|
![]() |
კატეგორია:
არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:ქალაქი ზესტაფონი, არასასოფლო მიწა შენობით
განაცხადის #:27497AS1726416 აუქციონის #: 27497 ლოტის #: 17264 საქმის ნომერი: A14037958 დაწყება/დასრულება: 15/04/2016 17:00 - 25/04/2016 17:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 2600.00GEL
მიმდინარე ფასი :
26000.00 GEL
საწყისი ფასი: 26000.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 520.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. სააუქციონო მომსახურება კერძო აღმასრულებლისათვის. მისამართი: 1) ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი; 2) ქ. თბილისი, სანაპიროს №2 ( თბილისის იუსტიციის სახლი) ტელეფონი: 971-2749649 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | გრიგოლ ხანძთელის ქუჩა N18 | საქმის ნომერი | A14037958 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ზესტაფონი | რაოდენობა | 0 | მიწის ფართობი(მ²) | 406.00 | შენობის ფართობი(მ²) | 123.41 | საკადასტრო კოდი | 32.10.35.150 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 10 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 23 | შეფასების თანხა | 52000.00 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | სარეალიზაციოდ წარმოდგენილია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, რომელიც წარმოადგენს ე.წ. "ბელეტაჟის" ტიპის საცხოვრებელ სახლს. სახლში განთავსებულია ერთი საძინებელი ოთახი, მისაღები ოთახი, სამზარეულო და ორი გაურემონტებელი ოთახი. საძინებელი ოთახის იატაკი არის ხის, კედლები შეღებილია, მისაღები ოთახის იატაკი არის ხის, ხოლო კედლებზე გაკრულია შპალერი. სამზარეულოს იატაკი მოპირკეთებულია კერამიკული ფილებით, კედლები შეღებილია. დიდი მისაღები ოთახისთვის განკუთვნილ ფართში იატაკზე დაგებულია ფიცარი. მეორე გაურემონტებელ ოთახს არ აქვს იატაკი. საცხოვრებელ სახლს მარჯვნივ მთელ სიგრძეზე აქვს ნახევრად ამოშენებული აივანი, ხოლო წინა ფასადიდან მცირე ზომის აივანი. სახლს ნაწილობრივ ჩასმული აქვს მეტალოპლასტმასის ფანჯრები, ხოლო კარები არის ხის. სახლი გადახურულია ე.წ. წითელი "ანდულინით". ეზო სახლის წინა ფასადიდან შეღობილია აგურის კედლით, ხოლო გვერდიდან - მავთულბადით. შემოსასვლელი ჭიშკარი არის რკინის. საპირფარეშო მოწყობილია ეზოში. უძრავ ქონებას გააჩნია ელექტრომომარაგება, არ გააჩნია ცენტრალური წყალმომარაგება, ბუნებრივი აირი და საკანალიზაციო სისტემა. არის მხოლოდ საზიარო წყალმომარაგება (საზიარო ჭა). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი შეადგენს 406.00 კვ.მ-ს., შენობა-ნაგებობის ფართი: 123.41 კვ.მ. -------------------------------------------------- ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 749 649 |
მოკლე აღწერილობა | ქალაქი ზესტაფონი, არასასოფლო მიწა შენობით |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |