ამობეჭდვის თარიღი: 12.11.2026 10:54:33
კატეგორია: არასასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმში, ივანე ანდრონიკაშვილის ქუჩა №42-ის მიმდებარედ არსებული 323.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №05.28.29.153) პრივატიზება პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით
განაცხადის #:53IMF126
აუქციონის #: 53
ლოტის #: 1
დაწყება/დასრულება: 05/11/2026 17:00 - 13/11/2026 14:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 179050GEL
მიმდინარე ფასი : 358100 GEL
საწყისი ფასი: 358100 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10750 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქალაქ ბათუმის მერია
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. N25/ ფაქტ: ქ. ბათუმი ლერმონტოვის ქ. N90ა
ტელეფონი: 995-(0422)272606
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ივანე ანდრონიკაშვილის ქუჩა №42-ის მიმდებარედბრძანების ნომერიბ14.14263093
ქვეყანასაქართველოქალაქიბათუმი
მიწის ფართობი(მ²)323საკადასტრო კოდი05.28.29.153
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი180საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა210
ამონაწერი საჯარო რეესტრიდანსაკადასტრო რუკაhttps://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFCKbOlTBIP8Yw[TAeuHj8geGxIRNIp7HL8ZGBDgEg[Wy
ზომის ერთეულიკვადრატული მეტრიტელეფონის ნომერი591405928
;
აღწერილობა
აღწერილობა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული,  ქალაქ ბათუმში, ივანე ანდრონიკაშვილის ქუჩა №42-ის მიმდებარედ არსებული 323.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №05.28.29.153)  პრივატიზება პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით

 

აუქციონის ჩატარების პირობები: იხილეთ „წესები და პირობები“, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესები“, აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმებისა და აუქციონში გამარჯვებულის პასუხისმგებლობის პირობები განისაზღვრება ამავე დადგენილებითა და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის N37 დადგენილებით.

ყურადღება:
ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს გადახდის წესები:  იხილეთ გრაფა "გადახდები". რეგისტრირებული მომხმარებლისათვის  ხელმისაწვდომია ბეს  გადახდის ფორმები (რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის, აუქციონატორის შესახებ, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების ნომრ(ებ)ის, ბეს თანხის მითითებით) აღნიშნულისათვის იხილეთ გრაფა: "დანიშნულება".
იმ შემთხვევაში თუ აუქციონში მონაწილეობის მსურველი ბეს ნაცვლად წარმოადგეს უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას, მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 15 დღით უნდა აღემატებოდეს შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის ვადას.  
აუქციონში გამარჯვების პირობაა მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა (ქონება ითვლება პრივატიზირებულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო  თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე).

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გამოცხადდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურში აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაფორმების მიზნით. ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში,  ხოლო აუქციონზე შეძენილი ქონების ღირებულების გადახდა სრულად უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 06 თვეში.

 

აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს (სრულ ღირებულებას) და საგარანტიო თანხას/„ბე-ს“  ოდენობას შორის არსებული სხვაობის მითითებულ ვადაში სრულად გადახდის შემთხვევაში, ხოლო თუ წარმოდგენილია საბანკო გარანტია (საგარანტიო ფურცელი), საბანკო გარანტია უბრუნდება უკან, მის მიერ აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის დადგენილ ვადებში სრულად გადახდის შემთხვევაში.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს ბე, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა შეძენილი ქონების სრული ღირებულება, ასევე, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“  და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის N37 დადგენილებით განსაზღვრული წესი და პირობები.

დაინტერესებულ პირს  დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მიმართოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურს (მის. ქ. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. N10; ტელ: (0422) 24 63 15; 24 63 06; საკონტაქტო პირი: ნინო კარანაძე 591 40 59 28 ; )

მოკლე აღწერილობა

 

 

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზება

 

შენიშვნა : 

მიწის ნაკვეთზე გადის მილსადენი (ბათუმი სვიშევსკის დასხლებიდან ბაგრატიონის ქუჩამდე)

მიწის ნაკვეთზე გადის სასმელი წყლის ქსელი (ქალაქი ბათუმი-ჩაქვი)

მიწის ნაკვეთზე გადის საკომუნიკაციო ნაგებობა (კავშირგაბმულობის ხაზი)

მიწის ნაკვეთის (ს.კ. 05.28.29.153) ნაწილი კერძოდ,  323,0 კვ.მეტრი  მიწის ნაკვეთიდან 226,0 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი დატვირთულია (უსასყიდლო) სერვიტუტის უფლებით

პირობა

საპრივატიზებო პირობები: 

 აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდა შემდეგ ვადებში:   

 სრული საპრივატი­ზე­­ბო სა­ფა­სუ­რიდან დარჩენილი თანხის (საგარანტიო თანხის/ბეს გამოკლებით)  გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან   06 (ექვსი) თვეში.

 

;