ამობეჭდვის თარიღი: 05.05.2025 06:45:09
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ქალაქ თბილისის N2 საჯარო სკოლის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი
განაცხადის #:46228EBG27060516
აუქციონის #: 46228
ლოტის #: 270605
დაწყება/დასრულება: 20/01/2016 16:00 - 25/01/2016 18:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 4937 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 10GEL
დასრულების დრო: 25.01.2016 18:08:00
გაყიდვის ფასი : 246950.0000 GEL
საწყისი ფასი: 100 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 50.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისის #2 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონში / მეუნარგიას ქ 28
ტელეფონი: 971-2952965
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)მეუნარგიას ქ. #28ქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისიRs რუკის მხარდაჭერა-
;
აღწერილობა
აღწერილობა

სსიპ ქალაქ თბილისის №2 საჯარო სკოლი აცხადებს აუქციონს სკოლის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის განსახორციელებლად.


აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს სსიპ– ქალაქ თბილისის N2 საჯარო სკოლის ბალანსზე რიცხული ქალაქ თბილისის N3 საჯარო სკოლის შენობა -ნაგებობების სადემონტაჟო სამუშაოები (დასაშლელია ყოფილი მე-3 საჯარო სკოლის ძირითადი კორპუსი, დამხმარე ნაგებობა ე.წ. სასროლეთი და სკოლის დაუმთავრებელი ფლიგელი) დემონტაჟის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვის ვადაში, თანდართული სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზების პროექტისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნა №000938415-ის შესაბამისად. 


შენობის დემონტაჟზე თანხმობა გაცემულია ქალაქ თბილისის მერიის  სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ - (ბრძანება N2254332; 22/10/2015 წ).

სადემონტაჟო სამუშაოების  შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს  საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული  მეორადი სამშენებლო მასალები და შავი ლითონი.
მოკლე აღწერილობასაკონტაქტო პირი: სკოლის დირექტორი გალაქტიონ მინდიაშვილი 595509757
პირობა


სსიპ ქალაქ თბილისის N2 საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს ქ. თბილისის ცხრა ძმის ქუჩა N58 ში მდებარე სსიპ ქალაქ თბილისის N3 საჯარო სკოლის 3105.4 კვ.მ ფართზე განლაგებული შენობა-ნაგებობის, 112.86 კვ.მ დამხმარე ნაგებობის ე.წ. სასროლეთისა და ასევე 533 კვ.მ სკოლის დაუმთავრებელი ფლიგელის  სადემონტაჟო სამუშაოებზე , შენობა-ნაგებობების დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით

სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებიდან  5 თვის ვადაში.

1.პრეტენდენტმა სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი „თბილისის N3 საჯარო სკოლის ძირითადი კორპუსის და დაუმთავრებელი ფლიგელის დემონტაჟი - სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის“ მოთხოვნათა დაცვით, და ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ბრძანება N2254332; 22/10/2015  წ. შესაბამისად. 

2.აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ – ქალაქ თბილისის N2 საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის თაობაზე, სანაცვლოდ დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით.

3. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს    ინფორმაცია მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით, ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი და ერთი თვის განმავლობაში 150 000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები.

5. აუქციონში გამარჯვებულმა  საპრივატიზებო თანხა  სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებამდე გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით,   ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული  უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული  უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას. წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს ერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და მასთან ხელშეკრულება არ გაფორმდება.


6.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია  სამუშაოების დასრულებიდან  3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რომელიც შემდგომ  დასადასტურებლად გადაეცემა სსიპ ,,სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს’’.  სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს" თანხმობის „გამყიდველისთვის“ წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, გაფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს „მყიდველის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას.

;