ამობეჭდვის თარიღი: 12.11.2026 12:41:31
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ თბილისის N112 საჯარო სკოლა
განაცხადის #:63680GQW134976226
აუქციონის #: 63680
ლოტის #: 1349762
დაწყება/დასრულება: 11/11/2026 14:00 - 16/11/2026 15:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 600.00GEL
მიმდინარე ფასი : 3900.00 GEL
საწყისი ფასი: 3900.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ თბილისის N112 საჯარო სკოლა
მისამართი: გლდანი-ნაძალადევი / ც.დადიანის ქ. 28
ტელეფონი: 995-2690017
თვისებები
სართული1ლოჯი-
TV-ცხელი წყალი-
გათბობა+კვადრატულობა(მ²)99.18
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
აივანი-Rs რუკის მხარდაჭერა-
ელექტრო მომარაგება+ბუნებრივი გაზი-
ოთახების რაოდენობა2ქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ცოტნე დადიანის 28შენობის პროექტიარასტანდარტული
შენობის მდგომარეობაახალი გარემონტებულისათავსო-
სარგებლობაში გადაცემის ვადა1 წელიტელეფონის ნომერი577930058
;
აღწერილობა
აღწერილობასსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ თბილისის N112 საჯარო სკოლის პირველ სართულზე არსებული  49,38 კვ.მ და 49.80 კვ.მ (ჯამურად 99.18 კვ.მ.) ფართის საკლასო ოთახი ინვენტარით გაიცემა იჯარით არასაგაკვეთილო დროს დროებით სარგებლობაში ნებადართული საქმიანობის ნუსხით (იხ. დანართი ) გათვალისწინებული საქმიანობების განსახორციელებლად
მოკლე აღწერილობასსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ თბილისის N112 საჯარო სკოლის იჯარით გასაცემი ფართი - 99.18 კვ.მ. (ორი საკლასო ოთახი - 49.38 კვ.მ და 49,80 კვ.მ);  მდებარეობს ქალაქ თბილისში მისამართზე, ცოტნე დადიანის ქ. N28. დამატებითი ინფორმაცის მისაღებად დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 577930058; 577339123
პირობა

1.  49,38 კვ.მ და 49.80 კვ.მ (ჯამურად 99.18 კვ.მ.) ფართი იჯარით გაიცემა დანართი N1-ით განსაზღვრული ნებადართული საქმიანობების განხორციელების მიზნით, შემდეგ ინვენტართან ერთად:  საკლასო ოთახი N104 (49,38 კვ.მ) - მოსწავლის მერხის და სკამის კომპლექტი - 30; დაფა - 2 და საკლასო ოთახი N105 (49,80 კვ.მ) - მოსწავლის მერხის და სკამის კომპლექტი - 29; დაფა - 2, პიანინო - 1.

2. საწყისი ფასი ჯამურად შეადგენს იჯარის ფორმით ფართით სარგებლობის ერთი წლის საიჯარო გადასახადს კომუნალური გადასახადების ჩათვლით;

3. ფართი იჯარით გაიცემა საათობრივად, ერთი წლის ვადით; კვირაში 5 საათით (ორშაბათი, ოთხშაბათი - 18:30 - 21.00სთ.-მდე).

4. საიჯარო ქირაში შედის კომუნალური გადასახადი (ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი);

5.მოიჯარე ვალდებულია, დაიცვას ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები და მისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურ წარმართვას;

6. მოიჯარე ვალდებულია თავად აღჭურვოს საიჯარო ფართი შესაბამისი ინვენტარითა და აღჭურვილობით;

7. სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილობითი მოთხოვნიდან არა უმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება;

8. მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები;

9. მოიჯარე ვალდებული დაიცვას ახალი კორონავირუსის გავრცელების მიზნით შემუშავებული  რეკომენდაციები.  

10. გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას;

11. საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება და ამოქმედება მოხდება 2026 წლის 16 ნოემბრიდან.

12. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს;

13. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

14. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობისწესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.

15. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ განმკარგველ ორგანიზაციას.

16. მიმაგრებულ ფაილებში ასევე, იხილეთ “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულია უქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება.

.
;