|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:არასაცხოვრებელი სამ სართულიანი შენობის დემონტაჟი
განაცხადის #:29387BVR34455816 აუქციონის #: 29387 ლოტის #: 344558 დაწყება/დასრულება: 19/09/2016 18:00 - 25/09/2016 17:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 1000GEL
მიმდინარე ფასი :
0 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრი" მისამართი: ქ. თბილისის სამგორის რაიონში / ჭიჭინაძის 10 ტელეფონი: 995-2401687 |
თვისებები
|
კვადრატულობა(მ²) | 767.00 | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | აფრიკის დასახლება, ბ. ჭიჭინაძის ქ. 10 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | მიწის ფართობი(მ²) | 33872.00 | საკადასტრო კოდი | 01.19.23.009.061 | Rs რუკის მხარდაჭერა | + | გადახდის პერიოდი | 5 | შეფასების თანხა | 0 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | საკონტაქტო ნომერი: 577200740; 577960044 |
მოკლე აღწერილობა | სამსართულიანი შენობა აშენებულია 1967 წელს, ოთახების რაოდენობა შეადგენს 24, საერთო
ფართია 767კვ.მ., გაშენების ფართია 302 კვ.მ, შენობის მოცულობა - 3644
კუბ.მ. შენობის კონსტრუქციული ელემენტების აღწერა: კედლები გარე, შიდა
კაპიტალური მონოლითური რკინა ბეტონის ლენტური საძირკვლებით. ტიხრები აგურის
პ/ბ ბლოკებით. სახურავი ხის ნივნივებზე შიფერის საფარით. იატაკი, ფანხრები
და კარებები ხის მასალით. |
პირობა | სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,სპექტრი“ აცხადებს აუქციონს ქ. თბილისის ბ. ჭიჭინაძის ქ. N10-ში მდებარე სამ სართულიანი შენობის სადემონტაჟო სამუშაოებზე. შენობა-ნაგებობების დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 06 დეკემბრის ჩათვლით. 1.აუქციონში გამარჯვებულმა კოლეჯის ბალანსზე არსებული შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი დემონტაჟის - სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის“ მოთხოვნათა დაცვით, და ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ბრძანება N2817614; 06/09/2016 წ. შესაბამისად. 2.აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯთან ,,სპექტრი“ გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის თაობაზე, სანაცვლოდ დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით.
4. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები. 5. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები არ იქნება სრულად და ჯეროვნად შესრულებული და დემონტაჟი განხორციელდება ნაწილობრივ, მას დაეკისრება პირგასამტეხლო დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი მასალის ღირებულების 10%-ის ოდენობით, ამასთან არ აუნაზღაურდება გაწეული დანახარჯები და ვერ შეძლებს დემონტაჟის შედეგად მიღებული ვარგისი მასალების (მარაგების) ტერიტორიიდან გატანას და განკარგვას. 6. აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას. წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს ერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და მასთან ხელშეკრულება არ გაფორმდება. 7.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რომელიც შემდგომ დასადასტურებლად გადაეცემა სსიპ ,,სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს’’. სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს" თანხმობის კოლეჯისთვის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, გაფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს „მყიდველის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |