|
![]() |
კატეგორია:
სასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:რაიონი საგარეჯო, სოფელი თულარი, სასოფლო მიწა შენობა-ნაგებობებით (მათ შორის საცხოვრებელი სახლი)
განაცხადის #:128624AF7264325 აუქციონის #: 128624 ლოტის #: 72643 საქმის ნომერი: A23233002, A17147353, A25019985 დაწყება/დასრულება: 07/05/2025 17:00 - 15/05/2025 17:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 3500.00GEL
მიმდინარე ფასი :
52500.00 GEL
საწყისი ფასი: 52500.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 700.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. თბილისის სააღსრულებო ბიურო. მისამართი: 1) ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი ; 2) ქ. თბილისი, სანაპიროს №2 ( თბილისის იუსტიციის სახლი) ტელეფონი: 971-2749649 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | რაიონი საგარეჯო, სოფელი თულარი | საქმის ნომერი | A23233002, A17147353, A25019985 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | საგარეჯო | რაოდენობა | 0 | მიწის ფართობი(მ²) | 0 | შენობის ფართობი(მ²) | 0 | საკადასტრო კოდი | 55.03.54.000.225 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 10 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 23 | შეფასების თანხა | 70000.00 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | სარეალიზაციოდ წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ფართი შეადგენს 1040.00 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, მდებარე: რაიონი საგარეჯო, სოფელი თულარი. შენობა N01/1 წარმოადგენს ერთსართულიან საცხოვრებელ სახლს, საერთო ფართით 193 კვ.მ. საცხოვრებლის გარკვეული ფართი სცდება საკადასტროს ფარგლებს. საცხოვრებელს გვერდით მიშენებული აქვს ღია დამხმარე ნაგებობა, რომელიც არის დაურეგისტრირებელი. ასევე ეზოში არის როგორც საპირფარეშოს ტიპის ასევე სხვა დამხმარე დაურეგისტრირებელი ნაგებობა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, უძრავი ქონების მახასიათებლებია: ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება. ნაკვეთის დანიშნულება: საასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო). დაზუსტებული ფართობი: 1040.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N01/1 საცხოვრებელი გაშენების ფართი 193 კვ.მ. -------------------------------------------------- ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება ელექტრონულად ამავე ვებ-გვერდზე ან ხელზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს სათავო ოფისში ან იუსტიციის სახლებში. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 749 649 ან 1420 |
პირობა | ყურადღება!1) სარეალიზაციო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია გარდამავალი უფლება: იპოთეკა. იპოთეკარი: სს საქართველოს ბანკი (ს/ნ 204378869). იპოთეკის ხელშეკრულება: NCAH000020792, დამოწმების თარიღი: 15.08.2013წ. იპოთეკარის 27.02.2025 წლის განცხადების თანახმად, 2025 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით, მათ მოთხოვნას წარმოადგენს 118 170.18 ლარი. იპოთეკარის განცხადებით, ზემოაღნიშნული დავალიანება წარმოადგენს მზარდ მოთხოვნას. ამასთან, ბანკი ითხოვს სახელმწიფო ბაჟისა და სხვა ხარჯების სახით გადახდილი 3425.70 ლარის გადახდას.2) სარეალიზაციო უძრავი ქონებაზე რეგისტრირებულია გარდამავალი უფლება - საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. იპოთეკარი: შემოსავლების სამსახური. იპოთეკარის 2025 წლის 25 თებერვლის N21-17/12961 წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, 23.02.2025 წლის მდგომარეობით დავალიანების ოდენობა (სულ) შეადგენს: 10 241.17 ლარს.მათ შორის აღიარებული: 9 841.17 ლარი.მათ შორის ძირითადი (სულ): 6175.69 ლარი.მათ შორის ძირითადი (აღიარებული): 6175.69 ლარი.გაცნობებთ, რომ საგადასახადო დავალიანება შეიძლება შეიცვალოს, მათ შორის გაიზარდოს, მათ შორის გაიზარდოს დარიცხული საურავის ხარჯზე.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად: საურავი შეადგენს გადაუხდელი გადასახადის თანხის 0,05 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.3) საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს, მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |