|
![]() |
კატეგორია:
არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:ქ. თბილისი, მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით
განაცხადის #:28674AS1815016 აუქციონის #: 28674 ლოტის #: 18150 საქმის ნომერი: A16021131 დაწყება/დასრულება: 05/05/2016 17:00 - 13/05/2016 17:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 27200.00GEL
მიმდინარე ფასი :
272000.00 GEL
საწყისი ფასი: 272000.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5440.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. სააუქციონო მომსახურება კერძო აღმასრულებლისათვის. მისამართი: 1) ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი; 2) ქ. თბილისი, სანაპიროს №2 ( თბილისის იუსტიციის სახლი) ტელეფონი: 971-2749649 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ქუჩა სომხეთი, #50 | საქმის ნომერი | A16021131 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | რაოდენობა | 0 | მიწის ფართობი(მ²) | 529 | შენობის ფართობი(მ²) | 0 | საკადასტრო კოდი | 01.17.02.039.003 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | + | ელექტრო მომარაგება | + | ბუნებრივი გაზი | + | გადახდის პერიოდი | 10 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 23 | შეფასების თანხა | 544000.00 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | სარეალიზაციოდ წარმოდგენილია უძრავი ქონება, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 529.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი - 910.60; შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ორსართულიან კაპიტალურ საცხოვრებელ სახლს, სხვენით და ერთსართულიან დამხმარე ნაგებობას ვერანდით. საცხოვრებელი სახლი გადახურულია ლითონის ფურცლებით, ხოლო დამხმარე ნაგებობის სახურავი ბეტონისაა და მასზე მოწყობილია ვერანდა, რომელიც გადახურულია ლითონის შიფერით. საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებულია ერთი მთლიანი გაუტიხრავი დარბაზის ტიპის ფართი, რომლის იატაკი, კედლები და ჭერი ბეტონისაა. პირველ სართულზე ასევე განთავსებულია ორი მცირე ზომის საპირფარეშო, რომლის იატაკი მოპირკეთებულია მეტლახით და აქვს ხის კარები. პირველი სართულის დანარჩენი კარ-ფანჯარა არის ალუმინის და დაცულია რკინის გისოსებით. მეორე სართულზე ასასვლელად მოწყობილია ქვის კიბე რკინის მოაჯირით. მეორე სართულზე განთავსებულია აივნები, მისაღები ოთახი, ერთი საძინებელი ოთახი, დიდი დარბაზის ტიპის ოთახი, ორი ოთახი და აბაზანა-საპირფარეშო. აივნების იატაკზე დაგებულია მეტლახი და აქვს რკინის მოაჯირი, მისაღებ ოთახში და საძინებელ ოთახში იატაკი მოპირკეთებულია პარკეტით, კედლებზე გაკრულია შპალერი, ჭერი შეღებილია, აბაზანა-საპირფარეშო მოპირკეთებულია კერამიკული ფილებით. დანარჩენ ფართში იატაკი, ჭერი და კედლები ბეტონისაა და სარემონტოა. მეორე სართულის კარ-ფანჯარა არის ალუმინის და დაცულია რკინის გისოსებით. სხვენში ასასვლელად მოწყობილია ქვის კიბე რკინის მოაჯირით, სადაც განთავსებულია აივანი, ჰოლი, მისაღები ოთახი, დერეფანი, ერთი საძინებელი ოთახი, სამზარეულო ფართი, აბაზანა საპირფარეშო, და მცირე ზომის სათავსო ფართი. სხვენში ფართების იატაკი მოპირკეთებულია მეტლახითა და ლამინატით, კედლები და ჭერი შეღებილია, აბაზანა-საპირფარეშო და სამზარეულო მოპირკეთებულია კერამიკული ფილებით. სხვენის კარ-ფანჯარა ნაწილობრივ არის ხის, ხოლო ნაწილობრივ მეტალოპლასტმასის, აივანი დაცულია რკინის გისოსებით. სხვენში მოწყობილია ბუნებრივ აირზე მომუშავე ცენტრალური გათბობის სისტემა. ეზოში სახლის გვერდით დგას ერთსართულიანი კაპიტალურ შენობა , რომელიც შედგება ერთი ოთახისაგან. ფართის იატაკი და ჭერი ბეტონისაა, კედლები შელესილია. კარ-ფანჯარა არის მეტალოპლასტმასის. აღნიშნული შენობის თავზე მოწყობილია ვერანდა ბეტონის იატაკით, რკინის მოაჯირით, ასასვლელი ქვის კიბით და გადახურულია ლითონის შიფერით. ეზოში შესასვლელად სახლის წინა მხრიდან მოწყობილია დიდი ზომის რკინის კარი, ასევე გვერდითა მხრიდან მცირე ზომის რკინის კარი, ეზო შეღობილია ბეტონის კედლით. ეზოში დაგებულია ქვის ფილები. -------------------------------------------------- ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 749 649 |
პირობა | ყურადღება!!! სარელიზაციო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად რეგისტრირებულია სარგებლობის უფლება, კერძოდ: სამი ქირავნობის ხელშეკრულება:1) სარგებლობის უფლების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს ქირავნობის ხელშეკრულება #03, დამოწმების თარიღი - 07.08.2015 წ, ქირავნობის ხელშეკრულების საგანი არის #01.17.02.039.003 საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან, შენობიდან 330 კვ.მ. ფართი; საბოლოო თარიღი - 15/04/2016 წელი;2) სარგებლობის უფლების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს ქირავნობის ხელშეკრულება #02, დამოწმების თარიღი 07.08.2015 წ, ქირავნობის ხელშეკრულების საგანი არის #01.17.02.039.003 საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან, შენობა-ნაგებობიდან 349.38 კვ.მ.; საბოლოო თარიღი - 28.02.2016 წელი;3) სარგებლობის უფლების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს ქირავნობის ხელშეკრულება #04, დამოწმების თარიღი 07.09.2015 წ, ქირავნობის ხელშეკრულების საგანი არის #01.17.02.039.003 საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან, შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე ფართი 34.95 კვ.მ,.; საბოლოო თარიღი - 20/04/2016 წელი; |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |