ამობეჭდვის თარიღი: 04.05.2025 18:35:33
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ,,ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის" სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი
განაცხადის #:70408HVM23783615
აუქციონის #: 70408
ლოტის #: 237836
დაწყება/დასრულება: 26/06/2015 19:00 - 02/07/2015 12:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 650GEL
მიმდინარე ფასი : 0 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 200 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი
მისამართი: მცხეთის რაიონი / სოფ. წინამძღვრიანთკარი
ტელეფონი: 995-
თვისებები
კვადრატულობა(მ²)1165ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფ. წინამძღვრიანთკარი
ქვეყანასაქართველოქალაქიმცხეთა
მიწის ფართობი(მ²)196172შენობის ფართობი(მ²)1165
საკადასტრო კოდი72.04.04.321Rs რუკის მხარდაჭერა-
შეფასების თანხა6050
;
აღწერილობა
აღწერილობა

სსიპ ,,ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის" სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების (მდებარე: მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, სოფ. წინამძღვრიანთკარი, საკადასტრო კოდი:   72.04.04.321) დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილები და მასალები (იხ. თანდართული ფაილი) მოცემულია 2015 წლის 21 აპრილის აუდიტის  № 025/0-1 დასკვნაში.

მოკლე აღწერილობასადემონტაჟოა ოთხი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა და ერთი აუზი
პირობა

მეორადი სამშენებლო მასალების განკარგვის პირობას წარმოადგენს შენობა-ნაგებობების  დემონტაჟი და გამოუსადეგარი სამშენებლო მასალების ტერიტორიიდან გატანა/ლიკვიდაცია.

დემონტაჟი და ლიკვიდაცია უნდა განხორციელდეს დემონტაჟის პროექტისა და დემონტაჟის ნებართვის შესაბამისად, რომლის ქსეროასლები გამარჯვებულს გადაეცემა გასაცნობად ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ხოლო ორიგინალი დოკუმენტები მას შემდეგ, რაც შესრულებული იქნება 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტის მოთხოვნები.

მყიდველი ვალდებულია:

1. ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღის ვადაში გადაიხადოს საპრივატიზებო თანხა ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული  უპირობო და გამოუხმობადი საბანკო  გარანტია 5400 ლარზე.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტრონული ვაჭრობის შედეგად თანხა გადააჭარბებს 5400 ლარს, გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღის ვადაში გადაიხადოს 5400 ლარს დამატებული საბოლოო შედეგში დაფიქსირებული თანხა ან ამავე ვადაში წარმოადგინოს შესაბამისი ოდენობის საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც აუქციონში გამარჯვებული გადაწყვეტს, რომ გამყიდველს წარუდგინოს წინამდებარე ხელშეკრულების 3.7 და 3.8 პუნქტებში მითითებული საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული  უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას.

4. დაიწყოს დემონტაჟი  და განკარგოს მოძრავი ქონება მას შემდეგ, რაც შესრულებულ იქნება 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტის მოთხოვნები.

5. დროულად გადაიხადოს კომუნალური გადასახადები. კომუნალური გადასახადები არ შედის საპრივატიზებო საფასურში;

პასუხისმგებლობა

6.  ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი მიიღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.  ვალდებულებების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში/პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში/ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება უპირობოთ უბრუნდება გამყიდველს. მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები. ასევე  უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის თანხა გადაცემა გამყიდველს.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც მყიდველის მიერ განხორციელდება ნაგებობების სრულად ან დიდი ნაწილის დემონტაჟი და დემონტაჟის შედეგად მიღებული მოძრავი ქონება გატანილი იქნება სადემონტაჟო ტერიტორიიდან ან დემონტაჟის შედეგად მიღებული მოძრავი ქონება გადაცემულ იქნება სხვა პირზე, ასეთ შემთხვევაში მყიდველს დაეკისრება დარჩენილი ნაგებობის დემონტაჟისა და ლიკვიდაციისათვის გაწეული დანახარჯების ანაზღაურება. ამასთან, აღნიშნულის დადგომის შემდეგ მყიდველს ერთმევა ქონებაზე ყველა უფლება, არ უბრუნდება გადახდილი თანხები, გაწეული დანახარჯები და ერთმევა უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია.

8. იმ შემთხვევაში, როდესაც მყიდველის მიერ სარულად არ განხორციელდება სადემონტაჟო და სალიკვიდაციო პროექტში მითითებული სამუშაოები, რაც გამოიწვევს სადემონტაჟო და სალიკვიდაციო პროექტში მითითებული პირობების შესრულებისათვის დანახარჯებს, მყიდველს დაეკისრება გაწეული დანახარჯების ანაზღაურება.

9. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს ხელშეკრულების ხელმოწერაზე, კარგავს საგარანტიო/ბეს თანხას.

დამატებითი პირობები იხილეთ ატვირთულ ხელშეკრულებაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მობ: 577556176, 

ელ-ფოსტა: tmkprocurement@gmail.com


;