ამობეჭდვის თარიღი: 04.05.2025 18:35:26
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ქალაქ თბილისის N61 საჯარო სკოლის შენობის დემონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოები
განაცხადის #:30851CBX24372015
აუქციონის #: 30851
ლოტის #: 243720
დაწყება/დასრულება: 27/07/2015 16:00 - 01/08/2015 17:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 0GEL
დასრულების დრო: 01.08.2015 17:00:00
გაყიდვის ფასი : 100.0000 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისის #61 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. თბილისის საბურთალოს რაიონში / ვ. დოლიძის ქ. 3
ტელეფონი: 971-577389638
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ვ. დოლიძის ქ. 3ქალაქითბილისი
საკადასტრო კოდი01.10.17.034.038Rs რუკის მხარდაჭერა-
ქვეყანასაქართველო
;
აღწერილობა
აღწერილობა

სსიპ ქალაქ თბილისის №61 საჯარო სკოლის დემონტაჟი დასრულებული არარის.


აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს სსიპ– ქალაქ თბილისის N61 საჯარო სკოლის სარგებლობაში  არსებული სკოლის შენობის დარჩენილი სადემონტაჟო სამუშაოები (შენობის მიწისზედა (ეკლესიის მხარეს არსებული კედლების ფრაგმენტები და დოლიძის №1-ში მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მხარეს არსებული კედლების ფრაგმენტები), დარჩენილი ნაწილის დემონტაჟი, სარდაფის სართულის დემონტაჟი (შესანარჩუნებელი  მალის გარდა), საძირკვლების დემონტაჟი (ნულოვანი დონის ქვევით არსებული საძირკვლებისა და ბუნკერის კონსტრუქციები) (შესანარჩუნებელი მალის გარდა), არსებული კაპიტალური ღობის დემონტაჟი) დემონტაჟის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში, თანდართული სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზების პროექტისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნა №002319315-ის შესაბამისად. 


შენობის დემონტაჟზე თანხმობა გაცემულია ქალაქ თბილისის მერიის  სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ - (ბრძანება N1937539; 11/06/2015 წ).

სადემონტაჟო სამუშაოების  შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს  საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული  მეორადი სამშენებლო მასალები და შავი ლითონი.









მოკლე აღწერილობა

 საკონტაქტო პირი: სკოლის დირექტორი შორენა ღუდუშაური  577123425


პირობა

სსიპ ქალაქ თბილისის N61 საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს ქ. თბილისი, ვიქტორ დოლიძის ქ.N3-ში მდებარე 3817 კვ.მ ფართზე განლაგებული შენობა-ნაგებობების დარჩენილ სადემონტაჟო სამუშაოებზე (დასაშლელია ეკლესიის მხარეს არსებული კედლების ფრაგმენტები და დოლიძის №1-ში მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მხარეს არსებული კედლების ფრაგმენტები, არსებული კაპიტალური ღობე, ასევე დასაშლელია ნულოვანი დონის ქვევით არსებული საძირკვლებისა და ბუნკერის კონსტრუქციები. გასატანია სამშენებლო ნარჩენები), შენობა-ნაგებობების დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით დარჩენილ სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებიდან  2 თვის ვადაში.

1.პრეტენდენტმა სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი „თბილისის N61 საჯარო სკოლის შენობის დარჩენილი სადემონტაჟო სამუშაოების   დემონტაჟი - სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების პროექტის“ მოთხოვნათა დაცვით, და ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ბრძანება N1937539 11/06/2015 წ. შესაბამისად. (იხ.დანართი)

2.აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში სსიპ – ქალაქ თბილისის N61 საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის თაობაზე, სანაცვლოდ დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით.

3. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს    ინფორმაცია მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით.

4. აუქციონში გამარჯვებულმა  საპრივატიზებო თანხა  სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებამდე გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით,   ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული  უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული  უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას. წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს ერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და მასთან ხელშეკრულება არ გაფორმდება.

5.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია  სამუშაოების დასრულებიდან  3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რომელიც შემდგომ  დასადასტურებლად გადაეცემა სსიპ ,,სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს’’.  სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს" თანხმობის „გამყიდველისთვის“ წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, გაფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს „მყიდველის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას.

6. სამუშაოების შესასრულებლად გასათვალისწინებელი N61 სკოლის მიერ გადასაცემი დოკუმენტაცია და გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ნიმუში, რომელშიც მოცემულია დაწვრილებითი პირობები, შეგიძლიათ წინასწარ იხილოთ მიბმულ ფაილში.


;