ამობეჭდვის თარიღი: 09.05.2025 03:56:52
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:პროექტი - „ბულვარის სანაპირო ზოლის ბრენდინგი“-ს ფარგლებში, შეთავაზება სხვადასხვა სახის საქონლის/მომსახურების/სამუშაოების მწარმოებელი კომპანიებისათვის, თავიანთი ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით. სექტორი 24
განაცხადის #:39307DFH108391325
აუქციონის #: 39307
ლოტის #: 1083913
დაწყება/დასრულება: 05/05/2025 17:30 - 13/05/2025 12:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 22800GEL
მიმდინარე ფასი : 28500 GEL
საწყისი ფასი: 28500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 855 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ "ბათუმის ბულვარი"
მისამართი: ბათუმი / კ. გამსახურდიას 2 6000
ტელეფონი: 995-422278808
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიბათუმიწყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქუჩა(დასახელება/ნომერი)სასტუმრო ჰილტონის გასწვრივ
ბრძანების ნომერი01-02/192მიწის ფართობი(მ²)1500
საკადასტრო კოდი05.23.02.016Rs რუკის მხარდაჭერა-
სარგებლობაში გადაცემის ვადა2025 წლის 01 ნოემბრამდეტელეფონის ნომერი0422 27 88 08
;
აღწერილობა
აღწერილობა
პროექტი - „ბულვარის სანაპირო ზოლის ბრენდინგი“-ს ფარგლებში, სექტორი 24 შეთავაზება სხვადასხვა სახის საქონლის/მომსახურების/სამუშაოების მწარმოებელი კომპანიებისათვის, თავიანთი ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით. 
მოკლე აღწერილობა

ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

0422 27 88 08
პირობა

1. აუქციონში მონაწილეობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს ქონების საწყისი სარგებლობის საფასურის 80%-ის ოდენობით, რომელიც ჩაითვლება ქონების საბოლოო სარგებლობის საფასურში;

2. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია სარგებლობის საწყის საფასურზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება;

3. აუქციონში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო თანხა შეადგენს სრული საიჯარო პერიოდის 2025 წლის 01 ნოემბრამდე საფასურს;

4. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე გადაიხადოს ელექტრონულ აუქციონში დაფიქსირებული საბოლოო თანხა სრულად;

5. აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ იმ იურიდიულ პირებს/ან პირთა გაერთიანებას, რომლებიც პოპულარიაზაციას უწევენ თავიანთ ბრენდს;

6. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და უზრუნველყოს ყველა საჭირო მრიცხველის მონტაჟი;

7. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 3 სამუშაო დღის ვადაში სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს ადმინისტრაციაში წარმოადგინოს ბრენდირებული საპლაჟე ინფრასტრუქტურისა და საინფორმაციო მასალების განლაგების ვიზუალიზაცია(აღნიშნული ვიზუალიზაციის წარმოუდგენლობა ან/და ბულვარის მიერ მისი შეუთანხმებლობა გამოიწვევს აუქციონის შედეგების გაუქმებას).;

8. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში (ამ ვადაში გათვალისწინებულია ასევე ვიზუალის შეთანხმების პერიოდიც) გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ „ბათუმის ბულვართან“;

9. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ინფორმაცია ბრენდის შესახებ: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, დირექტორის პირადობის მოწმობა ან/და სხვა ყველა სახის დოკუმენტაცია რაც დაადასტურებს კონკრეტულ ბრენდთან მათ სამართლებრივ ურთიერთობას;

10. აუქციონში გამარჯვებულ პირს უფლება აქვს სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე ჩაატაროს საინფორმაციო აქციები;

11. აუქციონში გამარჯვებულ პირს უფლება აქვს სარეკლამო მასალებით შეფუთოს სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე არსებული საშხაპეები და გასახდელები;

12. აუქციონში გამარჯვებულ პირს უფლება აქვს განათვსოს WI-FI;

13. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება;

14. თუ გამარჯვებული ვერ დააკმაყოფილებს აუქციონით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდებათ და სრულად გადაირიცხება შესაბამის ბიუჯეტში;

15. აუქციონში გამარჯვებულ პირზე ქონების დროებით სარგებლობის უფლება გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან;

16. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება;

17. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

18. მოიჯარე ვალდებულია, სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე განათავსოს კომპანიის ბრენდირებული საპლაჟო ინფრასტრუქტურა (შეზლონგი, ქოლგა, ნაგვის ურნები (მცირე ზომის), მცირე ზომის მაგიდები);

19. მოიჯარე ვალდებულია, სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე მოაწყოს საბავშვო გასართობი კუთხე არანაკლებ 100 კვ.მ.-ზე, რომელიც დამსვენებელთათვის უფასო იქნება;

20. მოიჯარე ვალდებულია, სარგებლობაში გადაცემული ტერიტორიის ნაწილზე, არაუმეტეს 30 კვ.მ.-ზე, განათავოს მსუბუქი კონსტრუქციის ობიექტი, რომლისგანაც მოხდება დამსვენებლების მომსახურება გამაგრილებელი და სხვადასხვა სახის სასმელებით;

21. მოიჯარე ვალდებულია სექტორზე განათავსოს ახალი და უხარვეზო ინფრასტრუქტურა;

22. მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს დამსვენებელთათვის მაქსიმალურად კომფორტული ატმოსფეროს შექმნა;

23. მოიჯარე ვალდებულია შეზლონგები განათავსოს სანაპირო ზოლზე თანაბარპროპორციულად;

24. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად;

25. მოიჯარე ვალდებულია არ განახორციელოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები იჯარის უფლებით გადაცემული ქონების მიმართ;

26. მოიჯარე ვალდებულია არ გასცდეს ხელშეკრულებით გადაცემული ქონების საზღვრებს;

27. მოიჯარე ვალდებულია აუნაზღაუროს სსიპ „ბათუმის ბულვარს“ სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მდგომარეობის გაუარესებით გამოწვეული ზიანი(ასეთის არსებობის შემთხვევაში).

28. მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში;

29. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში;

30. მოიჯარეს ეკრძალება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლებამოვალეობები გადასცეს მესამე პირს, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს წინასწარი თანხმობის გარეშე;

31. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა, აღნიშნული უფლების მართვაზე უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სსიპ „ბათუმის ბულვარს“;

32. მოიჯარეს, მეიჯარის თანხმობის გარეშე, ეკრძალება იჯარით გადაცემული ქონების შემოღობვა ან/და ნებისმიერი სხვა სახით შემოსაზღვრა, რომელიც შეაფერხებს მესამე პირების იჯარის საგანთან წვდომას;

33. მოიჯარეს ეკრძალება იჯარით გადაცემულ ქონებაზე მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობის(მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი) განთვსება;

34. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე ან/და მის მიმდებარედ კონსტრუქციებისა და სხვა სახის ობიექტების განთავსება, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს თანხმობის გარეშე.

35. მოიჯარე უფლებამოსილია დროებით სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე არაუმეტეს 5 კვ.მ.-ზე განათავსოს სზღვაზე სასეირნო დაფები (საბბორდები)

;