ამობეჭდვის თარიღი: 04.05.2025 18:37:12
კატეგორია: საზღვაო ტრანსპორტი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:გემი ,,SESILI" – თბომავალი, მშრალტვირთმზიდი
განაცხადის #:3698AI398114
აუქციონის #: 3698
ლოტის #: 3981
საქმის ნომერი: A13003064
დაწყება/დასრულება: 04/03/2014 15:00 - 12/03/2014 15:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 23750.0GEL
მიმდინარე ფასი : 356250.0 GEL
საწყისი ფასი: 356250.0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 4750.0 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო
მისამართი: 1) ქ. ბათუმი, შ. ხიმშიაშვილის ქუჩა №7 (ბათუმის იუსტიციის სახლი) 2) ქ. ოზურგეთი, ი. პეტრიწის ქუჩა №9 (ოზურგეთის იუსტიციის სახლი)
ტელეფონი: 971-2749649
თვისებები
ქვეყანასაქართველოგამოშვების წელი1965
განბაჟებული-კონდიციონერი-
ტყავის სალონი-ნავიგაცია-
რაოდენობა0საზღვაო ტრანსპორტის ტიპისხვა
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ. ბათუმი, ბათუმის პორტი, ნავსადგურის ტერიტორია (წყლები)საქმის ნომერიA13003064
გადახდის პერიოდი10შეფასების თანხა475000.0
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა23
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 749 649
მოკლე აღწერილობაგამოშვების წელი: 1965; იმო ნომერი: 6518308; დროშა: მოლდავეთი; სარეგისტრაციო ნომერი – MD-M-11-598; ტექნიკური ზედამხედველობა: უკრაინის სახელმწიფო რეგისტრი; სიგრძე: 49,9 მ.; სიგანე: 9 მ.; ბორტის სიღრმე: 3,5 მ.; დედვეიტი: 568 ტ.; გროსტონაჟი: 492 ტონა; ნეტტონაჟი: 229 ტონა; ძრავი: DEUTZ MWM RH 348SU, 550 BHP; მიწერის ნავსადგური: გურგულეშტი, მოლდავეთი; გემი არის წითელ–ყვითელ ფერში; გემს აქვს ტვირთის ჩასაწყობი ე.წ. ,,ტრიუმი"; გემის კეჩოს მხარეს განთავსებულია გენერატორი; უკანა ნაწილში მოთავსებულია 7 კაიუტა აქედან 5 ქვედა მხარეს, ხოლო 2 ზემოთ; კაიუტის თავზე განთავსებულია სამართავი ხიდურა (ხიდურაში განთავსებულია: FURUNO-ს ფირმის AIS FA 100 UNIVERSAL ნავიგატორი; რადარი JRC RADAR 1800; ხის საჭე; გიდრო კომპასი; თანამგზავრული კავშირი ელ რიტი მთლიანი მოწყობილობა); გემის უკანა ზედა მხარეს განთავსებულია ე. წ. ,,კამბუზი" (სამზარეულო); გემი უზრუნველყოფილია ორი სველი წერტილით; კაიუტების ქვემოთ განთავსებულია სამანქანე განყოფილება სადაც განთავსებულია მთავარი ძრავი; ზედა მხარეს განთავსებულია 2 დიზელ გენერატორი. გემბანზე ასევე არის სამაშველო ტივი GIURGIULESTI SESILI; გემი არის მუშა მდგომარეობაში; გემი ცურავს მოლდავეთის დროშით.მარეგისტრირებელი ორგანოს – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პასუხის მიხედვით: გემი ,,SESILI”-ს აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში ახალი მესაკუთრის მიერ გემის რეგისტრაცია საქართველოს დროშის ქვეშ შესაძლებელია შემდეგი სარეგისტრაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ინფორმაციისათვის ქვემოთ იხილეთ საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში გემის რეგისტრაციის პროცედურა: უცხოელ გემთმფლობელებს საქართველოში უნდა ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენელი. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული გემებისათვის სავალდებულოა საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის მიერ, კერძოდ ერთ–ერთი ქვემოთ მოცემულთაგან: American Bureau of Shipping (ABS) Bureau Veritas (BV) China Classification Society (CCS) Det Norske Veritas (DNV) 3Germanischer Lloyd (GL) Korean Register of Shipping (KR) Lloyd’s Register of Shipping (LR) Nippon Kaiji Kyokai (NK) Polish Register of Shipping (PRS) Registro Internacional Naval (Rinave, recognition for Portugal only) Registro Italiano Navale (Rina) Russian Maritime Register of Shipping (RS) გემი, რომელსაც სურს დარეგისტრირება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში, ვალდებულია გაიაროს წინასარეგისტრაციო ინსპექტირება მინიმუმ ერთ–ერთი