|
|
კატეგორია:
იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
|
დასახელება:სსიპ ქალაქ თბილისის N136 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მდებარე ფართიდან 5 კვ.მ ფართის იჯარით გაცემა სველი წერტილის მოწყობის მიზნით
განაცხადის #:8515HJ132910926 აუქციონის #: 8515 ლოტის #: 1329109 დაწყება/დასრულება: 11/11/2026 16:15 - 16/11/2026 18:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 100GEL
მიმდინარე ფასი :
600 GEL
საწყისი ფასი: 600 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისის N136 საჯარო სკოლა მისამართი: საქართველო, თბილისი, გლდანის „ა“ მიკრო რაიონი ტელეფონი: 971-322652980 |
|
თვისებები
|
| ბუნებრივი გაზი | - | ქვეყანა | საქართველო | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ქ. თბილისი, გლდანის ,,ა'', სანდრო ახმეტელის 15-ა ში მ/რ-ში | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | Rs რუკის მხარდაჭერა | - | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 5 (ხუთი) წელი | ტელეფონის ნომერი | 577 376 973 |
|
აღწერილობა
|
| აღწერილობა | იჯარით გაიცემა სსიპ ქალაქ თბილისის N136 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მდებარე ფართიდან 5 კვ.მ ფართი სველი წერტილის მოწყობის მიზნით. ფართი იჯარით გაიცემა საათობრივად კვირაში 5 დღე, დღეში 6 საათი ორშაბათი - პარასკევი 16:00 დან 22:00სთ.მდე და შაბათ - კვირა 09:00დან - 15:00სთ. ჩათვლით. |
| მოკლე აღწერილობა | საკონტაქტო პირი სკოლის დირექტორის მ.შ. მიმოზა მაისურაძე ტელეფონი: 577 376 973 სკოლის ტელეფონის ნომერი: 032 2 65 29 80 |
| პირობა | 1.იჯარით გაიცემა სსიპ ქალაქ თბილისის N136 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მდებარე ფართიდან 5 კვ.მ ფართი სველი წერტილის მოწყობის მიზნით. ფართი იჯარით გაიცემა საათობრივად კვირაში 5 დღე, დღეში 6 საათი ორშაბათი - პარასკევი 16:00 დან 22:00სთ.მდე და შაბათ - კვირა 09:00დან - 15:00სთ. ჩათვლით. 2.საწყისი ფასი შეადგენს 1 (ერთი) წლის საიჯარო ქირას. ფართი იჯარით გაიცემა ინვენტარის გარეშე. 4.საიჯარო ქირაში შედის კომუნალური გადასახადები(ელექტროენერგიისა და წყალის გადასახადი); 5. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს: 5.1.სველი წერტილის მოწყობა, რომელიც მოეწყობა მილკვადრატით, მარტივად დაშლადი და გადასატანი მსუბუქი კონსტრუქციით (ე.წ. ასაწყობი მილ-კვადრატისა და სენდვიჩ პანელებისაგან); 5.2. სველი წერტილის მოსაწყობად საჭირო ნებართვის მოპოვება (საჭიროების შემთხვევაში). 6.აუქციონში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს 5 კვ.მ ფართის მოწესრიგება და მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1(ერთი) თვის ვადაში. 7.აუქციონში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს წინამდებარე პირობების მე-5 პუნქტში მითითებული სამუშაოების მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ ნარჩენი მასალის სკოლის ტერიტორიიდან გატანა და დასუფთავება. 8. სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილობითი მოთხოვნიდან არა უმეტეს 2(ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება; 9. მოიჯარე ვალდებულია დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა და გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების წესები. მოიჯარე ასევე ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის წარმართვას. ასევე, ვალდებულია არ დააზიანოს სკოლის საკუთრებაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონება და დაცულ იქნებს მოსწავლეთა უსაფრთხოება. 10.მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები; 11. გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას; 12.თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს; 13.აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში 14.ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; 15.სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის/პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა. 16.აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. 17. ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე თუ იგი გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობის ცვლილებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოთხოვნით, სკოლის შენობის/სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 18. ბაზარზე ფართით სარგებლობის ფასის ზრდის შემთხვევაში მეიჯარეს ეძლევა უფლება, ყოველწლიურად შეიტანოს ცვლილება საიჯარო ქირაში დამოუკიდებელი აუდიტის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე; 19. საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს ქონების სარგებლობის უფლების მიმღები (მოიჯარე). მიმაგრებულ ფაილებში იხილეთ “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება |
| მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
|
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
| Email: info@service.gov.ge |
| სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |