ამობეჭდვის თარიღი: 04.05.2025 10:48:34
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ქალაქ გორის # 12 საჯარო სკოლის (საქვაბე)
განაცხადის #:29722BXF17966214
აუქციონის #: 29722
ლოტის #: 179662
დაწყება/დასრულება: 31/07/2014 10:00 - 04/08/2014 18:01
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 200GEL
მიმდინარე ფასი : 800 GEL
საწყისი ფასი: 800 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 50 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ქალაქ გორის #-12 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ.გორში / ნინოშვილის ქ. N54
ტელეფონი: 971-0370273368
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ნინოშვილის ქ # 54ბრძანების ნომერი2 – 130
ქვეყანასაქართველოშენობის ფართობი(მ²)138.78
საკადასტრო კოდი66.45.09.159Rs რუკის მხარდაჭერა-
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
;
აღწერილობა
აღწერილობაშენობა   ერთსართულიანია, აშენებულია  ბლოკით, კარ – ფანჯარა  არ აქვს, სახურავი  გადახურულია ხის კარკასზე რომელიც  იმყოფება  ავარიულ მდგომარეობაში, სახურავი  გადახურულია   ნაწილი  შიფერით ნაწილი კერამიკული ფილით (კრამიტით).
მოკლე აღწერილობაშენობა   ერთსართულიანია, აშენებულია  ბლოკით, კარ – ფანჯარა  არ აქვს, სახურავი  გადახურულია ხის კარკასზე რომელიც  იმყოფება  ავარიულ მდგომარეობაში, სახურავი  გადახურულია   ნაწილი  შიფერით ნაწილი კერამიკული ფილით (კრამიტით).
პირობა

1.ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ქონების ღირებულება აუქციონის დამთავრებიდან 10 სამუშაო დღეში: თუ გამარჯვებული აღნიშნულ ვადაში არ გადაიხდის ქონების საპრივატიზებო საფასურს მას  ერთმევა საკუთრების უფლება და  ქონება  ბრუნდება სახელმწიფოს საკუთრებაში.

2.სსიპ ქალაქ  გორის # 12 საჯარო  სკოლის  სარგებლობაში  არსებული  საქვაბე  შენობის  დემონტაჟის შედეგად მისაღები  ვარგისი  ნაწილების და  მასალების  საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება  სსიპ  ქალაქ გორის # 12 საჯარო სკოლის  სარგებლობაში არსებული  საქვაბე შენობის დემონტაჟის  და  გამოუსადეგარი  საამშენებლო  ნარჩენების  ტერიტორიიდან  გატანის  პირობით. გამარჯვებული  ვალდებულია  განახორციელოს  სსოპ ქალაქ გორის # 12 საჯარო სკოლის სარგებლობაში  არსებული საქვაბე შენობის (მდებარე: ნინოშვილის ქ # 54 –ში.  საკადასტრო კოდი   66.45.09.159 ) დემონტაჟი და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების  ტერიტორიიდან გატანა გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს  მიერ შემუშავებული სადემონტაჟო სამუშაოთა  წარმოების პროექტის შესაბამისად  2014 წლის 30 აგვისტომდე.

3. გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზ საკუთრების უფლების დადასტურებამდე  სახელმწიფო ქონების  განმკარგავ სუბიექტთან შეთანხმების გარეშე არ აქვს უფლება გაცემულ;ი ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ის პასუხისმგებელია მიღებული ქობების მოვლა – პატრონობასა და დაცვაზე.

შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დასადასტურებლად გამარჯვებული ვალდებულია წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების შესახებ  წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში  2014 წლის 16 აგვისტომდე.  სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიშის წარმოდგენიდან ერთ სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად გაფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების მიღება – ჩაბარების აქტი რაც წარმოადგნს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების საბოლოო დადასტურებას.

4. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენი იღებს გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.

გამარჯვებულის მიერ სააუქციონო და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 1%–ს.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესეულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა, "გამყიდველის"მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად, ასეთ შემთხვვაში პრივატიზებული ქონება უბრუნდება სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს.

;