ამობეჭდვის თარიღი: 01.05.2025 07:05:36
კატეგორია: არასასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: საჯარო აუქციონი
დასახელება:არასასოფლო სამეურნეო მიწა
განაცხადის #:123BQO18332314
აუქციონის #: 123
ლოტის #: 23
დაწყება/დასრულება: 26/08/2014 12:00 - 15/09/2014 12:00
საგარანტიო თანხა: 68100USD ( 118221.60 GEL)
მიმდინარე ფასი : 681000 USD ( 1182216.00 GEL)
საწყისი ფასი: 681000 USD
ვაჭრობის ბიჯი : 5000 USD
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ "საქართველოს ეროვნული ბანკი"
მისამართი: სანაპიროს ქ. N2
ტელეფონი: 995-322406397
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სანდრო ეულის N7ქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისიბრძანების ნომერი64
მიწის ფართობი(მ²)2724საკადასტრო კოდი01.14.05.007.071
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
ამონაწერი საჯარო რეესტრიდანსაკადასტრო რუკა882014318337
;
აღწერილობა
აღწერილობა.
მოკლე აღწერილობა.
პირობა
საქართველოს ეროვნული ბანკის
სააუქციონო  კომისიის განცხადება
საქართველოს ეროვნული ბანკის სააუქციონო კომისია აცხადებს, რომ თანახმად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 2 სექტემბრის N70/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და სებ-ის  პრეზიდენტის 2014 წლის 22 აგვისტოს N64 განკარგულებისა, 2014 წლის 15 სექტემბერს, დღის 12 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში (სანაპიროს ქ. 2, ოთახი N416) ჩატარდება საჯარო აუქციონი, საქართველოს ეროვნული ბანკის საკუთრებაში არსებულ 2,724 კვ.მ. ფართობის არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 01.14.05.007.071), მდებარე: ქ. თბილისი,  სანდრო ეულის ქ. N7.
           მიწის ნაკვეთის საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრა 681 000 (ექვსასოთხმოცდაერთი ათასი) აშშ დოლარის (აუქციონის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით ეროვნულ ვალუტაში) ოდენობით.
           აუქციონში მონაწილეობისათვის შესატანი „ბე-ს“ მოცულობა შეადგენს ქონების საწყისი სააუქციონოფასის 10%-ს, რომელიც ჩარიცხული უნდა იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის NGE88NB0450100117904101 ანგარიშზე, ბე-ს შეტანის დღეს არსებული კურსით ეროვნულ ვალუტაში (ს/კ 203 824 148, ბანკის ,,შჭIFთ’’ კოდი: BNLNGE22). აუქციონის დასრულების შემდეგ მოხდება შეძენილი მიწის ნაკვეთის ღირებულების დაფიქსირება ეროვნულ ვალუტაში, რომლის გადახდაც სავალდებულოა დადგენილ ვადებში. მყიდველს გადახდილი ბე-ს თანხა ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, ბე-ს შემოტანის დღეს არსებული კურსით. განაცხადი (რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილის და  ობიექტის შესახებ), „ბე“-ს შეტანის ქვითარი, აუქციონში მონაწილე ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, იურიდიულიპირების მონაწილეობის შემთხვევაში, დამატებით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან,  წარედგინება სააუქციონო კომისიის მდივანს რეგისტრაციისათვის, რის შემდეგაც გაიცემა  „მონაწილის ბილეთი“. უმცირესი ,,ბიჯი’’ შეადგენს 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარს. აუქციონის დასრულების შემდეგ დგება ოქმი, რომლის ხელმოწერიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში მყიდველმა ოქმში მითითებულ ანგარიშზე უნდა ჩარიცხოს  ობიექტის მთლიანი თანხა ან ნახევარი მაინც, რომელიც შეესაბამება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს. იმ შემთხვევაში თუ ზემოაღნიშნულ ვადაში მყიდველმა გადაიხადა ობიექტის ღირებულების მხოლოდ ნახევარი, გადახდის ვადა გახანგრძლივდება ოქმის ხელმოწერიდან კიდევ 30 კალენდარული დღით. თუ მყიდველი უარს იტყვის ნაყიდ ქონებაზე ან დროულად არ შეიტანს საჭირო თანხას, მას ჩამოერთმევა უფლება ქონების შეძენაზე და გადახდილი თანხა და ,,ბე’’ არ დაუბრუნდება. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების რეალიზაციის მიზანია საკუთრების უფლება მიენიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს რომელიც ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს  შესთავაზებს. ასევეაუქციონში გამარჯვებულის დადგენის და მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული თანხის სრულად დაფარვის შემდეგ მიწის ნაკვეთის მყიდველის სახელზე გადაფორმება მოხდება 20 დღის განმავლობაში.
      პირს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი განაცხადოს წერილობითი ფორმით საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვამდე  48 საათით ადრე. შემოტანილი ბეს საფასურის უკან დაბრუნდება მოხდება  შემოტანილი ბეს ლარების შესაბამისად.
      აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღებას კომისია იწყებს აუქციონის გამოცხადების დღიდან და ამთავრებს აუქციონის დაწყებამდე 24 საათით ადრე. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ განცხადებები არ მიიღება. დაინტერესების შემთხვევაში, დაწვრილებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და მიწის ნაკვეთის სანახავად შეგიძლიათ მიმართოთ ბექა ბარბაქაძეს (ტელ: 2 40-63-97,  მობ: 577 98-40-34).

საქართველოს ეროვნული ბანკის სააუქციონო კომისია
;