|
![]() |
კატეგორია:
არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:ქ. ხარაგაული, მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული კომერციული ფართი
განაცხადის #:26222AF1460916 აუქციონის #: 26222 ლოტის #: 14609 საქმის ნომერი: A12040822 დაწყება/დასრულება: 10/03/2016 16:00 - 18/03/2016 16:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 26700.00GEL
მიმდინარე ფასი :
267000.00 GEL
საწყისი ფასი: 267000.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5340.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. თბილისის სააღსრულებო ბიურო. მისამართი: 1) ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი ; 2) ქ. თბილისი, სანაპიროს №2 ( თბილისის იუსტიციის სახლი) ტელეფონი: 971-2749649 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ნიორაძის ქ. №3 | საქმის ნომერი | A12040822 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ხარაგაული | რაოდენობა | 0 | მიწის ფართობი(მ²) | 14053.00 | შენობის ფართობი(მ²) | 487.00 | საკადასტრო კოდი | 36.01.04.143 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 10 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 23 | შეფასების თანხა | 534000.00 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | სარეალიზაციო უძრავი ქონება წარმოადგენს ქ. ხარაგაულში ნიორაძის ქ. №3-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს 14053.00 კვ.მ. (დაუზუსტებელი ფართობი საჯარო რეესტრის მიხედვით) და მასზე განთავსებულ შემდეგ არასაცხოვრებელ შენობა-ნაგებობებს: საწარმოო კორპუსი წარმოადგენს სამშენებლო ბლოკით ნაგებ ორსართულიან შენობა-ნაგებობას, რომელიც საჭიროებს კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებს, არ გააჩნია ფანჯრები და კარები, ჭერზე შეინიშნება ნალექების ჩამოდინების კვალი, გამაგრებულია საყრდენი ბოძებით, პირველი და მეორე სართული ერთმანეთთან დაკავშირებულია შიგა კიბით. მოდულის კორპუსი - გადახურვა თუნუქის, შენობა-ნაგებობა დაუზუსტებელი აზომვით ორ მეტრის სიმაღლეზე არის სამშენებლო ბლოკით ნაგები, ხოლო მის ზევით დაფარულია ნაწილობრივ თუნუქით და ნაწილობრივ ფანჯრებით, რომელთა გარკვეული ნაწილიც არის დაზიანებული, შენობა-ნაგებობა გამაგრებულია საბჯენი ბოძებით. ადმინისტრაციული კორპუსი - სამსართულიანი უმეტესად აგურით ნაგები შენობა-ნაგებობა, რომელიც საჭიროებს მნიშვნელოვან სარემონტო სამუშაოებს, არ გააჩნია ფანჯრები და კარები, კედლები არის დაზიანებული, ჭერზე შეინიშნება ნალექების ჩამოდინების კვალი. საწყობი - მოდულის კოსპუსის გვერდით დგას ბლოკის შენობა-ნაგებობა კარკასულ მდგომარეობაში; მნიშვნელოვნად ამორტიზირებული, კედელი ჩამონგრეული, არ გააჩნია ფანჯრები და კარები, აქვს ბრტყელი გადახურვა. სასტუმრო - წარმოადგენს შენობა-ნაგებობას ბელეტაჟზე, რომელშიც წარსულში ფუნქციონირებდა სასტუმრო, ძირითადად სამშენებლო ბლოკით ნაშენები, გადახურულია ლითონის ფირფიტებით, გააჩნია აივანი და სარდაფი; შენობა-ნაგებობის შიგნიდან დათვალიერება და დასურათება ვერ მოხერხდა, რადგან ინსპექტირებისას იმყოფებოდა დაკეტილ მდგომარეობაში. სასადილო - ძირითადად სამშენებლო ბლოკით ნაგები ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა, რომლის დიდი ნაწილი არის დანგრეული, ძირს მიმობნეულია სამშენებლო ნანგრევები. შენობა-ნაგებობა (საკომპრესორო) არის სრულად დანგრეული და მის ადგილზე შემორჩენილია მხოლოდ სამშენებლო ნანგრევები. სატრანსფორმატორო შენობა-ნაგებობა, წარმოადგენს სამშენებლო ბლოკის ნაგებობას, მასში განთავსებულია ტრანსფორმატორი. საყარაულოს შენობა (პატარა) - ბლოკით ნაგები შენობა-ნაგებობა, გადახურულია ლითონის ფირფიტებით, კედლები ნაწილობრივ დაზიანებული, არ გააჩნია ფანჯრები და შესასვლელი კარი. საყარაულოს შენობა (დიდი) წარმოადგენს თლილი ქვით ნაგებ შენობა-ნაგებობას, რომელიც საჭიროებს მნიშვნელოვან სარემონტო სამუშაოებს, გადახურულია კრამიტით, არ გააჩნია ფანჯრები და შესასვლელი კარი. მზა პროდუქციის საწყობი - შედგება ორი ოთახისაგან, რომელიც განთავსებულია საწარმოო კორპუსის ერთიანი გადახურვის ქვეშ, მასში მიმობნეულია სამშენებლო ნანგრევები, არ გააჩნია კარ-ფანჯრები, არის კარკასულ მდგომარეობაში. საქვაბე - წარმოადგენს ბლოკის შენობა-ნაგებობას, არის გადახურვის გარეშე კარკასულ მდგომარეობაში, მასში განთავსებულია ქვაბი. საქვაბე (წარსულში) - წარმოადგენს უმეტესად აგურით ნაგებ შენობა-ნაგებობას კარკასულ მდგომარეობაში, რომელიც წარსულში წარმოადგენდა საქვაბე შენობა-ნაგებობას, ჭერის სიმაღლე დაუზუსტებელი აზომვით 6 მ.; არ გააჩნია ფანჯრები და კარები, გადახურვის ძირითადი ნაწილი დაზიანებულია. ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა (საწარმოო და ადმინისტრაციულ კოსპუსს შორის) - არის მნიშვნელოვნად ამორტიზირებული, საწარმოო კორპუსის შესასვლელი მხრიდან მარცხენა მხარე დატიხრულია და მასში განთავსებულია ცალკეული ოთახები, რომლებიც საჭიროებს კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებს, ხოლო მარჯვენა მხარეს დანგრეულია კედლები(ტიხრები) და შესაბამისად ოთახებიც არ არის გამოყოფილი; ძირს მიმობნეულია სამშენებლო ნანგრევები, არ გააჩნია ფანჯრები და კარებები. შესაფასებელ მიწის ნაკვეთზე ასევე განთავსებულია ქვით ნაგები აუზი, აღენიშნება დაზიანების კვალი, საჭიროებს გაწმენდით სამუშაოებს. საჯარო რეესტრის მონაცემებით სარეალიზაციო მიწის ნაკვეთის დაუზუსტებული ფართია: 14053.00კვმ, შენობა-ნაგებობები ფართით: 487.00კვმ. -------------------------------------------------- ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 749 649 |
პირობა | ყურადღება!!!შესყიდვის ფასი მოიცავს დღგ-ს. მიწის ნაკვეთის ფართობი არის დაუზუსტებელი. ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები ეკისრება სარეალიზაციო უძრავი ქონების შემძენს. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |