულმა  საპრივატიზებო თანხა  სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან  5(ხუთი)  სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო

 ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიაასეთ შემთხვევაშისაქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული   უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებითგათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას

6.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად,გამარჯვებული ვალდებულია  სამუშაოების დასრულებიდან  3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში,

 რომელიც შემდგომ  დასადასტურებლად გადაეცემა სსიპ  საგანმანათლებლო და სამეცნიერო  ინფრასტრუქტურის 

განვითარების სააგენტოს.

 სსიპ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთანხმობისგამყიდველისთვის“  წარდგენიდან 3  სამუშაო  დღის  ვადაში  წარმოდგენილი  დოკუმენტაციის  შესაბამისად გაფორმდება სადემონტაჟო სამუშოების  მიღება-ჩაბარების  აქტი,რაც  წარმოადგენს  ,,მყიდველის ''  მიერ  ხელშკრულებით  ნაკისრი  ვალდებულებების  შესრულების  დადასტურებას.

;