ამობეჭდვის თარიღი: 05.05.2025 22:31:48
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის #1 საჯარო სკოლის ყოფილი ავტოფარეხის დემონტაჟი
განაცხადის #:29426BVU33478816
აუქციონის #: 29426
ლოტის #: 334788
დაწყება/დასრულება: 26/08/2016 14:00 - 31/08/2016 14:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 80GEL
მიმდინარე ფასი : 390.00 GEL
საწყისი ფასი: 390.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის #1 საჯარო სკოლა
მისამართი: სოფელი დარჩელი,რუსთაველის ქ.N124
ტელეფონი: 971-577984224
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფელი დარჩელიRs რუკის მხარდაჭერა-
ქვეყანასაქართველოქალაქიზუგდიდი
შენობის ფართობი(მ²)107საკადასტრო კოდი43.25.43.006
;
აღწერილობა
აღწერილობა

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის #1 საჯარო სკოლის სარგებლობაში  არსებული სკოლის შენობის დარჩენილი სადემონტაჟო სამუშაოები.

 

სადემონტაჟო სამუშაოების  შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს  საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული  მეორადი სამშენებლო მასალები და შავი ლითონი.

მოკლე აღწერილობა

აკონტაქტო პირი: სკოლის დირექტორი მარინე ცარციძე 591 05 37 77

პირობა

სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის #1 საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს . ზუგდიდი, სოფელ დარჩელში  მდებარე 18961 კვ. ფართზე განლაგებული შენობა-ნაგებობების სადემონტაჟო სამუშაოებზე (დასაშლელია ყოფილის ავტოფარეხი  შენობა-ნაგებობების დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად.

 

1.პრეტენდენტმა სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს შპს ,,ზუგდიდექსპერტიზას,, სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის #1 საჯარო სკოლაზე უვადო სარგებლობით გადაცემული, სახელმწოფო საკუთრებაში არსებული ყოფილი ავტოფარეხის შენობის    დემონტაჟი - სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციი პროექტისმოთხოვნათა დაცვით.

 

2.აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში სსიპზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის #1  საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის თაობაზე, სანაცვლოდ დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით.

 

3. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს    ინფორმაცია მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით.

 

4. აუქციონში გამარჯვებულმა  საპრივატიზებო თანხა  სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებამდე გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით,   ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული  უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული  უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას. წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს ერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და მასთან ხელშეკრულება არ გაფორმდება.

 

5.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია  სამუშაოების დასრულებიდან  3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რომელიც შემდგომ  დასადასტურებლად გადაეცემა სსიპ ,,სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს’’.  სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს" თანხმობისგამყიდველისთვისწარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, გაფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენსმყიდველისმიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას.

 

6. სამუშაოების შესასრულებლად გასათვალისწინებელი დარჩელის #1  სკოლის მიერ გადასაცემი დოკუმენტაცია და გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ნიმუში, რომელშიც მოცემულია დაწვრილებითი პირობები, შეგიძლიათ წინასწარ იხილოთ მიბმულ ფაილში.

;