|
![]() |
კატეგორია:
არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:ქ. თბილისი, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე განთავსებული კომერციული ფართი
განაცხადის #:22489AF1331516 აუქციონის #: 22489 ლოტის #: 13315 საქმის ნომერი: A15028048 დაწყება/დასრულება: 12/01/2016 16:00 - 20/01/2016 16:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 76400.0GEL
დასრულების დრო: 20.01.2016 16:00:00
გაყიდვის ფასი : 76400.0000 GEL
საწყისი ფასი: 0.0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 76400.0 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. თბილისის სააღსრულებო ბიურო. მისამართი: 1) ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი ; 2) ქ. თბილისი, სანაპიროს №2 ( თბილისის იუსტიციის სახლი) ტელეფონი: 971-2749649 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ქუჩა ძმ. ზუბალაშვილები, №23 | საქმის ნომერი | A15028048 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | რაოდენობა | 0 | მიწის ფართობი(მ²) | 234.00 | შენობის ფართობი(მ²) | 442.53 | საკადასტრო კოდი | 01.15.05.011.017 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 10 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 23 | შეფასების თანხა | 1528000.00 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | სარეალიზაციო უძრავი ქონება წარმოადგენს არასასოსფლო სამეურნეო დანიშნულების 234.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ ორსართულიან არასაცხოვბრებელ შენობა-ნაგებობას ნახევარსარდაფით, საერთო ფართი 442.53 კვ.მ (საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით) . შენობაში განთავსებულია საოფისე ოთახები, სველი წერტილები და სატელევიზიო სტუდიები. ვინაიდან სარეალიზაციოდ წარმოდგენილია მხოლოდ უძრავი ქონება, შეფასების ანგარიში არ არის გათვალისწინებული ობიექტში განთავსებული მოძავი ქონებების ღირებულება. საჯარო რეესტრის მონაცემებით: მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობია: 234.00კვმ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 442.53კვ.მ. -------------------------------------------------- ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 749 649 |
პირობა | ყურადღება!!! 1) შესყიდვის ფასი მოიცავს დღგს; 2) სარეალიზაციო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 17.05.2012 წლის №094940 შეტყობინების საფუძველზე რეგისტრირებულია გარდამავალი საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, შემოსავლების სამსახურში არსებული ერთიანი ელექტრონული ბაზის 2015 წლის 10 ივლისის მონაცემებით, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით უზრუნველყოფილი საგადასახადო დავალიანების ოდენობა შეადგენს 199128.21 ლარს, თანახმად სსიპ შემოსავლების სამსახურის 10/07/2015 წლის №21-05/72212 წერილისა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადასახადის გადამხდელის დავალიანების შესახებ ელექტრონული მონაცემების თანახმად საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით უზრუნველყოფილი საგადასახადო დავალიანების ოდენობა 24.12.2015 წლის მდგომარეობით შეადგენს 199230.35 ლარს; 3) სარეალიზაციო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია გარდამავალი უფლება: იპოთეკა. იპოთეკარი: სს საქართველოს ბანკი (204378869). იპოთეკის ხელშეკრულება: NCAH000001484, რეესტრის ნომერი N120062758, დამოწმების თარიღი 24/01/2012, ნოტარიუსი ი. შარვაძის შემცვლელი პირი, თ. მაჭავარიანი. იპოთეკარის 14.07.2015 წლის №16/17041 განცხადების თანახმად სარეალიზაციო უძრავი ქონება წარმოადგენს სს საქართველოს ბანკსა და მესაკუთრეს შორის 2012 წლის 11 იანვარს გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ GCL000001477 ხელშეკრულების უზრუნველყოფის საგანს. ამავე განცხადებით 2015 წლის 14 ივლისის მდგომარეობით მსესხებელს (სარეალიზაციო უძრავი ქონების მესაკუთრეს) არ გააჩნია დავალიანება და მესაკუთრის წერილობითი მომართვის საფუძველზე ბანკი მზადაა გასცეს წერილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელზე ზემოაღნიშნულ ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. 4) სარეალიზაციო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია ვალდებულება, ნასყიდობის ხელშეკრულება. გამყიდველი: სახელმწიფო; საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა N1647-პ, დამოწმების თარიღი 07/12/2009, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. ნასყიდობის ხელშეკრულება, რეესტრის ნომერი N090797243, დამოწმების თარიღი 27/11/2009, ნოტარიუსი ც. ბერიძე. ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ათი წლის განმავლობაში გადაცემულ შენობაში სატელევიზიო მაუწყებლობის ფუნქციონირება. ხელშეკრულების დეტალურად გაცნობის მიზნით შეგიძლიათ იხილოთ ლოტზე მიმაგრებული ფაილი დანართის სახით. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |