|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ რუხის საჯარო სკოლის ძველი საქვაბე შენობის სადემონტაჟო სამუშაოები
განაცხადის #:29208BVG33202016 აუქციონის #: 29208 ლოტის #: 332020 დაწყება/დასრულება: 18/08/2016 17:20 - 26/08/2016 17:30 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 0GEL
დასრულების დრო: 26.08.2016 17:30:00
გაყიდვის ფასი : 50.0000 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 50 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლა მისამართი: ქ.ზუგდიდში / სოფ. რუხი ტელეფონი: 971- |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სოფ. რუხი | ბრძანების ნომერი | 1945 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ზუგდიდი | შენობის ფართობი(მ²) | 130.2 | საკადასტრო კოდი | 43,10,45,015 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ამონაწერი საჯარო რეესტრიდან | 882014128620 | ზომის ერთეული | ცალი |
აღწერილობა
|
აღწერილობა | სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. რუხის საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს სკოლის ტერიტორიაზე მდებარე 130.2 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობების დემონტაჟზე. ნაგებობები კონსტრუქციულად გამოუსადეგარია. მისი აღდგენა შეუძლებელია, მისი ექსპლოატაციის ვადა გასულია. შენობების დემონტაჟის ვადა შეადგენს სამუშაოს დაწყებიდან 2 თვეს, მათ შორის მოსამზადებელი პერიოდის ხანგძლივობა 7 დღეს. პრეტენდენტმა სკოლის შენობების დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი სსიპ რუხის საჯარო სკოლის სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის მოთხოვნათა დაცვით. აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში სსიპ რუხის საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის თაობაზე,სანაცვლოდ დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით. შენობების დემონტაჟზე თანხმობა გაცემულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ.(გამგებლის 03.08.2016 წლის ბრძანება #1945) სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები. |
მოკლე აღწერილობა | ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაობეის შესრულების საბოლოო ანგარიში, რომელიც შემდგომ დასადასტურებლად გადაეცემა სსიპ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტქრუქტურის განვითარების სააგენტოს. სსიპ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტქრუქტურის განვითარების სააგენტოს თანხმობის "გამყიდველისთვის" წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად გაფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას. სამუშაოების შესასრულებლად გათვალსიწინებული სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის მიერ გადასაცემი დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ ფაილში. საკონტაქტო პირი გოგი თოდუა ტ. 577 17 74 57 |
პირობა | აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს სსიპ რუხის საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობა #3-ის სადემონტაჟო სამუშაოები დემონტაჟის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში თანდართული სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზების პროექტისა და "შპს ენგურ-აუდიტი "-ის 12.08.2016 წლის დასკვნის შესაბამისად. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ინფორმაცია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით. აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზაციო თანხა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებამდე გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია,ასეთ შემთხვევაში,საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას.წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს ერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და მასთან ხელშეკრულება არ გაფორმდება. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |