|
![]() |
კატეგორია:
არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სამტრედიის რაიონი, სოფელი ღანირი, არასასოფლო მიწა შენობით
განაცხადის #:24891AF1588516 აუქციონის #: 24891 ლოტის #: 15885 საქმის ნომერი: A15017296 დაწყება/დასრულება: 23/02/2016 16:00 - 02/03/2016 16:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 1200.00GEL
მიმდინარე ფასი :
0.00 GEL
საწყისი ფასი: 0.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1200.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. თბილისის სააღსრულებო ბიურო. მისამართი: 1) ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი ; 2) ქ. თბილისი, სანაპიროს №2 ( თბილისის იუსტიციის სახლი) ტელეფონი: 971-2749649 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სამტრედიის რაიონი, სოფელი ღანირი | საქმის ნომერი | A15017296 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | სამტრედია | რაოდენობა | 0 | მიწის ფართობი(მ²) | 189.00 | შენობის ფართობი(მ²) | 0 | საკადასტრო კოდი | 34.01.49.011 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 10 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 23 | შეფასების თანხა | 24000.00 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | სარეალიზაციოდ წარმოდგენილია სწორი რელიეფის მქონე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა #1, მდებარე: სამტრედიის რაიონი, სოფელი ღანირი. შენობა-ნაგებობა ნაშენებია შერეული სამშენებლო მასალით, გააჩნია თუნუქის გადახურვა, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, იატაკზე დაგებულია მეტლახი, ჭერზე გაკრულია პლასტიკატი. შენობა-ნაგებობა დაყოფილია სამ ნაწილად და თითოეულს გააჩნია დამოუკიდებელი შესასვლელი კარი. შენობა-ნაგებობაში ფართის გარკვეული ნაწილი გამოიყენება კომერციული დანიშნულებით (ფუნქციონირებს საცხობი), ხოლო დანარჩენი ნაწილი შედგება რამდენიმე ოთახისგან და ერთი აბაზანა-საპირფარეშოსგან. შენობა-ნაგებობაში ჩატარებულია სარემონტო სამუშაოები. საჯარო რეესტრის მონაცემებით მიწის ნაკვეთის ფართია 189.00 კვ.მ, ხოლო შენობა-ნაგებობა #1-ის განაშენიანების ფართია 111.00 კვ.მ. -------------------------------------------------- ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 749 649 |
პირობა | ყურადღება!!! საჯარო რეესტრის მონაცემებით სარეალიზაციო ქონებაზე რეგისტრირებულია 3 რიგის გარდამავალი იპოთეკის უფლება: 1) პირველი რიგის იპოთეკის უფლების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს იპოთეკის ხელშეკრულება #110426297, დამოწმების თარიღი 28.04.2011 წელი. აღნიშნული გარდამავალი უფლების ღირებულებაა: 18000 აშშ დოლარი. სესხი გაიცა სამი თვის ვადით და უნდა დაბრუნდეს 2011 წლის 28 ივლისამდე. სესხი გაცემულია სარგებლის გარეშე. მხარეთა შეთანხმებით, სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხს ემატება პირგასამტეხლო სესხის 0.03 %-ის ოდენობით. 2) მეორე რიგის გარდამავალ უფლებაში მითითებული 9860 აშშ დოლარის მოთხოვნის მქონე პირის მიმართ იძულებითი აღსრულება დასრულებულია, თუმცა იპოთეკის უფლება საჯარო რეესტრში არ არის გაუქმებული. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის თანახმად, ამ ქონებაზე ამავე (5000 აშშ დოლარის) მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება. 3) მესამე რიგის იპოთეკის უფლების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს იპოთეკის ხელშეკრულება #110097863, დამოწმების თარიღი 03.02.2011 წელი. აღნიშნული გარდამავალი უფლების ღირებულებაა: 15000 აშშ დოლარი. სესხი გაიცა სამი თვის ვადით და უნდა დაბრუნდეს 2011 წლის 03 მაისის ჩათვლით. სესხი გაცემულია სარგებლის გარეშე. მხარეთა შეთანხმებით, სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხს ემატება პირგასამტეხლო სესხის 0.03 %-ის ოდენობით. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |