ამობეჭდვის თარიღი: 14.05.2025 03:54:44
კატეგორია: არასასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქ. ბათუმში, მელიქიშვილის ქ. N113-ის მიმდებარედ 166,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის პრივატიზება უპირობო აუქციონზე
განაცხადის #:3IMF216
აუქციონის #: 3
ლოტის #: 2
დაწყება/დასრულება: 10/02/2016 17:00 - 25/02/2016 15:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 9480GEL
მიმდინარე ფასი : 31600 GEL
საწყისი ფასი: 31600 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 2000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქალაქ ბათუმის მერია
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. N25/ ფაქტ: ქ. ბათუმი ლერმონტოვის ქ. N90ა
ტელეფონი: 995-(0422)272606
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)მელიქიშვილის ქ. N113-ის მიმდებარედბრძანების ნომერი109
მიწის ფართობი(მ²)166ქვეყანასაქართველო
ქალაქიბათუმისაკადასტრო კოდი05.28.41.027
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი15საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა60
ამონაწერი საჯარო რეესტრიდანსაკადასტრო რუკაhttp://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFIJao8ubCaY0ppQjiNGidpSo6nt[zXftT0F4[2jfilVS
;
აღწერილობა
აღწერილობა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, მელიქიშვილის ქ. N113-ის მიმდებარედ 166,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება ხდება უპირობო ელექტრონული აუქციონის ფორმით (ვადაგაგრძელებული).

აუქციონის ჩატარების პირობები: იხილეთ „წესები და პირობები“, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესები“ ამ წესებში იხილეთ ასევე აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმებისა და აუქციონში გამარჯვებულის პასუხისმგებლობის პირობები.

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა:

ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს გადახდის წესები:  იხილეთ გრაფა "გადახდები". რეგისტრირებული მომხმარებლისათვის  ხელმისაწვდომია ბეს  გადახდის ფორმები (რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის, აუქციონატორის შესახებ, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების ნომრ(ებ)ის, ბეს თანხის მითითებით) აღნიშნულისათვის იხილეთ გრაფა: "დანიშნულება".

იმ შემთხვევაში თუ აუქციონში მონაწილეობის მსურველი ბეს ნაცვლად წარმოადგეს უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას, მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 15 დღით უნდა აღემატებოდეს შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის ვადას.  

აუქციონში გამარჯვების პირობაა მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა (ქონება ითვლება პრივატიზირებულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო  თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე).

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3სამუშაო დღის ვადაში გამოცხადდეს ქ. ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში და ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო აუქციონზე შეძენილი ქონების ღირებულების გადახდა სრულად უნდა განხორციელდეს  ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15კალენდარული დღის ვადაში.

აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს (სრულ ღირებულებას) და საგარანტიო თანხას/„ბე-ს“  ოდენობას შორის არსებული სხვაობის მითითებულ ვადაში სრულად გადახდის შემთხვევაში.

ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა შეძენილი ქონების სრული ღირებულება, ასევე, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“ განსაზღვრული წესი და პირობები.

დაინტერესებულ პირს  დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მიმართოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურს (მის. ქ. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. N10; ტელ: (0422) 24 63 15; 24 63 06; 577 08 09 92; საკონტაქტო პირი - რუსუდან ჟოჟაძე) 

მოკლე აღწერილობაარასასოფლო მიწის პრივატიზება უპირობო აუქციონზე
;