|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:ქ.თბილისი, ა.წერეთლის გამზ. N134-ში მდებარე შენობა - ნაგებობა (N01/3, N02/1, N04/1, N05/1, N06/1, N07/1, N08/1)
განაცხადის #:86459LEA33267016 აუქციონის #: 86459 ლოტის #: 332670 დაწყება/დასრულება: 25/08/2016 13:00 - 01/09/2016 18:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 139 ბიჯი საგარანტიო თანხა: 50GEL
დასრულების დრო: 01.09.2016 18:10:00
გაყიდვის ფასი : 13900.0000 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (ყოფ. ირმის ნახტომი) მისამართი: ვაკე-საბურთალო / ალექსიძის ქ #1 ტელეფონი: 995-2200220 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ა.წერეთლის გამზ. N134 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | საკადასტრო კოდი | 01.13.04.017.019 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 120 | შეფასების თანხა | 0 |
აღწერილობა
|
აღწერილობა |
ა) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისას, ბ) დემონტაჟის შედეგად ამოსაღები ვარგისი მასალების (იხ.აუდიტის დასკვნა) ღირებულება - 41 850 (ორმოცდაერთიათას რვაასორმოცდაათი) ლარზე საქართველოს კომერციული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდეგ. ამასთან, გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები არ იქნება სრულად და ჯეროვნად შესრულებული და დემონტაჟი განხორციელდება ნაწილობრივ, მას დაეკისრება პირგასამტეხლო დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი მასალის ღირებულების 10%-ის ოდენობით, ამასთან არ აუნაზღაურდება გაწეული დანახარჯები და ვერ შეძლებს დემონტაჟის შედეგად მიღებული ვარგისი მასალების (მარაგების) ტერიტორიიდან გატანას და განკარგვას. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია სადემონტაჟო სამუშაოების დასრულებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში. ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მოცემული პერიოდისათვის შესრულებული სამუშაოების და ამ სამუშაოების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილების (მარაგების)/ მასალების შესახებ. ანგარიშის წარმოდგენიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, მხარეთა შორის გაფორმდება მიღება - ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას.
|
მოკლე აღწერილობა |
|
პირობა | სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აცხადებს აუქციონს მის სარგებლობაში არსებული ქ.თბილისი, ა.წერეთლის გამზ. N134-ში არსებული შენობა - ნაგებობის ძირითადი და საწარმოო კორპუსების (N01/3, N02/1, N04/1, N05/1, N06/1, N07/1 და N08/1) სადემონტაჟო (საძირკვლებამდე) სამუშაოებზე, შენობა - ნაგებობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით. სადემონტაჟო სამუშაოების ხანგრძლივობა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) თვეს, მათ შორის მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივობა შეადგენს 0.5 თვეს.
|
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |