|
|
კატეგორია:
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
|
დასახელება:გორის მუნიციპალიტეტში, შინდისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია, მიწისქვეშა მტკნარი წყალი (სამეწარმეო დანიშნულებით, კატეგორია-P, მოსაპოვებელი წიაღისეულის მოცულობა - 60 000 მ3/წელიწადში).
განაცხადის #:747OTH326 აუქციონის #: 747 ლოტის #: 3 დაწყება/დასრულება: 20/11/2026 12:00 - 20/11/2026 18:00 ლოტის სტატუსი: გამოქვეყნებული ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 394GEL
მიმდინარე ფასი :
1939 GEL
საწყისი ფასი: 1939 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 193.9 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო მისამართი: თბილისი, თინა იოსებიძის ქუჩა №73 ტელეფონი: 971-(032)2950030 |
|
თვისებები
|
| ქვეყანა | საქართველო | Rs რუკის მხარდაჭერა | - | გადახდის პერიოდი | 15 | ტელეფონის ნომერი | 2950030 | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | გორის მუნიციპალიტეტი, შინდისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია |
|
აღწერილობა
|
| აღწერილობა |
| |
| მოკლე აღწერილობა | ||
| პირობა | საგარანტიო თანხა მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს. სარგებლობის ლიცენზიის ვადა 25 წელი. ა) მოპოვებული მიწისქვეშა მტკნარი წყლის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის ჩვენების მიხედვით. ამ მიზნით ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს, შეაკეთოს, შეცვალოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან; ბ) აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს; გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება განახორციელოს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის მეშვეობით. ამასთან, მრიცხველი და, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) უნდა იყოს დაცული მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან სხვა სახის ხელყოფა. აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, არ დაუშვას მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება მრიცხველის გვერდის ავლით ან მის გარეშე; დ) აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება; ე) ლუქის ახსნა-დადება და შესაბამისი აქტის შედგენა რეგულირების საფასურის გადამხდელთა სალიცენზიო ობიექტებზე ხორციელდება – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, ყველა სხვა შემთხვევაში კი – ლიცენზიის მფლობელის მიერ, მისი ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში; ვ) ლიცენზიანტი, რომელსაც არ ეხება რეგულირების საფასურის გადახდა, ვალდებულია, ლუქის ახსნის/დადების პროცესის ამსახველი დოკუმენტაცია წარუდგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მისი განხორციელებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. დოკუმენტაცია მოიცავს ფოტომასალას ჭაბურღილის, ჭის ან/და წყაროს X და Y კოორდინატების მითითებით, ფოტოზე ასევე დატანილი უნდა იყოს მოქმედების განხორციელების თარიღი; ზ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ჭაბურღილის თავმორთულობის მოწესრიგება, მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა და დასუფთავება. თ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით). ი) დაცული იქნეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის „გარემოს დაცვის შესახებ“, „წიაღის შესახებ“, „წყლის შესახებ“ და ”ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონებით, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები, ასევე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი სხვა მოთხოვნები. აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. |
| მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
|
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
| Email: info@service.gov.ge |
| სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |