|
![]() |
კატეგორია:
სასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:წყალტუბოს რაიონი, სოფელი მაღლაკი, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილი
განაცხადის #:24466AF1558816 აუქციონის #: 24466 ლოტის #: 15588 საქმის ნომერი: A13067068 დაწყება/დასრულება: 03/02/2016 16:00 - 11/02/2016 16:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 1550.00GEL
მიმდინარე ფასი :
15500.00 GEL
საწყისი ფასი: 15500.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 310.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. თბილისის სააღსრულებო ბიურო. მისამართი: 1) ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი ; 2) ქ. თბილისი, სანაპიროს №2 ( თბილისის იუსტიციის სახლი) ტელეფონი: 971-2749649 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სოფელი მაღლაკი | საქმის ნომერი | A13067068 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | წყალტუბო | რაოდენობა | 0 | მიწის ფართობი(მ²) | 4300 | შენობის ფართობი(მ²) | 0 | საკადასტრო კოდი | 29.10.37.269 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 10 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 23 | შეფასების თანხა | 31000.00 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | სარეალიზაციოდ წარმოდგენილია სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობების 1/2 ნაწილი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით მიწის ნაკვეთის ფართი: 4 300 კვ. მეტრი, შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი: #01 განაშენიანების ფართი: 174 კვ. მეტრი, საერთო ფართი: 258 კვ. მეტრი, #02 - 38 კვ. მეტრი, #03 - 12 კვ. მეტრი. რეალიზაციას ექვემდებარება ზ/აღნიშნული ფართის 1/2 ნაწილი. შენობა - ნაგებობა #01 წარმოადგენს ორსართულიან საცხოვრებელ სახლს, გადახურულია თუნუქით. საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებულია შესასვლელი, მისაღები ოთახი, სამზარეულო, საძინებელი, საკუჭნაო, სველი წერტილები და ავტოფარეხი ერთიანი გადახურვის ქვეშ. პირველი და მეორე სართული დაკავშირებულია გარე კიბით. მეორე სართულზე განთავსებულია ჰოლი, მისაღები ოთახი და საძინებლები. საცხოვრებელი სახლი საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს. შენობა - ნაგებობა #2 წარმოადგენს ბლოკის ერთსართულიან ნაგებობას, გადახურულია შიფერით. ფართი გამოიყენება სათავსოდ, ნაგებობა იმყოფება კარკასულ მდგომარეობაში. შენობა - ნაგებობა #3 წარმოადგენს ნაგებობას, რომელიც იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში, წარსულში წარმოადგენს პირუტყვის სადგომს. მიწის ნაკვეთზე ასევე განთავსებულია დამხმარე ნაგებობა (საპირფარეშო), გააჩნია ბრტყელი გადახურვა. ეზოში განთავსებულია ჭა და დარგულია სხვადასხვა ჯიშის ხე - მცენარეები, ქუჩის მხრიდან ეზო შემოსაზღვრულია ლითონის ღობით. -------------------------------------------------- ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 749 649 |
მოკლე აღწერილობა | მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილი |
პირობა | სარეალიზაციო ქონებაზე რეგისტრირებულია გარდამავალი უფლება - იპოთეკა:გარდამავალი უფლების ღირებულებაა: სესხის ძირითადი თანხა 5 000 აშშ დოლარი. სესხი სარგებლიანია. სარგებელი სესხისათვის განისაზღვრება სესხის ძირითად თანხაზე ყოველთვიური 5 % - ის დარიცხვით და გადახდით. პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის თახნის 0.03 % - ის ოდენობით. სესხის გაცემის ვადა - 3 თვე. იპოთეკის საგანი: წყალტუბოს რაიონი, სოფელი მაღლაკი, მიწის ნაკვეთის ფართი: 4 300 კვ. მეტრი, შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი: №01 განაშენიანების ფართი: 174 კვ. მეტრი, საერთო ფართი: 258 კვ. მეტრი, №02 - 38 კვ. მეტრი, №03 - 12 კვ. მეტრი, ს/კ 29.10.37.269. საფუძველი: სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 12.03.2013. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |