ამობეჭდვის თარიღი: 12.05.2025 22:03:21
კატეგორია: სასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:თელავი, სოფელი კურდღელაური, მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით
განაცხადის #:24468AS1566416
აუქციონის #: 24468
ლოტის #: 15664
საქმის ნომერი: A15088011
დაწყება/დასრულება: 26/01/2016 17:00 - 03/02/2016 17:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 10000.00GEL
მიმდინარე ფასი : 150000.00 GEL
საწყისი ფასი: 150000.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 2000.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. სააუქციონო მომსახურება კერძო აღმასრულებლისათვის.
მისამართი: 1) ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი; 2) ქ. თბილისი, სანაპიროს №2 ( თბილისის იუსტიციის სახლი)
ტელეფონი: 971-2749649
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფელი კურდღელაურისაქმის ნომერიA15088011
ქვეყანასაქართველოქალაქითელავი
რაოდენობა0მიწის ფართობი(მ²)2267
შენობის ფართობი(მ²)0საკადასტრო კოდი53.07.45.055
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი10საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა23
შეფასების თანხა200000.00
;
აღწერილობა
აღწერილობასარეალიზაციო უძრავ ქონებას საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 2267.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #1, #2, #3, #4, #5, #6; სხვა ფართი: საერთო ფართით #1 - 330.2 კვ.მ., #2 - 58.7 კვ.მ., #3 - 26.3 კვ.მ., #4 - 23 კვ.მ., #5 - 22 კვ.მ., #6 - 2 კვ.მ.; შენობა #1 წარმოადგენს ორსართულიან კაპიტალურ საცხოვრებელ სახლს, რომლის კედლები აშენებულია ქვით და სქელია. პირველ სართულზე განთავსებულია ერთი დიდი დარბაზი, დიდი აბაზანა-საპირფარეშო, სამზარეულო, მარანი (დახმარე სათავსო), ორი საძინებელი, შემოსასვლელი ოთახი. სართული მთლიანად გარემონტებულია: იატაკზე დაგებულია მეტლახი, კედლებზე გაკრულია შპლაერი, ჭერზე დიდ დარბაზში გაკრულია გიფსოკარდონი. დიდი დარბაზის ქვეშ მოთავსებულია ორი დიდი ქვევრი. ერთერთის მათგანის ტევადობა აჭარბებს ერთ ტონას. მეორე სართულზე ასასვლელია შიგა კიბით, რომელიც მოპირკეთებულია ხით. მეორე სართულზე განთავსებულია ექვსი ოთახი. ყველა ოთახი გარემონტებულია: იატაკი ხისაა, კედლებზე გაკრულია შპალერი. ერთ საძინებელ ოთახში იატაკზე დაგებულია მოზაიკა. სახლის უკანა ნაწილში არის გრძელი ღია ფართო აივანი. შენობა #2 წარმოადგენს კაპიტალურ ნაგებობას, რომელშიც განთავსებულია ბოსელი იგი შედგება სამი ნაწილისაგან. შენობა #3 წარმოადგენს კაპიტალურ ნაგებობას, რომელშიც განთავსებულია საღორე. მის გვერდით არის საქათმე. შენობა #4 წარმოადგენს კაპიტალურ ავტოფარეხს, რომლის თავზე მოწყობილია სასიმინდე. შენობა #5 წარმოადგენს დამხმარე ნაგებობას. შენობა #6 არის საპირფარეშო. ეზოს ნაწილი ფართობით 200 კვ.მ. მოპირკეთებულია ბაზალტის ქვით. ეზოს ქუჩის მხრიდან აქვს ორი რკინის ჭიშკარი.

--------------------------------------------------
ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 749 649
პირობაყურადღება!!! სარეალიზაციო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად რეგისტრირებულია გარდამავალი იპოთეკის უფლება, სესხის ძირითადი თანხა - 5500.00 (ხუთი ათას ხუთასი) აშშ დოლარი, სარგებელი ყოველთვიურად - 3.5%-ის დარიცხვითა და გადახდით, რომელიც გამოითვლება სესხის თანხიდან; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0.12%-ის ოდენობით, რომელიც გამოითვლება სესხის თანხიდან; ვალდებულების შესრულების დრო - 18.07.2015 წელი, თანახმად 18.01.2015 წლის #150040129 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა.
;