ამობეჭდვის თარიღი: 05.05.2025 22:37:06
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ სიღნაღის მუნიციპალიეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის შენობასთან მიშენებული მიწის ნაკვეთზე განთავსებული ავარიული შენობა-ნაგებობის(ბუფეტი) დემონტაჟი
განაცხადის #:86584LEQ33211216
აუქციონის #: 86584
ლოტის #: 332112
დაწყება/დასრულება: 19/08/2016 16:30 - 29/08/2016 20:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 0GEL
მიმდინარე ფასი : 0 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის #2 საჯარო სკოლა
მისამართი: სიღნაღის რაიონი / ს.ნუკრიანი
ტელეფონი: 995-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფ. ნუკრიანიRs რუკის მხარდაჭერა-
ქვეყანასაქართველოქალაქისიღნაღი
შენობის ფართობი(მ²)38.16საკადასტრო კოდი56.13.47.066
შეფასების თანხა0
;
აღწერილობა
აღწერილობა

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს სსიპ– სიღნაღის მუნიციპალტეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული სკოლის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული ავარიული შენობა-ნაგებობის (ბუფეტის) სადემონტაჟო სამუშაოები, დემონტაჟის ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში, თანდართული სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზების პროექტისა და ინდივიდუალური აუდიტორი დავით რობაქიძის  25.07.2016 წლის დასკვნის შესაბამისად.

შენობის დემონტაჟზე თანხმობა გაცემულია სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ (ბრძანება N354 25.07.2016) .

სადემონტაჟო სამუშაოების  შესრულების სანაცვლოდ, აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები.

მოკლე აღწერილობა

საკონტაქტო პირი- მანანა მათეშვილი;

მობ: 577988217;

პირობა

სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს , სოფელ ნუკრიანში, მდებარე  38.16 კვ.მ ფართზე განლაგებული სკოლის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული ავარიული შენობა-ნაგებობის (ბუფეტის) დემონტაჟზე. მიშენების დემონტაჟის განსახორციელებლად საკმარისი იქნება 3 (სამი) კაცის მუშაობა არაუმეტეს 10(ათი) დღის განმავლობაში. ტექნიკის გამოყენება დასაშლელად არ იქნება საჭირო და ხელის შრომით მოხდება სახურავის და კედლების დემონტაჟი. ჯერ მოხდება სახურავის საფარის მოხსნა, შემდეგ ხის ელემენტების მოხსნა, შემდეგში კი კედლების, ფიცრის იატაკის და ა.შ.დემონტაჟი და შემდეგ საბოლოოდ დარჩენილი სამშენებლო მასალების დატვირთვა თვითმცლელზე. 

პრეტენდენტმა სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის შენობის დარჩენილი სადემონტაჟო სამუშაოების   დემონტაჟი - სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების პროექტის“ მოთხოვნათა დაცვით.

აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში სსიპ – სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის თაობაზე, სანაცვლოდ დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით. 

სახურავზე საფარად არსებული შავი ფურცლოვანი თუნუქის რეალიზაცია ვრ მოხდება მისი გამოუსადეგარობის გამო და ის რეალიზებულ უნდა იყოს როგორც ჯართი.


გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს    ინფორმაცია მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით.

აუქციონში გამარჯვებულმა  საპრივატიზებო თანხა  სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებამდე გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით,   ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული  უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული  უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას. წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს ერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და მასთან ხელშეკრულება არ გაფორმდება.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია  სამუშაოების დასრულებიდან  3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რომელიც შემდგომ  დასადასტურებლად გადაეცემა სსიპ ,,სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს’’.  სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს" თანხმობის „გამყიდველისთვის“ წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, გაფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს „მყიდველის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას.

სამუშაოების შესასრულებლად გასათვალისწინებელი სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის მიერ გადასაცემი დოკუმენტაცია  შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ ფაილში.

;