ამობეჭდვის თარიღი: 13.11.2026 01:24:31
კატეგორია: სხვა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ „იუსტიციის სახლში“ სამოგზაურო დაზღვევის მომსახურების მიწოდება
განაცხადის #:37456CYR134662126
აუქციონის #: 37456
ლოტის #: 1346621
დაწყება/დასრულება: 12/11/2026 15:00 - 16/11/2026 15:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 12000GEL
მიმდინარე ფასი : 0.80 GEL
საწყისი ფასი: 0.80 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 0.05 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ "იუსტიციის სახლი"
მისამართი: ძველი თბილისი / სანაპიროს ქუჩა #2
ტელეფონი: 971-577481111
თვისებები
ბრძანების ნომერიN 2553/სქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1გადახდის პერიოდი70
ტელეფონის ნომერი599409909
;
აღწერილობა
პირობა

აუქციონის პირობები განისაზღვრება  სსიპ “იუსტიციის სახლის” თავმჯდომარის 2026 წლის 12 ნოემბრის ბრძანება N 2553/ს-ით. (ბრძანება იხილეთ თანდართული დოკუმენტის სახით).

პოლისის პირობები იხილეთ დანართი N1-ის, სამუშაო ელექტრონული პროგრამის შესაძლებლობები - დანართი N2-ის, სსიპ  „იუსტიციის სახლსა“ და აუქციონში გამარჯვებულ ორგანიზაციას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი იხილეთ დანართი N3-ის, ხოლო შეთანხმება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ იხილეთ დანართი N4-ის სახით.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა სადაზღვევო კომპანიამ, ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში  უნდა წარმოადგინოს საერთაშორისო ასისტანს კომპანიასთან გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულება და საჭირო ტექნიკური დოკუმენტაცია (მათ შორის, სერვისის აღწერა და სხვა ტექნიკური დეტალები) სერვისის ინტეგრაციის თაობაზე. აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სსიპ "იუსტიციის სახლი" იტოვებს უფლებას არ გააფორმოს ხელშეკრულება გამარჯვებულ სადაზღვევო კომპანიასთან. შესაბამისად, აუქციონზე განთავსებული საბანკო გარანტიის/ბეს თანხა არ დაექვემდებარება დაბრუნებას.

სსიპ „იუსტიციის სახლი“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 21 (ოცდაერთი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს სამოგზაურო დაზღვევის სერვისის ინტეგრაციას ერთიან პროგრამულ სისტემაში.

საინფორმაციო სისტემების ინტეგრაცია უნდა განხორციელდეს API-ების (Application Programming Interface) გამოყენებით, მონაცემთა ავტომატიზებული გაცვლისა და მათი უსაფრთხოების სათანადო მექანიზმების დანერგვის მიზნით (თითოეული შესასყიდი სისტემა უნდა იყოს ტექნიკურად თავსებადი იუსტიციის სახლის ერთიან სისტემასთან და გააჩნდეს შესაბამისი API ინტერფეისები, რომლებიც შესაძლებელს გახდის საჭირო მონაცემებისა და ფუნქციონალის ურთიერთგაცვლას).

აუქციონში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ, სსიპ „იუსტიციის სახლთან“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 21 (ოცდაერთი) კალენდარული დღის ვადაში უნდა გამართოს ავტომატური გადახდის სისტემა იუსტიციის სახლის ტერიტორიულ ორგანოებში, სტრუქტურულ ერთეულებსა (იუსტიციის სახლები) და მობილურ იუსტიციის სახლებში არსებულ საბანკო ორგანიზაციებთან. გადახდის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად უნდა ისახებოდეს  იუსტიციის სახლის ერთიან პროგრამულ სისტემაში.

სსიპ „იუსტიციის სახლისთვის“ თითოეული გაყიდული პოლისიდან გადასახდელი საკომისიო თანხის ოდენობა განისაზღვრება აუქციონზე სადაზღვევო კომპანიებს შორის ვაჭრობის შედეგად.

ელექტრონულ აუქციონზე ვაჭრობის საწყისი თანხა შეადგენს 0.80 (ნული ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარს, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 0.05 (ნული ლარი და ხუთი თეთრი) ლარს.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული სადაზღვევო კომპანია სერვისის მიწოდებას განახორციელებს 2 (ორი) წლის ვადით.

ანგარიშსწორება განხორციელდება საქართველოს ეროვნული ვალუტით, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და იუსტიციის სახლის მიერ წარმოდგენილი სათანადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე, აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის დღიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

მოკლე აღწერილობასსიპ „იუსტიციის სახლში“ სამოგზაურო დაზღვევის მომსახურების მიწოდება.
აღწერილობა

სამოგზაურო დაზღვევის სერვისის მიწოდებელი კომპანიის შერჩევის მიზნით სსიპ "იუსტიციის სახლი" აცხადებს აუქციონს.

სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალები მოქალაქეებს  600-მდე სახის სერვისს სთავაზობს და დღეში 20,000-ზემეტ მომხმარებელს ემსახურება.

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

;