ამობეჭდვის თარიღი: 12.11.2026 10:55:01
კატეგორია: მოთხოვნები და უფლებები
გაყიდვის ტიპი:
დასახელება:კომერციულ ბანკში „მიმდინარე სადეპოზიტო ანგარიშის“ გახსნა და მასზე საპროცენტო სარგებელის დარიცხვა.
განაცხადის #:107116PLJ134810526
მიმდინარე ფასი : 0.00 GEL
საწყისი ფასი: 0.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 0.1 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა
მისამართი: საქართველო, ქ. ფოთი, ჩხეიძის ქ., #1
ტელეფონი: 971-
თვისებები
;
აღწერილობა
პირობა

1. აუქციონში მონაწილეობისთვის უფლებამოსილი პირი:

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკი.

2. გამარჯვებული ვალდებულია:

ა) შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ (სნ 215147990) (შემდგომში - „ფოთის თიზ“ მიმართვის შემთხვევაში, აუქციონის პირობების შესაბამისად გააფორმოს „მიმდინარე სადეპოზიტო ანგარიშის“ გახსნის და მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, მიმართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

ბ) ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში სპეციალურად ამ მიზნით გახსნას „ფოთის თიზ“-ის ახალი მიმდინარე ანგარიში - „მიმდინარე სადეპოზიტო ანგარიში“ და შესაბამისი დოკუმენტაცია მიაწოდოს „ფოთის თიზ“-ს.

გ) აუქციონის შესაბამისად გახსნილ „მიმდინარე სადეპოზიტო ანგარიშზე“  არსებულ ნაშთს, ყოველდღიურად დაარიცხოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთზე მეტი საპროცენტო სარგებელი აუქციონის შედეგების შესაბამისად;

დ) რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში, შეცვლილი განაკვეთის ასახვა მოახდინოს არაუგვიანეს განაკვეთის შეცვლიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

ე) აუქციონის შესაბამისად გახსნილ „მიმდინარე სადეპოზიტო ანგარიშს“ არ დაარიცხოს მომსახურების საფასური;

ვ) აუქციონის შესაბამისად გახსნილ „მიმდინარე სადეპოზიტო ანგარიშიდან“ განხორციელებულ გადარიცხვებს როგორც სახელმწიფო ხაზინაში, ასევე სხვა ბანკში, არ დაარიცხოს მომსახურების საფასური;

ზ) მიანიჭოს „ფოთის თიზ“-ს აუქციონის შესაბამისად გახსნილ „მიმდინარე სადეპოზიტო ანგარიშზე“ თანხის ჩარიცხვა/გადარიცხვაზე სრული შეუზღუდავი წვდომა;

თ) მიანიჭოს „ფოთის თიზ“-ს აუქციონის შესაბამისად გახსნილ „მიმდინარე სადეპოზიტო ანგარიშზე“ ინტერნეტბანკით/მობაილბანკით სრული წვდომა;

ი) ყოველთვიურად, უზრუნველყოს მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გახსნილ „მიმდინარე სადეპოზიტო ანგარიშზე“ დარიცხული საპროცენტო სარგებლის დარიცხვა და თვის დასრულებიდან, არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, წარმოადგინოს შესაბამისი ანგარიში დარიცხული და ჩარიცხული სარგებლის ოდენობის თაობაზე.

3.საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთით. ვინაიდან რეფინანსირების განაკვეთი ცვლადია და აუქციონი ცხადდება რეფინანსირების განაკვეთზე მეტ საპროცენტო სარგებელზე, აუქციონის საწყისი ფასის ველში მითითებულია - " 0 % "

4. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრა 0.1 პროცენტული პუნქტის ოდენობით;

5. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრა 1000 (ათასი) ლარით. საბანკო გარანტიის დაბრუნება მოხდება აუქციონის შედეგების შესაბამისად, გამარჯვებულ ბანკთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში (საბანკო გარანტია უკან არ დაუბრუნდება იმ მონაწილეს, რომელიც გაიმარჯვებს აუქციონში და უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე).

6. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში „მიმდინარე სადეპოზიტო ანგარიშზე“ „ფოთის თიზ“-ის მიერ ერთდროულად განთავსებული თანხა არ გადააჭარბებს 10 მლნ ლარს.

7. იმ შემთხვევაში, თუ „მიმდინარე სადეპოზიტო ანგარიშიდან“ ერთდროულად ხდება 1 მლნ ლარზე მეტის გადარიცხვა,  „ფოთის თიზ“ ერთი სამუშაო დღით ადრე შეატყობინებს ბანკს გადასარიცხი თანხის ოდენობას.

8. „მიმდინარე სადეპოზიტო ანგარიშზე“ თანხის განთავსების ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 (თვრამეტი) თვე.

9. მხარეებს უფლება აქვთ, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 12 (თორმეტი) კალენდარული თვის გასვლის შემდეგ, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად მოშალონ წინამდებარე ხელშეკრულება. ამის შესახებ ინიციატორმა მხარემ წერილობითი შეტყობინება უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს ხელშეკრულების მოშლამდე არანაკლებ 2 (ორი) კალენდარული თვით ადრე.

10. ამ დოკუმენტის მე-9 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, ბანკს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების შეწყვეტის დღეს ანგარიშზე არსებულ ნაშთზე დათვლილი ხელშეკრულებით გათვალიწინებული მიუღებელი საპროცენტო სარგებლის ოდენობით.

11. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, აუქციონში მონაწილემ უნდა მიმართოს განმკარგველ ორგანიზაციას.

აღწერილობა

განმკარგავი: შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ (სნ 215147990)

ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას 39, მე-7 სართული.

იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. ფოთი, ჩხეიძის ქ., №1 

ტელეფონის ნომერი: +995 577 34 63 41

ელ. ფოსტა: info@potifreezone.ge

საკონტაქტო პირი: შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“- ს მთავარი ბუღალტერი იულია კოხრეიძე, ტელეფონის ნომერი: +995 598 172096, ელ. ფოსტა: ia.kokhreidze@potifreezone.ge)

შინაარსი: კომერციულ ბანკში „მიმდინარე სადეპოზიტო ანგარიშის“ გახსნა და მასზე საპროცენტო სარგებელის დარიცხვა.

შინაარსი დეტალურად: აუქციონის შესაბამისად შერჩეულ კომერციულ ბანკში გახსნილ „მიმდინარე სადეპოზიტო ანგარიშზე“ არსებულ ნაშთზე, ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღეს, ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის დარიცხვა.

ინტერესის გამოხატვის ვადა: აუქციონის თაობაზე ინფორმაცია განთავსებული იქნება ელექტრონული აუქციონის სისტემაში (www.eauction.ge) მიმდინარე წლის  06 ნოემბრის 14:00 საათიდან 13 ნოემბრის 16:00 საათის ჩათვლით.

მოკლე აღწერილობა„მიმდინარე სადეპოზიტო ანგარიშის“ გახსნის მიზნით საჭირო აუქციონის აღწერილობა და პირობები
;