ამობეჭდვის თარიღი: 12.11.2026 12:41:37
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფართი 65 კვ.მ კვების ბლოკის ფუნქციონირების მიზნით
განაცხადის #:66750HFL134764426
აუქციონის #: 66750
ლოტის #: 1347644
დაწყება/დასრულება: 10/11/2026 15:00 - 16/11/2026 15:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 10000GEL
მიმდინარე ფასი : 28000 GEL
საწყისი ფასი: 28000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა
მისამართი: ვაკე-საბურთალო / ვაჟა-ფშაველას გამზირი 49
ტელეფონი: 971-
თვისებები
გათბობა-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)65
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
საკადასტრო კოდი01.14.03.006.008Rs რუკის მხარდაჭერა-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)თბილისი, ვაჟა-ფშაველას 49შენობის პროექტიარასტანდარტული
შენობის მდგომარეობაძველი გარემონტებულისათავსო-
სარგებლობაში გადაცემის ვადა1 (ერთი) წელიტელეფონის ნომერი577388333
;
აღწერილობა
აღწერილობა

იჯარით, ორი წლის ვადით გაიცემა სსიპ ქალაქ თბილისის ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199    საჯარო სკოლის ძირითადი შენობის პირველი სართულზე განთავსებული ფართი( 65 კვ.მ) კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის, დღიურად. ფართი იჯარით გაიცემა ინვენტარის გარეშე.  გამარჯვებული თავად იქნება ვალდებული აღჭურვოს ფართი კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ინვენტარით.
 მიმაგრებულ ფაილებში იხილეთ იჯარის ხელშეკრულების პროექტი, რომელიც გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში დაზუსტდება;



ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

მოკლე აღწერილობა

იჯარით გაიცემა სსიპ ქალაქ თბილისის ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199   საჯარო სკოლის ძირითადი შენობის პირველი სართულზე განთავსებული ფართი (65 კვ.მ) კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის. 

საიჯარო ფართით სარგებლობის წლიური გადასახადი შეადგენს  -28,000.00 ლარს.

დამატებითი კითხვებით დაუკავშირდით:  ლალი ბენდიანიშვილს- 577388333

პირობა

1.საწყისი ფასი ჯამურად შეადგენს იჯარის ფორმით ფართით სარგებლობის ერთი წლის საიჯარო გადასახადს;

2. ფართი იჯარით გაიცემა 1(ერთი) წლის   ვადით,  ინვენტარის გარეშე;

3.საიჯარო ქირაში შედის ბუნებრივი აირით (გათბობის) სარგებლობის გადასახადი;

4.საიჯარო ქირაში არ  შედის სხვა კომუნალური გადასახადები, როგორიც არის დაკავებული ფართით სარგებლობის წყლის და ელექტროენერგიის გადასახადი, ცალკე გამრიცხველიანობის შესაბამისად;

5.მოიჯარე ვალდებულია კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის საჭირო დანადგარებით და აღჭურვილობით თავად აღჭურვოს საიჯარო ფართი. ხოლო საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს მიმდინარე კოსმეტიკური რემონტის ჩატარება.

6. სასკოლო კვების ორგანიზებისას გაითვალისწინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 24 ნოემბრის N160188 ბრძანების დანართით დამტკიცებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის დადგენილი მოთხოვნები. ასევე დაიცვას „ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში” - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციები ,,საკვებ-დანამატების გამოყენების სანიტარული წესები და ნორმები, სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოწყობის, აღჭურვისა და სამუშაო რეჟიმის სანიტარული წესები, „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესები და „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესები და გაიდლაინით –„წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლაში“ განსაზღვრული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები სასმელი წყალმომარაგების, სანიტარიული ინფრასტრუქტურისა და დასუფთავებისადმი.

7. მოიჯარე ვალდებულია დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა ტექნიკური უსაფრთხოების წესები, აგრეთვე არსებული საინჟინრო კომუნიკაციებისა და ქსელების ექსპლოატაციის წესები;

8.დამოუკიდებლად გადაიხადოს წყლის და ელექტროენერგიის გადასახადები .

9.მისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურ წარმართვას;

10.მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს  კვების  ობიექტის ფუნქციონირება ყველა სასწავლო დღეს და მათ შორის შაბათ-კვირას;

11. მოიჯარე ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სკოლის დირექტორის მიერ შექმნილ მონიტორინგის ჯგუფს კვების ობიექტის შემოწმებისას, საჭიროების შემთხვევაში გადასცეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

12.სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილობითი მოთხოვნიდან არა უმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება;

13. ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე თუ იგი გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობის ცვლილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სამინისტროს მოთხოვნით, სკოლაში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

14. მოიჯრე ვალდებული იქნება წარმოადგინოს ინფორმაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში შესაბაისი მომსახურების რეგისტრაციის შესახებ და აიღებს პასუხისმგებლობას რომ რეგისტრირებული საქმიანობის გარდა არ გაწიოს სხვა მომსახურება (აღნიშნული განსაკუთრებით ეხება - საკვების დამზადებას შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე)

15.მოიჯარის მიერ გადახდილი ბე ინახება მეიჯარის ანგარიშზე, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება პირგასამტეხლო და საიჯარო ქირა. თუ მოიჯარის მხრიდან ჯეროვნად შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოიჯარეს, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს გადახდილი თანხა ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას (შესაბამისი ოდენობით). 

16. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ  უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს;

17. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. 

18.ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

19.სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობისწესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა;

20. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

21.  მოსწავლეებს ჰქონდეთ უფლება, ისარგებლონ ბუფეტის ტერიტორიით, იმ შემთხვევაშიც თუ საკვები შეძენილი არ არის მოიჯარესთან.

22. წინამდებარე აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს სასკოლო კვების მომსახურების სფეროში არანაკლებ ხუთწლიანი კეთილსინდისიერი და ჯეროვანი საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კერძოდ, წარმოდგენილი უნდა იქნეს 2021 წლიდან აუქციონის დასრულების დღემდე სასკოლო კვების მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია. გამოცდილების დასადასტურებლად გამარჯვებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს მომსახურების მიმღების (მეიჯარის) მიერ გაცემული წერილობითი რეკომენდაცია, რომელიც დაადასტურებს როგორც 5 წლიან გამოცდილებას, ასევე მომსახურების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულებას. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ან აუქციონის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მისი შეუსაბამობის შემთხვევაში ხელშეკრულება არ გაფორმდება.

მიმაგრებულ  ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:   “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება და იჯარის ხელშეკრულების ნიმუში.

იჯარის ხელშეკრულების პირობები დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე.

წინამდებარე აუქციონის ფარგლებში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულება გაფორმდება ან/და ძალაში შევა 2026 წლის 01 დეკემბრიდან.

;