ამობეჭდვის თარიღი: 12.11.2026 10:53:56
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ქ.ბათუმის N26 საჯარო სკოლა (კვების ობიექტი)
განაცხადის #:83939KPQ134831226
აუქციონის #: 83939
ლოტის #: 1348312
დაწყება/დასრულება: 06/11/2026 18:00 - 13/11/2026 18:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 570GEL
მიმდინარე ფასი : 5740.0000 GEL
საწყისი ფასი: 5640 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლა
მისამართი: ბათუმი / კახაბერი
ტელეფონი: 995-
თვისებები
გათბობა-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)49.5
წყალი და კანალიზაცია+ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება+
ლიფტი-ბუხარი-
Rs რუკის მხარდაჭერა-ელექტრო მომარაგება+
ბუნებრივი გაზი-შენობის მდგომარეობაძველი გარემონტებული
ქვეყანასაქართველოქალაქიბათუმი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)კახაბრის ქ.N1შენობის პროექტიარასტანდარტული
სათავსო-სარგებლობაში გადაცემის ვადა12 თვე
ტელეფონის ნომერი577270208
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420
მოკლე აღწერილობასსიპ ქალაქ ბათუმის N26  საჯარო სკოლის პირველი კორპუსის (პირველ სართულზე არსებული 49.5 კვ.მ ფართი, სკოლის ბუფეტის ფუქნციონირებისათვის
პირობა

1.  სასკოლო კვების ორგანიზებისას გაითვალისწინოს ჯანსაღი კვების შემდეგი პრინციპები:

ა) სასკოლო კვების ორგანიზებისას მიზანშეწონილია გამოყენებულ  იქნეს:

ა.ა) შემდეგი სასმელები: წყალი, ხილის წვენი, ხილის კომპოტი, კისელი, ფერმენტირებული რძის სასმელი (იოგურტი), ხილის წვენითა და დაბალცხიმიანი რძით ან იოგურტით დამზადებული სასმელები (სასურველია გამდიდრებული კალციუმით), ჩაი და კაკაო;

ა.ბ) ხილი და ბოსტნეული;

ბ) სასკოლო კვების ორგანიზებისას აკრძალულ უნდა იქნეს შემდეგი პროდუქტების გამოყენება:

ბ.ა) საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზირებული წასახემსებლები (მაგ: ჩიფსები. ჟელიბონი და ა.შ.), გარდა თხილეულის, ხილისა და ბოსტნეულის, რომელთაც აქვთ დამატებული მარილი, შაქარი ან ცხიმი;

ბ.ბ) მაიონეზით შეზავებული პროდუქცია;

ბ.გ) სოკო, ნებისმიერი ფორმით;

ბ.დ) დაკონსერვებული პროდუქტები;

ბ.ე) კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი;

ბ.ვ) გაზიანი სასმელი, გარდა გაზიანი მინერალური წყლისა;

ბ.ზ) თერმულად დამუშავებული კვერცხი;

2. საწყისი ფასი ( 5640 ლარი) ჯამურად შეადგენს იჯარის ფორმით ფართით სარგებლობის  12  თვის საიჯარო გადასახადს;

3. ფართი იჯარით გაიცემა 12 (თორმეტი) თვით;

4.საიჯარო ქირაში არ შედის კომუნალური (ელექტროენერგია და წყალი) გადასახადი; მოიჯარე ვალდებულია მოახდინოს კომუნალური მრიცხველების თავის სახელზე განმხოლოება  და კომუნალური გადასახადების დროული გადახდა.

5.მოიჯარე ვალდებულია, დაიცვას ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები, მისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს   სასწავლო პროცესის ნორმალურ წარმართვას;

6. მოიჯარე ვალდებულია თავად აღჭურვოს საიჯარო ფართი   შესაბამისი ინვენტარითა და აღჭურვილობით;

7. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს წერილობითი მოთხოვნიდან არა უმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება;

8.  მეიჯარეს უფლება აქვს  აჭარის არ განათლებისა და სპორტის სამინიტროს მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან  და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები;

9. გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას;

10. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს;

11. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიისბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

12. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.

;