ამობეჭდვის თარიღი: 12.11.2026 10:54:30
კატეგორია: დანადგარები
გაყიდვის ტიპი: „იყიდე ახლავე“/„Buy It Now“
დასახელება:სამედიცინო ჟანგბადის მწარმოებელი ქარხანა
განაცხადის #:602086ABC134755226
აუქციონის #: 602086
ლოტის #: 1347552
დაწყება/დასრულება: 04/11/2026 12:00 - 13/11/2026 15:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 25000GEL
მიმდინარე ფასი : 250000 GEL
საწყისი ფასი: 250000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 2500 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს თბილისის ზღვის ჰოსპიტალი
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, თამარაშვილის ქ., N 13, ბინა 53
ტელეფონი: 995-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)თბილისის ზღვის პლაზას- მიმდებარე ტერიტორიაქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისიგამოშვების წელი2021
მდგომარეობაკარგიმწარმოებელიBOGE - OXYMAT
გადახდის პერიოდი10საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა30
შეფასების თანხა450000ტელეფონის ნომერი593529495
;
აღწერილობა
აღწერილობა

იყიდება შპს "თბილისის ზღვის ჰოსპიტალი"-ს კუთვნილი სამედიცინო ჟანგბადის მწარმოებელი ქარხანა. ქარხანა წარმოადგენს სრული ციკლის ინფრასტრუქტურას, რომელიც მოიცავს ჟანგბადის გენერაციის ყველა აუცილებელ ეტაპს — ჰაერის კომპრესირებიდან საბოლოო პროდუქტის დაგროვებამდე.

სისტემა მოიცავს შემდეგ ძირითად კომპონენტებს:

  1. ჰაერის კომპრესორი (BOGE) – უზრუნველყოფს ატმოსფერული ჰაერის შეკუმშვას და სისტემაში მიწოდებას
  2. სველი ჰაერის ავზი (5000 ლიტრი) – განკუთვნილია შეკუმშული ჰაერის სტაბილიზაციისა და ტენიანობის ნაწილობრივი განცალკევებისთვის
  3. მაცივრული ტიპის ჰაერის გამაშრობელი (BOGE) – ამცირებს ჰაერში ტენიანობას და იცავს სისტემას კონდენსატისგან
  4. აქტივირებული ნახშირის კოშკურა (BOGE) – უზრუნველყოფს ჰაერის დამატებით ფილტრაციას და მინარევების მოცილებას
  5. მშრალი ჰაერის ავზი (5000 ლიტრი) – ინახავს დამუშავებულ, მშრალ ჰაერს ჟანგბადის გენერატორისთვის
  6. ჟანგბადის გენერატორი (OXYMAT) – ახორციელებს ჟანგბადის გამოყოფას PSA ტექნოლოგიის გამოყენებით
  7. გამომუშავებული ჟანგბადის ავზი (5000 ლიტრი) – განკუთვნილია საბოლოო პროდუქტის დაგროვებისა და მიწოდების სტაბილიზაციისთვის

სისტემა დაიტესტა: ქარხანის გამართვის შემდგომ, 30-40 წუთიანი ტესტირების შედეგად ჟანგბადის გენერატორის მიერ გამომუშავებული აირის ჟანგბადის კონენტრაცია იყო 90%.

წარმადობა: 1500 ლ/წთ

არსებული დეფექტები: 

1. ჰაერის კომპრესორის შემწოვი სარქველის გოფრირებული მილის გადამყვანი არის დაზიანებული;

2. მაცივრული გამაშრობლის ელ.მცველების ბუდე და მცველები არის დაზიანებული;

3. მაცივრული გამაშრობლის კონდენსატის დამცლელი სოლენოიდური სარქველი არის დაზიანებული; 

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

პირობა

აუქციონზე დაფიქსირებული ფასი არ მოიცავს გადასახადებს; დაფიქსირებულ საბოლოო ფასს ემატება დამატებული ღირებულების გადასახადი 18%.

1.     გასაყიდ აქტივებთან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხის დასაზუტებლად გთხოვთ მიმართოთ - დავით ბასილაია ტელ: 593529495

2.      ქონება იყიდება არსებული მდგომარეობით („as is“ პრინციპით), რაც მოიცავს როგორც გამართულ, ისე დაზიანებულ ერთეულებს.

3.      დაინტერესებული პირებისთვის რეკომენდებულია აქტივის ადგილზე დათვალიერება.

4.     აუქციონში მონაწილე პირი ვალდებულია წარმოადგინოს საგარანტიო თანხა (ბე) მითითებული ოდენობით, ან ამავე თანხაზე უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიის ვადა უნდა აღემატებოდეს ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადას არანაკლებ 30 კალენდარული დღით.

5.      აუქციონის საგანზე, აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა გაფორმდეს ნასყიდობის ხელშეკრულება. 

6.     გამარჯვებული ვალდებულია სრულად გადაიხადოს ქონების ნასყიდობის თანხა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, 

7.      პირს, რომელიც ვერ გაიმარჯვებს აუქციონში, ავტომატურად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე).

8.       გამყიდველი უფლებამოსილია დასრულებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს აუქციონი.

9.      ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

10. მყიდველი ვალდებულია, ქონების შეძენიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს ნივთის დემონტაჟი და ტერიტორიიდან.გატანა.

მოკლე აღწერილობა

იყიდება შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალი“-ს კუთვნილი სამედიცინო ჟანგბადის მწარმოებელი ქარხანა — სრულად კომპლექტირებული, ინდუსტრიული მასშტაბის სისტემა, რომელიც გათვლილია უწყვეტ და სტაბილურ ჟანგბადის წარმოებაზე.

ჟანგბადის მწარმოებელი ქარხანა წარმოადგენს სრული ციკლის ტექნოლოგიურ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის დამუშავებიდან მაღალი კონცენტრაციის ჟანგბადის მიღებამდე სრულ პროცესს.

;