ამობეჭდვის თარიღი: 14.05.2025 17:53:29
კატეგორია: არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქ. თბილისი, მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით
განაცხადის #:17158AS1158416
აუქციონის #: 17158
ლოტის #: 11584
საქმის ნომერი: A15029979, A15029977, A15029983
დაწყება/დასრულება: 21/07/2016 17:00 - 29/07/2016 17:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 20000.00GEL
მიმდინარე ფასი : 200000.00 GEL
საწყისი ფასი: 200000.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 4000.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. სააუქციონო მომსახურება კერძო აღმასრულებლისათვის.
მისამართი: 1) ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი; 2) ქ. თბილისი, სანაპიროს №2 ( თბილისის იუსტიციის სახლი)
ტელეფონი: 971-2749649
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ორთაჭალის ქ. #36საქმის ნომერიA15029979, A15029977, A15029983
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
რაოდენობა0მიწის ფართობი(მ²)460
შენობის ფართობი(მ²)0საკადასტრო კოდი01.18.06.006.047
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია+
ელექტრო მომარაგება+ბუნებრივი გაზი+
გადახდის პერიოდი10საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა23
შეფასების თანხა400000.00
;
აღწერილობა
აღწერილობასარეალიზაციო უძრავ ქონებას საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 460 კვ.მ. შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 496.99; საცხოვრებელი ფართი: 120.81. მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ორსართულიანი კერძო ტიპის სახლი მანსარდით. ქუჩის მხრიდან სახლის პირველი სართული, რომელიც ეზოს მხრიდან წარმოადგენს მეორე სართულს შედგება შესასვლელი-ავტოფარეხისაგან, რომელსაც აქვს რკინის კარი, სადაც ძირს დასხმულია ბეტონი, კომერციული ფართისაგან, რომელიც შედგება ერთი დიდი ოთახისაგან, ოთახი მაცივრისაგან, სათავსო ოთახისაგან და კაბინეტის ტიპის ოთახისაგან. დიდ ოთახში ძირს დაგებულია მეტლახის ფილები. კედლების ნაწილი მოპირკეთებულია კეფელით, ნაწილი არის შეღებილი. ფანჯრები არის მეტალოპლასტმასის, კარებების ნაწილი არის ხის, ნაწილი მეტალოპლასტმასის. აღნიშნულ ფართს აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩის მხრიდან, სადაც ვიტრაჟული კარებები არის ალუმინის და აქვს რკინის ჟალუზები. პირველი სართულის მეორე ნაწილი შედგება სამი საცხოვრებელი ოთახისაგან, სამზარეულოსაგან, აბაზანა-საპირფარეშოსაგან და სათავსო ოთახისაგან. ოთახებში არის ხის კარ-ფანჯარა. აღნიშნული სართულიდან ქვედა (ეზოს მხრიდა პირველ სართულზე) სართულზე ჩადის შიდა ხის კიბე. ქვედა სართული შედგება ეზოსგან, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი შემოსასვლელი რკინის ჭიშკარი, შემოღობილია ბლოკით ნაშენები ღობით და შედგება შვიდი საცხოვრებელი ოთახისაგან, სამზარეულოსაგან, აბაზანისაგან და საპირფარეშოსაგან. სამზარეულო და სველი წერტილები მოპირკეთებულია კაფელისა და მეტლახის ფილებით. ოთახების ნაწილში ძირს დაგებულია პარკეტი, ნაწილში არის მეტლახის ფილები. კარ-ფანჯარა არის ხის, ფანჯრების ნაწილს აქვს რკინის ჟალუზები. კედლებზე გაკრულია შპალერი სახლს აქვს ასევე სარდაფი, რომელიც შედგება ოთხი ოთახისაგან, სარემონტო მდგომარეობაში. სარდაფში ჩასასვლელი არის ეზოდან. სახლს აქვს ასევე მანსარდა, რომელიც საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს.

--------------------------------------------------
ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 749 649
პირობაყურადღება!!! სარეალიზაციო უძრავი ქონების ნაწილზე (40 კვ.მ. ფართი) საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად რეგისტრირებულია სარგებლობის უფლება, კერძოდ: იჯარა. სარგებლობის უფლების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 29.05.2014 წ. იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარე უხდის მეიჯარეს ქირას, თვეში 300 (სამასი) ლარის ოდენობით. ქირის გადახდა უნდა მოხდეს ყოველი თვის 5 რიცხვამდე. ხელშეკრულება ძალაშია 2014 წლის 20 მაისიდან უვადოდ.
;