ამობეჭდვის თარიღი: 13.05.2025 19:49:40
კატეგორია: არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქალაქ წყალტუბოში, 26 მაისის ქუჩა N1-ში მდებარე 21770.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N01-N12 შენობა-ნაგებობები
განაცხადის #:302BV116
აუქციონის #: 302
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2016041459646
დაწყება/დასრულება: 14/04/2016 18:00 - 28/04/2016 17:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 25000GEL
დასრულების დრო: 28.04.2016 17:00:00
გაყიდვის ფასი : 253000.0000 GEL
საწყისი ფასი: 250000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 3000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)წყალტუბო, 26 მაისის ქუჩა N1ქვეყანასაქართველო
ქალაქიწყალტუბოსაქმის ნომერი2016041459646
ბრძანების ნომერი1/1-1202საკადასტრო კოდი29.08.32.134
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი30საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა45
ამონაწერი საჯარო რეესტრიდანსაკადასტრო რუკაhttp://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFNBp5g]t5OoL3lpQQX4WgnI3luFlzTGkPPXrqP7Q6Rvv
ქონების ტიპიუძრავი ქონება
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება!

  • აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;
  • ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია:
    • ნაღდი ანგარიშსწორებით  სს  ,, ლიბერთი ბანკში”
    • ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით
    • ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით

  • მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს  სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს”   იურიდიულ  დეპარტამენტს  აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : (+995) 32  2  981-111 (სსიპ  ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”)   (+995) 32  2  601 601 (www.eauction.ge).
მოკლე აღწერილობა21770.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი  და მასზე განთავსებული N01-N12 შენობა-ნაგებობები
პირობა

ა) საპრივატიზებო თანხის  გადახდა  ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან  30 (ოცდაათი) კალენდარული დღის  ვადაში.

ბ) პირადად ან/და მესამე პირების მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი)  თვის ვადაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე  ან/და მის ნაწილზე, არანაკლებ 160  (ას სამოცი) ნომრიანი  სასტუმროს (რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) არანაკლებ 2 (ორი) საკონფერენციო დარბაზს, რესტორან(ებ)ს), მშენებლობა/რეკონსტრუქცია, ექსპლუატაციაში მიღება, აღჭურვა,  ფუნქციონირების დაწყება და სასტუმროს ეზოს კეთილმოწყობა, (რაც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) გადაცემული უძრავი ქონების ან/და მისი ნაწილის შემოღობვას, გამწვანებას, გარე განათებას, არანაკლებ 40  (ორმოცი) ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს იმ მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად, რომლითაც ხორციელდება პროექტირება და მშენებლობა), ასევე, სამორინეს შექმნა.

გ) პირადად ან/და მესამე პირების მეშვეობით, შესაბამისი  ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან  არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ  6 400 000 (ექვსი მილიონ ოთხასი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.

დ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში, ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრულ სასტუმროში ან/და სამორინეში არანაკლებ 80 (ოთხმოცი) ადამიანის დასაქმება, არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით.

ამასთან მყიდველი ვალდებული  ,,ა-გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო  პირობების  შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში   სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“   წარმოადგინოს ,,გ“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული  საინვესტიციო თანხის  10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც  არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ამავე  ქვეპუნქტით განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

 

;