ამობეჭდვის თარიღი: 13.05.2025 13:42:10
კატეგორია: არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქ. თბილისი, მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით - 2/5 ნაწილი
განაცხადის #:35889AS2247116
აუქციონის #: 35889
ლოტის #: 22471
საქმის ნომერი: A16051609, A16051608
დაწყება/დასრულება: 19/10/2016 16:00 - 27/10/2016 17:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 15000.00GEL
მიმდინარე ფასი : 225000.00 GEL
საწყისი ფასი: 225000.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 3000.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. სააუქციონო მომსახურება კერძო აღმასრულებლისათვის.
მისამართი: 1) ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი; 2) ქ. თბილისი, სანაპიროს №2 ( თბილისის იუსტიციის სახლი)
ტელეფონი: 971-2749649
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქუჩა გურიელი, #1 / გურიელის ქუჩა #1-ის მიმდებარედსაქმის ნომერიA16051609, A16051608
მიწის ფართობი(მ²)0ქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისირაოდენობა0
შენობის ფართობი(მ²)0საკადასტრო კოდი01.14.02.025.141
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია+
ელექტრო მომარაგება+ბუნებრივი გაზი+
გადახდის პერიოდი10საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა23
შეფასების თანხა300000.00
;
აღწერილობა
აღწერილობასარეალიზაციოდ წარმოდგენილია უძრავი ქონების (საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემებით არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 951.00 კვ.მ.; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #1, #2) 2/5 ნაწილი. სარეალიზაციო ქონება წარმოადგენს არასასოფლო სამეურნეო , სწორი რელიეფის მქონე მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული ორსართულიანი, აგურით ნაშენები საცხოვრებელი სახლის და ასევე დამხმარე შენობა-ნაგებობის და სახლის ქვემოთ არსებული სარდაფის ნაწილს. უძრავ ქონებას აქვს ეზოში შემოსასვლელი რკინის ჭიშკარი. სახლის პირველი სართული შედგება შემოსასვლელი დერეფნისაგან, ხუთი საცხოვრებელი ოთახისაგან, სამი სველი წერტილისაგან და სამზარეულოსაგან, საიდანაც არის გასასვლელი სათავსო ოთახში (არის შავი კარკასის მდგომარეობაში). კარ-ფანჯარა არის ხის. სარდაფში ჩასასვლელი არის ეზოდან. შიგნიდან სარდაფის დათვალიერება ვერ მოხერხდა. უძრავი ქონება საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს. საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემებით რეალიზაციას ექვემდებარება 755 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან და მასზე მდგომი შენობა #1-ში და #2-ში 346.21 კვ.მ. საერთო ფართიდან და 120.15 კვ.მ. სარდაფიდან 2/5 ნაწილი.

--------------------------------------------------
ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 749 649
;