ქვემოთ მოყვანილი გარემოების არსებობისას: 1. გემის ასაკი არის 20 წელი ან მეტი;2. გააჩნია ერთი დაკავება ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახურების მიერ ბოლო 12 თვის განმავლობაში;3. იმყოფება საქართველოს მიერ არ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობის ქვეშ და რეგისტრაციაზე განაცხადიწს გაკეთების დროისათვის წარმოადგენს საქართველოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოებაში კლასის გადაცემის შესახებ ოფიციალურ შეტყობინებას;4. თუ გემს ბოლო 24 თვის განმავლობაში განცდილი აქვს სერიოზული საზღვაო ინციდენტი ან უბედური შემთხვევა;5. იცვლის დროშას რომელიმე ურთიერთგაგების მემორანდუმის შავ სიაში აღრიცხული ქვეყნიდან;6. 20 ან მეტი შეუსაბამობის არსებობისას ბოლო 12 თვის განმავლობაში, რომელიც დადასტურებულია ნავსადგურის კონტროლის სახელმწიფო სამსახურების ანგარიშებით. გემის პირველადი/დროებითი რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები:1. განაცხადი გემის რეგისტრაციისათვის;2. განცხადების ფორმა გემის რადიოსადგურის რეგისტრაციისათვის;3. რეგისტრაციის განაცხადის ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი;4. გემის ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულების ან ინვოისის ასლი;5. აღიარებული ორგანიზაციის მიერ გემზე გაცემული საერთაშორისო კონვენციებით/რეზოლუციებით გათვალისწინებული მოწმობები/სერთიფიკატები ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში აღიარებული ორგანიზაციის ოფიციალური მიმართვა, რომ სარეგისტრაციო გემნი აყვანილია ორგანიზაციის ზედამხედველობის ქვეშ;6. წინა დროშის რეგისტრაციის ნაოსნობის უფლების მოწმობის ასლი;7. გემთმფლობელის წერილობითი დასტური იმის შესახებ, რომ სახელმწიფო რეესტრში გემი მუდმივი რეგისტრაციის თარიღიდან, გემის რეგისტრაცია წაიშლება/შეჩერდება წინა რეგისტრაციის ქვეყნის გემების შესაბამის რეესტრში;8. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან – თუ სარეგისტრაციო გემის მფლობელი იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმეა, ხოლო თუ გემთმფლობელი ფიზიკური პირია კანონმდებლობით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო საბუთი;9. საზღვაო იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების მქონე პირის თანხმობის წერილი – საზღვაო იპოთეკის არსებობის შემთხვევაში;10. გადახდის ქვითარი.მუდმივი რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები:1. განაცხადი გემის რეგისტრაციისათვის (დედანი);2. განცხადების ფორმა გემის რადიოსადგურის რეგისტრაციისათვის (დედანი);3. რეგისტრაციის განაცხადის ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი (დედანი);4. გემის ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულების ან ინვოისის ორიგინალი;5. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების მიერ გემზე გაცემული საერთაშორისო კონვენციებით/რეზოლუციებით გათვალისწინებული;6. მოწმობების/სერტიფიკატების ასლები;7. გემის 2 ფოტოსურათი, მისი წინა და გვერდითი ხედებით, ისე რომ ჩანდეს გემის სახელი და მიწერის ნავსადგური;8. გემის დაზღვევის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის ასლი;9. უცხო ქვეყნის გემების ბოლო რეესტრში გემის რეგისტრაციის შეწყვეტის/შეჩერების დამადასტურებელი საბუთი;10. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან – თუ სარეგისტრაციო გემის მფლობელი იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმეა, ხოლო თუ გემთმფლობელი ფიზიკური პირია კანონმდებლობით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო საბუთი;11. სააგენტოს მიერ აღიარებული გემის შემმოწმებლის მიერ განხორციელებული გემის ინსპექტირების პატაკი;12. გემის უწყვეტი ისტორიის ასლი;13. საზღვაო იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების მქონე პირის თანხმობის წერილი – საზღვაო იპოთეკის არსებობის შემთხვევაში;14. გადახდის ქვითარი.
პირობაშესყიდვის ფასი მოიცავს დღგ-ს.
;