|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული საქვაბის შენობის დემონტაჟი
განაცხადის #:85776KZW34580316 აუქციონის #: 85776 ლოტის #: 345803 დაწყება/დასრულება: 28/09/2016 12:00 - 04/10/2016 14:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 475GEL
დასრულების დრო: 04.10.2016 14:00:00
გაყიდვის ფასი : 1050.0000 GEL
საწყისი ფასი: 950 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: საჯარო სამართლის იურიდიული პირი "ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლა" მისამართი: ბოლნისის რაიონი / სოფ.ნახიდური ტელეფონი: 995-577613221 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ბოლნისის რაიონი / სოფ.ნახიდური | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ბოლნისი | შენობის ფართობი(მ²) | 64.8 | საკადასტრო კოდი | 800263094 | გადახდის პერიოდი | 1 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს სკოლის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობის განსახორციელებლად. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის ბალანსზე რიცხული საქვაბე შენობის სადემონტაჟო სამუშაოები დემონტაჟის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1,5 თვის ვადაში, თანდართული სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზების პროექტისა და ზოგადი სფეროს აუდიტორის მინდია ტაბაღუას აუდიტორიული დასკვნის შესაბამისად. შენობის დემონტაჟზე თანხმობა გაცემულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები და შავი ლითონი. |
მოკლე აღწერილობა | საკონტაქტო პირი: კახაბერ ჩუბინიძე, მობ 577 61 32 21 |
პირობა | სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს სოფელ ნახიდურში მდებარე სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლაში არსებული საქვაბე შენობის სადემონტაჟო სამუშაოებზე. შენობა წარმოადგენს ოთხკუთხა ფორმის ერთსართულიან ნაგებობას საერთო ფართი 64.8 კვ,მ (სიგრძე-9.60მ. სიგანე- 6.75მ. სიმაღლე-4.20მ.) შენობა აგებულია სამშენებლო ბლოკით, გადახურვა მოწყობილია მონოლითური არმირებული ბეტონით, არ გააჩნია კარ-ფანჯრები, იატაკი და სხვა კომპონენტები. შენობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ ასევე დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით, სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებიდან 1,5 თვის ვადაში: 2.აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის თაობაზე, სანაცვლოდ დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით. 3. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ინფორმაცია მინიმუმ ბოლო სამწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ დამოწმებული ხელმოწერით, ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი და ორი წლის განმავლობაში განმავლობაში 150 000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები. 5. აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია,ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიისმოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებითგათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას.წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს ერთმევააუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და მასთან ხელშეკრულება არ გაფორმდება. 6.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რომელიც შემდგომ დასადასტურებლად გადაეცემა სსიპ,,სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს’’. სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს"თანხმობის „გამყიდველისთვის“ წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, გაფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს „მყიდველის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |