|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ ქალაქ ხაშურის #8 სკოლის სააქტო დარბაზისა და სასადილოს ერთ სართულიანი შენობის დემონტაჟი
განაცხადის #:29147BUP35053816 აუქციონის #: 29147 ლოტის #: 350538 დაწყება/დასრულება: 30/09/2016 18:00 - 07/10/2016 18:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 105.84GEL
მიმდინარე ფასი :
1057.17 GEL
საწყისი ფასი: 1057.17 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 24.50 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ქალაქ ხაშურის #8 საჯარო სკოლა მისამართი: ქალაქი ხაშური, ე. თაყაიშვილის ქ. N 65 ტელეფონი: 995-599771929 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | თამარ მეფის N1 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ხაშური | შენობის ფართობი(მ²) | 400 | საკადასტრო კოდი | 690857085 | შეფასების თანხა | 0 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს სსიპ– ქალაქ ხაშურის N8 საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული სპორტული დარბაზისა და სასადილოს სადემონტაჟო სამუშაოები, დემონტაჟის ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში, თანდართული სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზების პროექტისა და შპს ,,აუდიტი +"-ის 06.07.2016 წლის დასკვნის შესაბამისად. შენობის დემონტაჟზე თანხმობა გაცემულია ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ (ბრძანება # 2109 05.07.2016) . სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები. |
მოკლე აღწერილობა | საკონტაქტო პირი -მანანა ხიჩაკაძე . 599 994241 |
პირობა | სსიპ ქალაქ ხაშურის N8 საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს ,ქალაქ ხაშურში, თამარ მეფის #1-ში მდებარე 400 კვ.მ ფართზე განლაგებული სააქტო დარბაზისა და სასადილოს დემონტაჟზე. ( შენობის დაზიანების კატეგორია მიეკუთვნება მესამე ხარისხის კატეგორიას. შესაძლებელია ერთი მალის შენარჩუნებით განხორციელდეს დემონტაჟი. დემონტაჟის შემთხვევაში , აუცილებელია , ტორსული კედლის ამოშენება, ნორმების შესაბამისად. შესაძლებელია შენობის დემონტაჟი, ერთი მალის შენარჩუნებით, რომელშიც განლაგებულია ახლად გარემონტებული ოთახები.სადემონტაჟო სამუშაოების ხანგრძლივობა შეადგენს, სამუშაოების დაწყებიდან სამ თვეს, მათ შორის, მოსამზადებელი პერიოდის ხანგრძლივობაა 0,5 თვე. პრეტენდენტმა სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი სსიპ ქალაქ ხაშურის #8 საჯარო სკოლის შენობის დარჩენილი სადემონტაჟო სამუშაოების დემონტაჟი - სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების პროექტის“ მოთხოვნათა დაცვით. აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში სსიპ – ქალაქ ხაშურის N8 საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის თაობაზე, სანაცვლოდ დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |