|
![]() |
კატეგორია:
იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:პროექტი - „ბულვარის სანაპირო ზოლის ბრენდინგი“-ს ფარგლებში, შეთავაზება სხვადასხვა სახის საქონლის/მომსახურების/სამუშაოების მწარმოებელი კომპანიებისათვის, თავიანთი ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით.(სექტორი 32)
განაცხადის #:39307DFH108391625 აუქციონის #: 39307 ლოტის #: 1083916 დაწყება/დასრულება: 05/05/2025 17:30 - 13/05/2025 12:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 45600GEL
მიმდინარე ფასი :
57000 GEL
საწყისი ფასი: 57000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1710 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ "ბათუმის ბულვარი" მისამართი: ბათუმი / კ. გამსახურდიას 2 6000 ტელეფონი: 995-422278808 |
თვისებები
|
ბუნებრივი გაზი | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ბათუმი | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ბათუმის ბულვარში თავდადებულის ქუჩის გასწვრივ მარჯვენა მხარეს სანაპირო ზოლზე (სექტორი 32) | ბრძანების ნომერი | 01-02/190 | მიწის ფართობი(მ²) | 3000 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 2025 წლის 01 ნოემბრამდე | ტელეფონის ნომერი | 0422 27 88 08 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | პროექტი - „ბულვარის სანაპირო ზოლის ბრენდინგი“-ს ფარგლებში, შეთავაზება სხვადასხვა სახის საქონლის/მომსახურების/სამუშაოების მწარმოებელი კომპანიებისათვის, თავიანთი ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით. |
მოკლე აღწერილობა | ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 0422 27 88 08 |
პირობა | 1. აუქციონში მონაწილეობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს ქონების საწყისი სარგებლობის საფასურის 80%-ის ოდენობით, რომელიც ჩაითვლება ქონების საბოლოო სარგებლობის საფასურში; 2. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია სარგებლობის საწყის საფასურზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება; 3. აუქციონში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო თანხა შეადგენს სრული საიჯარო პერიოდის 2025 წლის 01 ნოემბრამდე საფასურს; 4. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე გადაიხადოს ელექტრონულ აუქციონში დაფიქსირებული საბოლოო თანხა სრულად; 5. აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ იმ იურიდიულ პირებს/ან პირთა გაერთიანებას, რომლებიც პოპულარიაზაციას უწევენ თავიანთ ბრენდს; 6. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და უზრუნველყოს ყველა საჭირო მრიცხველის მონტაჟი; 7. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 3 სამუშაო დღის ვადაში სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს ადმინისტრაციაში წარმოადგინოს ბრენდირებული საპლაჟე ინფრასტრუქტურისა და საინფორმაციო მასალების განლაგების ვიზუალიზაცია(აღნიშნული ვიზუალიზაციის წარმოუდგენლობა ან/და ბულვარის მიერ მისი შეუთანხმებლობა გამოიწვევს აუქციონის შედეგების გაუქმებას).; 8. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში (ამ ვადაში გათვალისწინებულია ასევე ვიზუალის შეთანხმების პერიოდიც) გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ „ბათუმის ბულვართან“; 9. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ინფორმაცია ბრენდის შესახებ: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, დირექტორის პირადობის მოწმობა ან/და სხვა ყველა სახის დოკუმენტაცია რაც დაადასტურებს კონკრეტულ ბრენდთან მათ სამართლებრივ ურთიერთობას; 10. აუქციონში გამარჯვებულ პირს უფლება აქვს სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე ჩაატაროს საინფორმაციო აქციები; 11. აუქციონში გამარჯვებულ პირს უფლება აქვს სარეკლამო მასალებით შეფუთოს სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე არსებული საშხაპეები და გასახდელები; 12. აუქციონში გამარჯვებულ პირს უფლება აქვს განათვსოს WI-FI; 13. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება; 14. თუ გამარჯვებული ვერ დააკმაყოფილებს აუქციონით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდებათ და სრულად გადაირიცხება შესაბამის ბიუჯეტში; 15. აუქციონში გამარჯვებულ პირზე ქონების დროებით სარგებლობის უფლება გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან; 16. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება; 17. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დაცვა; 18. მოიჯარე ვალდებულია, სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე განათავსოს კომპანიის ბრენდირებული საპლაჟო ინფრასტრუქტურა (შეზლონგი, ქოლგა, ნაგვის ურნები (მცირე ზომის), მცირე ზომის მაგიდები); 19. მოიჯარე ვალდებულია, სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე მოაწყოს საბავშვო გასართობი კუთხე არანაკლებ 100 კვ.მ.-ზე, რომელიც დამსვენებელთათვის უფასო იქნება; 20. მოიჯარე ვალდებულია, სარგებლობაში გადაცემული ტერიტორიის ნაწილზე, არაუმეტეს 30 კვ.მ.-ზე, განათავოს მსუბუქი კონსტრუქციის ობიექტი, რომლისგანაც მოხდება დამსვენებლების მომსახურება გამაგრილებელი და სხვადასხვა სახის სასმელებით; 21. მოიჯარე ვალდებულია სექტორზე განათავსოს ახალი და უხარვეზო ინფრასტრუქტურა; 22. მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს დამსვენებელთათვის მაქსიმალურად კომფორტული ატმოსფეროს შექმნა; 23. მოიჯარე ვალდებულია შეზლონგები განათავსოს სანაპირო ზოლზე თანაბარპროპორციულად; 24. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად; 25. მოიჯარე ვალდებულია არ განახორციელოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები იჯარის უფლებით გადაცემული ქონების მიმართ; 26. მოიჯარე ვალდებულია არ გასცდეს ხელშეკრულებით გადაცემული ქონების საზღვრებს; 27. მოიჯარე ვალდებულია აუნაზღაუროს სსიპ „ბათუმის ბულვარს“ სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მდგომარეობის გაუარესებით გამოწვეული ზიანი(ასეთის არსებობის შემთხვევაში). 28. მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში; 29. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში; 30. მოიჯარეს ეკრძალება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლებამოვალეობები გადასცეს მესამე პირს, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს წინასწარი თანხმობის გარეშე; 31. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა, აღნიშნული უფლების მართვაზე უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სსიპ „ბათუმის ბულვარს“; 32. მოიჯარეს, მეიჯარის თანხმობის გარეშე, ეკრძალება იჯარით გადაცემული ქონების შემოღობვა ან/და ნებისმიერი სხვა სახით შემოსაზღვრა, რომელიც შეაფერხებს მესამე პირების იჯარის საგანთან წვდომას; 33. მოიჯარეს ეკრძალება იჯარით გადაცემულ ქონებაზე მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობის(მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი) განთვსება; 34. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე ან/და მის მიმდებარედ კონსტრუქციებისა და სხვა სახის ობიექტების განთავსება, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს თანხმობის გარეშე. 35. მოიჯარე უფლებამოსილია დროებით სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე არაუმეტეს 5 კვ.მ.-ზე განათავსოს სზღვაზე სასეირნო დაფები (საბბორდები) |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |