|
|
კატეგორია:
არასასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
|
დასახელება:ხულოს მუნიციპალიტეტში, რიყეთის თემში „კურორტი გოდერძიზე“ მდებარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრირებული 371 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 23.14.36.278), პრივატიზების მიზნით, განმეორებით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონი
განაცხადის #:134BC126 აუქციონის #: 134 ლოტის #: 1 დაწყება/დასრულება: 26/10/2026 17:00 - 20/11/2026 17:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 42500.00GEL
მიმდინარე ფასი :
170000 GEL
საწყისი ფასი: 170000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 4500 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. მისამართი: 6118. ქ. ბათუმი. კომახიძის 119. ტელეფონი: 971-422273510 |
|
თვისებები
|
| ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ხულოს მუნიციპალიტეტი, რიყეთის თემი „კურორტი გოდერძი“ | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ხულო | მიწის ფართობი(მ²) | 371 | საკადასტრო კოდი | 23.14.36.278 | გუგლის კოორდინატები | https://www.google.com/maps/d/u/0/edit?mid=1NwO4Fzs99HC_HDTC6bwbNoMSDddoDSk&usp=sharing | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 299 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 313 | ამონაწერი საჯარო რეესტრიდან | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFHI6LeenuFxIrxlijPcjWJFdq4RLmDOUwKEoIHIDaiJP | საკადასტრო რუკა | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFMgjPK9xfWY[lUS37MqqowPUsZ0IC2cdz8dBXrp7m8YC | ზომის ერთეული | კვადრატული მეტრი | ტელეფონის ნომერი | 0422273510 |
|
აღწერილობა
|
| აღწერილობა | ყურადღება: თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები რომლებმაც გადაიხადეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა ან/და წარმოადგინეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბეს თანხა ან/და წარმოადგინეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. |
| მოკლე აღწერილობა | 371 კვ.მ. (ს/კ 23.14.36.278) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონზე 577 90 60 23 ია ზაქარაძე; |
| პირობა | ა. აუქციონში მონაწილეობის “ბე“ განისაზღვროს ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის 25%-ის ოდენობით, რომელიც ჩაითვლება ქონების საპრივატიზებო საფასურში საბოლოო ანგარიშსწორებისას; ბ. საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 2 ეტაპად, კერძოდ: ბ.ა. 2027 წლის 15 მარტამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 30%-ის გადახდა ბ.ბ. 2027 წლის 15 სექტემბრამდე დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა. გ. შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობით, რომლის ვადაც არანაკლებ 2 (ორი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას; დ. შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 6 (ექვსი) თვის ვადაში არქიტექტურული პროექტის მომზადებამდე, სამთო-სათხილამურო კურორტის ლანდშაფტის შესაბამისი საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზის (4 მხრიდან ხედი მოცულობაში, საპროექტო ობიექტ(ებ)ის გაბარიტების, შენობის განთავსების გეგმის, ფასადის მოსაპირკეთებელი მასალების ჩვენებით) სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენა; ე. შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი კოტეჯის ტიპის შენობა-ნაგებობის ან კოტეჯის ტიპის სასტუმროს მშენებლობის ნებართვის მიღება (გარდა აპარტამენტებისა); ვ. არაუგვიანეს 2028 წლის 30 ნოემბრისა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება/ამოქმედება; ზ. აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება; თ. ობიექტის პროფილის შენარჩუნება არანაკლებ 10 (ათი) წლის ვადით; ი. აღნიშნული პროექტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) წლის ვადაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ან/და სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტო“-ს ან/და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის რეკომენდაციით და მითითებულ პერიოდში მოახდინოს თითო საკოტეჯე ადგილას ან მის მიმდებარედ არანაკლებ 10 (ათი) ხის დარგვა. საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმად განისაზღვროს: მაქსიმალური გასაყიდი ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს დამატებული არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობა (ქონება ითვლება პრივატიზირებულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე). აუქციონის ჩატარების პირობები: იხილეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 5 მაისის N103 ბრძანებით დამტკიცებული ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი’’
|
| მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
|
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
| Email: info@service.gov.ge |
| სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |