ამობეჭდვის თარიღი: 03.05.2025 16:15:21
კატეგორია: არასაცხოვრებელი ფართი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქ. ბათუმში, ბარათაშვილის ქ. №43-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი (სარდაფი)
განაცხადის #:39989DHN15603914
აუქციონის #: 39989
ლოტის #: 156039
საქმის ნომერი: 2
დაწყება/დასრულება: 02/05/2014 15:00 - 19/05/2014 17:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 33000GEL
მიმდინარე ფასი : 110000 GEL
საწყისი ფასი: 110000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 3000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქალაქ ბათუმის მერია
მისამართი: ბათუმი / ასათიანის 25
ტელეფონი: 995-422246315
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ბარათაშვილის ქ. №43კონდიციონერი-
საქმის ნომერი2ბრძანების ნომერი02/226
შენობის ფართობი(მ²)133.4საკადასტრო კოდი05.02.48.007.01.507
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
ტელეფონი-ინტერნეტი-
პარკირება-ლიფტი-
ბუხარი-ავეჯი-
აივანი-ლოჯი-
ქვეყანასაქართველოქალაქიბათუმი
TV-ცხელი წყალი-
გათბობა-სათავსო-
გადახდის პერიოდი30ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
;
აღწერილობა
აღწერილობა

1. აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ნებისმიერ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან პირთა გაერთიანებას, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
2. აუქციონში გამარჯვებულს „ბე“ ეთვლება ანგარიშსწორების ანგარიშში.  
3. აუქციონის გამოცხადების შემდეგ თითოეულ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საკუთრებაში გადასაცემ ქონებას.
4. აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს აუქციონში, აუქციონის ჩატარების შემდეგ სრულად უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი „ბე“.
5. გამარჯვებული ვალდებულია ხელი მოაწეროს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს. ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმა ართმევს გამარჯვების სტატუსს, აუქციონის შედეგები უქმდება და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ან/და „ბე“-ს თანხა სრულად ირიცხება თვითმმართველ ქ. ბათუმის ბიუჯეტში.
6. აუქციონის შედეგები უქმდება და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ან/და „ბე“-ს თანხა სრულად ირიცხება თვითმმართველ ქ.ბათუმის ბიუჯეტში იმ შემთხვევაშიც, როცა აუქციონის მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები.

7.  იხილეთ ასევე თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 აპრილის №20 დადგენილებით დამტკიცებული "თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი".

8. უპირობო/გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას;

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ტელ. 577272603 ე. ლომაძე

მოკლე აღწერილობაქ. ბათუმში, ბარათაშვილის ქ. №43-ში მდებარე 133,40 კვმ არასაცხოვრებელი ფართი (სარდაფი), 700,00 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან მასზე წილობრივად მიმაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად
პირობა

1. აუქციონში გამარჯვების პირობაა მაღალი გასაყიდი ფასის შემოთავაზება.

2. მყიდველი ვალდებულია საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის გადახდა განახორციელოს ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში;

3. მყიდველის მიერ საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვამდე, ოქმის მოქმედების პერიოდში აუქციონში გამარჯვებულს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში;

4. გამყიდველის მიერ ქონებაზე მყიდველს საკუთრების უფლება გადა-ეცემა ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა ნასყიდობის თანხის სრულად გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით;

5. მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.

;