ამობეჭდვის თარიღი: 05.05.2025 14:44:36
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქალაქ თბილისში, დიდი ხეივნის ქუჩა N3-ში მდებარე 8606.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ N1 და N2(მიწისქვეშა ნაგებობა) შენობა-ნაგებობაზე (საკადასტრო კოდი N01.18.05.002.056) ჩასატარებელი სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალები
განაცხადის #:82473KGX29749916
აუქციონის #: 82473
ლოტის #: 297499
დაწყება/დასრულება: 04/05/2016 11:23 - 18/05/2016 13:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 7200GEL
მიმდინარე ფასი : 72000 GEL
საწყისი ფასი: 72000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო"
მისამართი: თბილისი ვ.გორგასლის ქ. N22
ტელეფონი: 995-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)დიდი ხეივნის ქუჩა N3Rs რუკის მხარდაჭერა-
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
საკადასტრო კოდიN01.18.05.002.056გადახდის პერიოდი30
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა45შეფასების თანხა72000
;
აღწერილობა
აღწერილობა
  • აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;
  • ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია:
    • ნაღდი ანგარიშსწორებით  სს  ,, ლიბერთი ბანკში”
    • ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით
    • ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით
  • 30 კალენდარულ დღეში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები. მკაცრად რეკომენდირებულია საპრივატიზებო საფასურის გადახდა 25 დღის განმავლობაში.
  • მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ  ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს"  შესყიდვების სამსახურს აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (+995) 32  2  910-517 (სსიპ  ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო").
მოკლე აღწერილობა8606.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ N1 და N2(მიწისქვეშა ნაგებობა) შენობა-ნაგებობაზე (საკადასტრო  კოდი N01.18.05.002.056) ჩასატარებელი სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალები
პირობა

1. 8606.00 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული N1  და N2 (მიწისქვეშა ნაგებობა) შენობა-ნაგებობის (საკადასტრო  კოდი N01.18.05.002.056)  დემონტაჟი (სრული დემონტაჟი საძირკვლის ჩათვლით) და დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა უნდა განხორციელდეს  შესაბამისი   ნასყიდობის  ხელშეკრულების გაფორმებიდან   6   (ექვსითვის  განმავლობაში.

2. აუქციონში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ საკუთარი სახსრებით უნდა განახორციელოს  შენობის დემონტაჟისათვის საჭირო  ნებართვის მოპოვება, და დემონტაჟის პროცესი განხორციელდეს შემდეგი წესების დაცვით:

.  სამუშაოების დაწყების მოსამზადებელ პერიოდში უნდა მოხდეს: უცხო ხალხის გაყვანა სადემონტაჟო უბნიდან, შენობის გარე პერიმეტრის შემოღობვა (სამშენებლო მასალის  უმისამართოდ გატყორცნის თავიდან აცილების მიზნით), სააგენტოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე განათავსოს საინფორმაციო დაფა სადემონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.

ბ. დემონტაჟის სამუშაოების განხორციელება უნდა მოხდეს ზემოდან ქვევით. აკრძალულია: ერთზე მეტი კონსტრუქციის სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელება ერთდროულად.

სამუშოების დროს უნდა იყოს გათვალისწინებული:

ყველა კონსტრუქციის დროებითი გამაგრება, მუშების სათანადო ინსტრუქტაჟი და უზრუნველყოფა სპეციალური ქამრებით და სათვალეებით, დემონტირებული კონსტრუქციების დროებითი ადგილი, აქტის შედგენა ძირითადი პერიოდის სამუშაოების შესახებ. ავარიული სიტუაციის შემთხვევაში უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება და ყველა სადემონტაჟო კონსტრუქციების გამაგრება. ყველა საშიში ადგილი უნდა იყოს შემოღობილი სათანადო განათებით ღამის საათებში. დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ნაგავი დროულად უნდა იქნას გატანილი.

გ. ყველა სამუშაოს განხორციელება მოხდეს საქართველოს მთავრობის 2007წ 28 მარტის #62 დადგენილების –“მშენებლობის უსაფრთხოების წესები”-ს მოთხოვნათა გათვალისწინებით.

დ. სამუშაო ადგილები მუშაობის პირობებისა და ტექნოლოგიურობის გათვალისწინებით  უზრუნველყოფილი უნდა იყოს კოლექტიური დაცვის საშუალებით.

ე. ელექტრო უსაფრთხოების წესები ჩამოყალიბებულია სახელმწიფო სტანდარტებში - 12.1.013-88. ელექტროკარადა ყოველთვის უნდა იყოს ჩაკეტილ მდგომარეობაში, ელექტროკაბელები, ელექტროსადენები, და ელექტრომოწყობილობები კი იზოლირებული. გაშიშვლებული სადენების გამოყენება აკრძალულია.

ვ. დაშლით ოპერაციებში დასაქმებული მუშაკები დაცული უნდა იყვნენ თავის დამცავი ჩაფხუტებით.

ზ. დაუშვებელია ხელსაწყოებისა და მოწყობილობების დატოვება ჩართულ  მდგომარეობაში ზედამხედველობის გარეშე.

თ.  დასაშლელ  სამუშაოებზე  დასაქმებულმა  ყველა  მუშაკმა  უნდა  შეისწავლოს  შრომის  უსაფრთხოების წესები, გაიაროს ინსტრუქტაჟი, სპეციალურ ჟურნალში ხელმოწერების დაფიქსირებით. 

ი. გარემოს  დაცვის  სამსახურის  ნებართვის  გარეშე  იკრძალება  მრავალწლიანი  ხეებისა  და  ნარგავების მოჭრა, ამოძირკვა ან განადგურება.

კ. დემონტაჟის შემდგომ დარჩენილი ნაგვის ტრანსპორტირება ფხვიერ მდგომარეობაში რეკომენდირებული არ არის. ავტომანქანების ძარებში ჩატვირთვის შემდეგ მათი ზედაპირი დაინამოს.

ლ.   სამუშაოების  დაწყებამდე  აუცილებლად  მოხდეს  დემონტაჟის  წარმოების  პროექტის შედგენა და დამუშავება სადემონტაჟო სამუშაოების შემსრულებელი ორგანიზაციის მიერ.

მ.  ხელშეკრულების დადების მომენტისათვის  საბოლოოდ დაზუსტდება მიმწოდებლის და შემსყიდველის ვალდებულებები.

;