ამობეჭდვის თარიღი: 12.11.2026 10:54:56
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ქალაქ თბილისის N61 საჯარო სკოლის მე-2 სართულზე არსებული ფართის იჯარა 264.8
განაცხადის #:30851CBX133490526
აუქციონის #: 30851
ლოტის #: 1334905
დაწყება/დასრულება: 09/11/2026 18:00 - 14/11/2026 19:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 380GEL
მიმდინარე ფასი : 3600 GEL
საწყისი ფასი: 3600 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისის #61 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. თბილისის საბურთალოს რაიონში / ვ. დოლიძის ქ. 3
ტელეფონი: 971-577389638
თვისებები
გათბობა-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)264.8
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
Rs რუკის მხარდაჭერა-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-შენობის მდგომარეობაახალი გარემონტებული
ქვეყანასაქართველოქუჩა(დასახელება/ნომერი)ვ.დოლიძის ქ. N3
შენობის პროექტიარასტანდარტულისათავსო-
სარგებლობაში გადაცემის ვადა2 წელიტელეფონის ნომერი577123425
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420
მოკლე აღწერილობა

სააქტო დარბაზი 264.8 კვ.მ  ფართი არის გარემონტებული და მდებარეობს სკოლის შენობის მეორე სართულზე (N210-სააქტო დარბაზი 231.1 კვმ, N211-სააქტო დარბაზის დამხმარე ფართი 33,7 კვ.მ). აღნიშნულ ფართში განთავსებულია სკოლის ბალანსზე რიცხული შემდეგი მოძრავი ქონება: რბილი სკამი - 108 ცალი, მასწავლებლის მაგიდა - 2 ცალი, კარადა - 2 ცალი, კონდიციონერი - 3 ცალი, მერხი - 12 ცალი,  პიანინო - 1 ცალი, პროექტორი ეკრანით-1 ცალი.

პირობა

1. ფართი იჯარით გაიცემა ნებადართული საქმიანობის ნუსხით გათვალისიწინებული საქმიანობის განხორციელების მიზნით (იხ. დანართი).

2. საწყისი ფასი შეადგენს 1(ერთი) წლის საიჯარო ქირას.

3. ფართი იჯარით გაიცემა 2 (ორი) წლის ვადით.

4. საიჯარო ქირაში შედის კომუნალური გადასახადები (გაზი, წყალი, ელექტროენერგია) და ფართში არსებული მოძრავი ქონების ღირებულება.

5. მოიჯარეს ფართით სარგებლობის უფლება აქვს სამშაბათი 19:45-20:45-მდე და შაბათი 19.45-20.45 საათამდე.

6. მოიჯარე ვალდებულია დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა, დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები. მოიჯარეს მიერ ფართით სარგებლობამ ხელი არ უნდა შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურად მიმდინარეობას.

7. მოიჯარე ვალდებულია საკუთარი ხარჯებით დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში წინამდებარე იჯარის ხელშეკრულება.

8. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში გაუქმებული იქნება მოიჯარესთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება.

9. ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე თუ იგი გამოწვეული იქნება სახელწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობის ცვლილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოთხოვნით, სკოლაში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

10. მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოთხოვნით ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები.

11. მოიჯარეს მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე) ჩაითვლება საიჯარო ქირაში საბოლოო ანგარიშსწორებისას.

12. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულიად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე უარი განაცხადა. 

13. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს.


1
4.სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის/პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.

15. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

მიმაგრებულ  ფაილებში იხილეთ   “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება და ნებადართული საქმიანობების ნუსხა.

;