|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:დასახელება: ქალაქ თბილისში, დიდი ხეივნის ქუჩა N3-ში მდებარე 8606.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ N1 და N2(მიწისქვეშა ნაგებობა) შენობა-ნაგებობაზე (საკადასტრო კოდი N01.18.05.002.056) ჩასატარებელი სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალები
განაცხადის #:82473KGX31279516 აუქციონის #: 82473 ლოტის #: 312795 დაწყება/დასრულება: 21/06/2016 18:00 - 05/07/2016 13:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 7200GEL
დასრულების დრო: 05.07.2016 13:00:00
გაყიდვის ფასი : 73000.0000 GEL
საწყისი ფასი: 72000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1000 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო" მისამართი: თბილისი ვ.გორგასლის ქ. N22 ტელეფონი: 995- |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | დიდი ხეივნის ქუჩა N3 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | გადახდის პერიოდი | 105 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 45 | შეფასების თანხა | 72000 |
აღწერილობა
|
აღწერილობა |
|
მოკლე აღწერილობა | 8606.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ N1 და N2(მიწისქვეშა ნაგებობა) შენობა-ნაგებობაზე (საკადასტრო კოდი N01.18.05.002.056) ჩასატარებელი სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალები |
პირობა | 8606.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზეგანთავსებული N1 და N2 (მიწისქვეშა ნაგებობა) შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი N01.18.05.002.056) დემონტაჟი (სრული დემონტაჟი საძირკვლის ჩათვლით) და დემონტაჟის შედეგად მიღებულიმეორადი სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა უნდა განხორციელდეს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. 2. აუქციონში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ საკუთარი სახსრებით უნდა განახორციელოს შენობის დემონტაჟისათვის საჭირო ნებართვის მოპოვება, და დემონტაჟის პროცესი განხორციელდეს შემდეგი წესების დაცვით: ა. სამუშაოების დაწყების მოსამზადებელ პერიოდში უნდა მოხდეს: უცხო ხალხის გაყვანა სადემონტაჟო უბნიდან, შენობის გარე პერიმეტრის შემოღობვა (სამშენებლო მასალის უმისამართოდ გატყორცნის თავიდან აცილების მიზნით), სააგენტოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე განათავსოს საინფორმაციო დაფა სადემონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. ბ. დემონტაჟის სამუშაოების განხორციელება უნდა მოხდეს ზემოდან ქვევით. აკრძალულია: ერთზე მეტი კონსტრუქციის სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელება ერთდროულად. სამუშოების დროს უნდა იყოს გათვალისწინებული: ყველა კონსტრუქციის დროებითი გამაგრება, მუშების სათანადო ინსტრუქტაჟი და უზრუნველყოფა სპეციალური ქამრებით და სათვალეებით, დემონტირებული კონსტრუქციების დროებითი ადგილი, აქტის შედგენა ძირითადი პერიოდის სამუშაოების შესახებ. ავარიული სიტუაციის შემთხვევაში უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება და ყველა სადემონტაჟო კონსტრუქციების გამაგრება. ყველა საშიში ადგილი უნდა იყოს შემოღობილი სათანადო განათებით ღამის საათებში. დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ნაგავი დროულად უნდა იქნას გატანილი. გ. ყველა სამუშაოს განხორციელება მოხდეს საქართველოს მთავრობის 2007წ 28 მარტის #62 დადგენილების –“მშენებლობის უსაფრთხოების წესები”-ს მოთხოვნათა გათვალისწინებით. დ. სამუშაო ადგილები მუშაობის პირობებისა და ტექნოლოგიურობის გათვალისწინებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს კოლექტიური დაცვის საშუალებით. ე. ელექტრო უსაფრთხოების წესები ჩამოყალიბებულია სახელმწიფო სტანდარტებში - 12.1.013-88. ელექტროკარადა ყოველთვის უნდა იყოს ჩაკეტილ მდგომარეობაში, ელექტროკაბელები, ელექტროსადენები, და ელექტრომოწყობილობები კი იზოლირებული. გაშიშვლებული სადენების გამოყენება აკრძალულია. ვ. დაშლით ოპერაციებში დასაქმებული მუშაკები დაცული უნდა იყვნენ თავის დამცავი ჩაფხუტებით. ზ. დაუშვებელია ხელსაწყოებისა და მოწყობილობების დატოვება ჩართულ მდგომარეობაში ზედამხედველობის გარეშე. თ. დასაშლელ სამუშაოებზე დასაქმებულმა ყველა მუშაკმა უნდა შეისწავლოს შრომის უსაფრთხოების წესები, გაიაროს ინსტრუქტაჟი, სპეციალურ ჟურნალში ხელმოწერების დაფიქსირებით. ი. გარემოს დაცვის სამსახურის ნებართვის გარეშე იკრძალება მრავალწლიანი ხეებისა და ნარგავების მოჭრა, ამოძირკვა ან განადგურება. კ. დემონტაჟის შემდგომ დარჩენილი ნაგვის ტრანსპორტირება ფხვიერ მდგომარეობაში რეკომენდირებული არ არის. ავტომანქანების ძარებში ჩატვირთვის შემდეგ მათი ზედაპირი დაინამოს. ლ. სამუშაოების დაწყებამდე აუცილებლად მოხდეს დემონტაჟის წარმოების პროექტის შედგენა და დამუშავება სადემონტაჟო სამუშაოების შემსრულებელი ორგანიზაციის მიერ. მ. ხელშეკრულების დადების მომენტისათვის საბოლოოდ დაზუსტდება მიმწოდებლის და შემსყიდველის ვალდებულებები. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |