ამობეჭდვის თარიღი: 05.05.2025 19:16:39
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ქალაქ ხაშურის #8 სკოლის სააქტო დარბაზისა და სასადილოს ერთ სართულიანი შენობის დემონტაჟი
განაცხადის #:29147BUP31959816
აუქციონის #: 29147
ლოტის #: 319598
დაწყება/დასრულება: 18/07/2016 12:00 - 30/07/2016 12:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 432GEL
მიმდინარე ფასი : 4315 GEL
საწყისი ფასი: 4315 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ქალაქ ხაშურის #8 საჯარო სკოლა
მისამართი: ქალაქი ხაშური, ე. თაყაიშვილის ქ. N 65
ტელეფონი: 995-599771929
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)თამარ მეფის #1Rs რუკის მხარდაჭერა-
ქვეყანასაქართველოქალაქიხაშური
შენობის ფართობი(მ²)400საკადასტრო კოდი690857085
შეფასების თანხა0
;
აღწერილობა
აღწერილობა

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს სსიპ– ქალაქ ხაშურის N8 საჯარო სკოლის სარგებლობაში  არსებული სპორტული დარბაზისა და სასადილოს   სადემონტაჟო სამუშაოები,  დემონტაჟის ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში, თანდართული სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზების პროექტისა და შპს ,,აუდიტი +"-ის  06.07.2016 წლის დასკვნის შესაბამისად.

შენობის დემონტაჟზე თანხმობა გაცემულია ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ (ბრძანება # 2109 05.07.2016) .

სადემონტაჟო სამუშაოების  შესრულების სანაცვლოდ, აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები.

მოკლე აღწერილობასაკონტაქტო პირი -მანანა ხიჩაკაძე . 599 994241
პირობა

სსიპ ქალაქ ხაშურის N8 საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს ,ქალაქ ხაშურში,  თამარ მეფის #1-ში  მდებარე  400 კვ.მ ფართზე განლაგებული სააქტო დარბაზისა და სასადილოს დემონტაჟზე. ( შენობის დაზიანების კატეგორია მიეკუთვნება მესამე ხარისხის კატეგორიას. შესაძლებელია ერთი მალის შენარჩუნებით განხორციელდეს დემონტაჟი. დემონტაჟის შემთხვევაში , აუცილებელია , ტორსული კედლის ამოშენება, ნორმების შესაბამისად. შესაძლებელია შენობის დემონტაჟი, ერთი მალის შენარჩუნებით, რომელშიც განლაგებულია ახლად გარემონტებული ოთახები.სადემონტაჟო  სამუშაოების ხანგრძლივობა შეადგენს, სამუშაოების დაწყებიდან სამ თვეს, მათ შორის, მოსამზადებელი პერიოდის ხანგრძლივობაა 0,5 თვე. 

პრეტენდენტმა სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი სსიპ ქალაქ ხაშურის  #8 საჯარო სკოლის შენობის დარჩენილი სადემონტაჟო სამუშაოების   დემონტაჟი - სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების პროექტის“ მოთხოვნათა დაცვით.

აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში სსიპ – ქალაქ ხაშურის  N8  საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის თაობაზე, სანაცვლოდ დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით.

გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს    ინფორმაცია მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით.

აუქციონში გამარჯვებულმა  საპრივატიზებო თანხა  სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებამდე გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით,   ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული  უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული  უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას. წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს ერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და მასთან ხელშეკრულება არ გაფორმდება.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია  სამუშაოების დასრულებიდან  3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რომელიც შემდგომ  დასადასტურებლად გადაეცემა სსიპ ,,სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს’’.  სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს" თანხმობის „გამყიდველისთვის“ წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, გაფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს „მყიდველის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას.

6. სამუშაოების შესასრულებლად გასათვალისწინებელი სსიპ ქალაქ  ხაშურის #8 სკოლის მიერ გადასაცემი დოკუმენტაცია  შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ ფაილში.


;