ამობეჭდვის თარიღი: 06.05.2025 03:08:18
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის დემონტაჟი
განაცხადის #:88971LTH36079316
აუქციონის #: 88971
ლოტის #: 360793
დაწყება/დასრულება: 22/10/2016 10:00 - 02/11/2016 12:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1000GEL
დასრულების დრო: 02.11.2016 12:00:00
გაყიდვის ფასი : 100.0000 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლა
მისამართი: გორი / სოფ. მეჯვრისხევი პატ.მეჯვრისხ
ტელეფონი: 971-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფ.პატარა მეჯვრისხევიქვეყანასაქართველო
ქალაქიგორიშენობის ფართობი(მ²)314.80
საკადასტრო კოდი66.53.07.124Rs რუკის მხარდაჭერა-
;
აღწერილობა
აღწერილობა

სსიპ გორის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  პატარა  მეჯვრისხევის  საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს   საჯარო  სკოლის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განსახორციელებლად. 

   შენობა წარმოადგენს  მე-19 საუკუნის  80-იან  წლებში  ნაგებ  რთული  ფორმის ერთ სართულიან  ნაგებობას  განლაგებულს  სწორ  რელიეფზე.შენობის  წინა  მხარეს სართული  იატაკის  დონე მიწის  ზედაპირიდან აწეულია ერთი  მეტრის  სიმაღლეზე. შენობის  მაქსიმალური  ზომებია  22.8*29,6  მ. ბოლო  სიმაღლე სახურავის  საყრდენ  დონემდე  5  მეტრამდეა. შენობას გააჩნია  კორიდორულ  გეგმარებითი  გადაწყვეტილება. სარდაფი  განთავსებულია  ძირითადი  შენობის  შუა  ნაწილში  მთელ  სიგრძეზე. შენობის საყრდენი  მზიდი  კედლები და სარდაფი  ნაგებია  თიხა -კირის  დუღაბით, 70 სანტიმეტრი  ყორე-ქვით  და   თიხის  წითელი ქართული აგურის  ჩანართებით. სარდაფის გადახურვა  განხორციელებულია ქართული აგურის  წყობით  ნაშენ  თაღოვანი  სისტემით, ხოლო  შენობის გადახურვა  კი  ხის  კოჭებზე  ლარტყებით  და მისი  შებათქაშებით. შენობის სახურავი  რთული  ვალმური ტიპისაა   ხის  მზიდი ელემენტებით. სახურავად  გამოყენებულია აზბოცემენტის  ტალღოვანი  ფურცლები, რომლებიც  ძლიერ  დაზიანებულია.კიბეები  წარმოადგენს  ხის ელემენტებისაგან  დამზადებულ მარშებს. ხე მასალა ასევე გამოყენებულია  ღიობებზე ზღუდარებად,რაზეც  ქართული აგურით  მოწყობილია თაღები. იატაკები   ხის  გრძივებზე  (კოჭებზე)  დაგებულ  ფიცარნაგს  წარმოადგენს. ასევე  მოგვიანებით შენობაში  შესასვლელად  მოწყობილია  რკინის  კინსტრუქციებზე  მონოლითური  რკინა-ბეტონის  პანდუსი, მილკვადრატებით  დამზადებული  მოაჯირებით.N12  შველერებით  და საყრდენებად  გამოყენებულია მილკვადრატი 100*100*3  მმ, ვიზუალური დათვალიერებით  შენობას გააჩნია სხვადასხვა სიდიდისა და  დახრილობის  როგორც  ჰორიზონტალური ასევე  ვერტიკალური  დახრილობის  ბზარები. ისინი  ძირითადად  ფიქსირდება  ღიობების  კუთხეებში  და ქვეშ. ასევე  ძირითად  შენობაზე  მოგვიანებით  მიშენებულ  ფართზე. მათი  გახსნილობის მიმართულებიდან  გამომდინარე  ისინი გამოწვეულია  შენობის  მზიდი კედლების  დეფორმაციით  და ჯდენით, რისი  მიზეზიც ასევე არის  გრუნტის  და ზედაპირული  წყლების  შენობის

 საძირკველში  ჩადინება.  ვინაიდან  შენობას არ გაააჩნია  სარინელი. ასევე  ხის  იატაკები  ძლიერ გაცვეთილი და დეფორმირებულია,შენობის სხვადასხვა პერიოდში აშენებულ  ნაწილებს შორის ხდება ბზარებისა და ღრეჩოების წარმოშობა და ერთმანეთისაგან  დაშორება. შენობის შიდა ტიხრები, რომლებიც ნაგების  ხის  შეფიცვრით. შეტკეცით  და შელესვით, ალაგ-ალაგ  ჩამოშლილია და აღენიშნება  ღრეჩოები.


აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს  სსიპ 
გორის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  პატარა  მეჯვრისხევის  საჯარო სკოლის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობის  დემონტაჟის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში, თანდართული

სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზების პროექტისა და ზოგადი სფეროს აუდიტორის   მინდია  ტაბაღუას  (შპს  ‘’ბიზნეს-აუდიტი’’) აუდიტორიული დასკვნის შესაბამისად. 


შენობის დემონტაჟზე თანხმობა გაცემულია გორის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის 2016  წლის    26  აპრილის   N875-გ/2  ნებართვით.

სადემონტაჟო სამუშაოების  შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს  საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული  მეორადი სამშენებლო  მასალები.

მოკლე აღწერილობასაკონტაქტო  პირი:  სკოლის  დირექტორი:  ელენე  ხუციშვილი  577922541
პირობა

სსიპ გორის  მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა  მეჯვრისხევის საჯარო  სკოლა  აცხადებს აუქციონს    სოფელ  პატარა  მეჯვრისხევში  მდებარე  სსიპ   გორის  მუნიციპალიტეტის  სოფელ პატარა  მეჯვრისხევის საჯარო სკოლის სადემონტაჟო სამუშაოებზეშენობა-ნაგებობების დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგებისსაკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით

 სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად ხელშეკრულების  გაფორმებიდან  2 თვის ვადაში.


1.
აუქციონში გამარჯვებულმა სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი „სსიპ  გორის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  პატარა  მეჯვრისხევის საჯარო  სკოლის  დემონტაჟი - სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის“ მოთხოვნათა დაცვით  და  გორის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის 2016  წლის    26  აპრილის   N875-გ/2  ნებართვით.

2.აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ – გორის  მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო  სკოლასთან  გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება   დემონტაჟის თაობაზესანაცვლოდ დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო 

მასალების (მარაგებისდა გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების  ტერიტორიიდან   გატანის პირობით.


3. 
გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს  ინფორმაცია მინიმუმ ბოლო სამწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებდამოწმებული ხელმოწერით ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არ ქონის 

დამადასტურებელი  დოკუმენტი და ორი წლის განმავლობაში  150 000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები.

5. აუქციონში გამარჯვებულმა  საპრივატიზებო თანხა  სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთისამუშაო დღის

 განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.  ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ

 გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიაასეთ შემთხვევაშისაქართველოს კომერციული ბანკების მიერ 

გაცემული  უპირობო დაგამოუხმობადი  საბანკო    გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით

გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას.

6.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად გამარჯვებული  ვალდებულია  სამუშაოების დასრულებიდან  3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში,  რომელიც შემდგომ 

 დასადასტურებლად გადაეცემა  სსიპ  საგანმანათლებლო  და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის  განვითარების სააგენტოს.

 სსიპ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთანხმობის  გამყიდველისთვის“   წარდგენიდან  3  სამუშაო  დღის ვადაში, წარმოდგენილი  დოკუმენტაციის შესაბამისად,გაფორმდება სადემონტაჟო  სამუშაოების  მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს  ,,მყიდველის''  მიერ  ხელშეკრულებით  ნაკისრი ვალდებულებების   შესრულების  დადასტურებას.

 სამუშაოების შესასრულებლად გასათვალისწინებელი სსიპ  გორის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  პატარა  მეჯვრისხევის  საჯარო სკოლის მიერ გადასაცემი დოკუმენტაცია  შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ ფაილებში.

.
;