ამობეჭდვის თარიღი: 07.05.2025 04:30:26
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქ. ბათუმში, დასახლება გონიოში არსებული მიწის ნაკვეთიდან (პლაჟის მონაკვეთი ს/კ №05.36.24.920) 10.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (ნაკვეთი №5) მასზე ჯიხურის განსათავსებლად იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა
განაცხადის #:14IMF525
აუქციონის #: 14
ლოტის #: 5
დაწყება/დასრულება: 05/05/2025 16:00 - 14/05/2025 14:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 95GEL
მიმდინარე ფასი : 117 GEL
საწყისი ფასი: 117 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქალაქ ბათუმის მერია
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. N25/ ფაქტ: ქ. ბათუმი ლერმონტოვის ქ. N90ა
ტელეფონი: 995-(0422)272606
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიბათუმიწყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქუჩა(დასახელება/ნომერი)დასახლება გონიო
ბრძანების ნომერიბ14. 142512220მიწის ფართობი(მ²)10
საკადასტრო კოდი05.36.24.920Rs რუკის მხარდაჭერა-
ამონაწერი საჯარო რეესტრიდანსაკადასტრო რუკაhttps://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFEtAHPL4PFqsZ2mZOBL5zt3RK5DOUbdzU1qYBR]ejW]t
სარგებლობაში გადაცემის ვადა120ტელეფონის ნომერი577 925224
;
აღწერილობა
აღწერილობა

ქ. ბათუმში,  დასახლება გონიოში არსებული მიწის ნაკვეთიდან (პლაჟის მონაკვეთი ს/კ №05.36.24.920) 10.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  (ნაკვეთი №5) მასზე ჯიხურის განსათავსებლად იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა

 

სარგებლობის ვადა: 4 თვით 2025 წლის  01 ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით;.

04 თვის საწყისი სარგებლობის საფასური: 117,0 ლარი

აუქციონის ჩატარების პირობები: იხილეთ „წესები და პირობები“, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესები“, აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმებისა და აუქციონში გამარჯვებულის პასუხისმგებლობის პირობები განისაზღვრება ამავე დადგენილებითა და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის N37 დადგენილებით.

ყურადღება:
ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს გადახდის წესები:  იხილეთ გრაფა "გადახდები". რეგისტრირებული მომხმარებლისათვის  ხელმისაწვდომია ბეს  გადახდის ფორმები (რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის, აუქციონატორის შესახებ, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების ნომრ(ებ)ის, ბეს თანხის მითითებით) აღნიშნულისათვის იხილეთ გრაფა: "დანიშნულება".

აუქციონში გამარჯვების პირობაა მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა (ქონება ითვლება განკარგულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო  თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე).

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გამოცხადდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში და ხელშეკრულების დასადებად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 07 კალენდარული დღის ვადაში.

აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს (სრულ ღირებულებას) და საგარანტიო თანხას/„ბე-ს“  ოდენობას შორის არსებული სხვაობის მითითებულ ვადაში სრულად გადახდის შემთხვევაში, ხოლო თუ წარმოდგენილია საბანკო გარანტია (საგარანტიო ფურცელი), საბანკო გარანტია უბრუნდება უკან, მის მიერ აუქციონზე განკარგული ქონების სრული საფასურის დადგენილ ვადებში სრულად გადახდის შემთხვევაში.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს ბე, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა ქონების სარგებლობის  სრული ღირებულება, ასევე, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“  და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის N37 დადგენილებით განსაზღვრული წესი და პირობები.

დაინტერესებულ პირს  დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მიმართოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურს (მის. ქ. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. N10; ტელ: (0422) 24 63 15; 24 63 06; 577 92 52 24 ; საკონტაქტო პირი - ხათუნა ალიშანიძე)

მოკლე აღწერილობა

ქ. ბათუმში,  დასახლება გონიოში არსებული მიწის ნაკვეთიდან (პლაჟის მონაკვეთი ს/კ №05.36.24.920) 10.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  (ნაკვეთი №5) მასზე ჯიხურის განსათავსებლად იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა

პირობა

სააუქციონო პირობები:

  1. აუქციონში მონაწილეობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის 80 %-ის ოდენობით.
  2.  აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ,,ბე“ ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული  გადასახდელი ქირის ოდენობაში. იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების შეწყვეტის დროისა, მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) სრულად იხდის იმ სახელშეკრულებო წლის სარგებლობის საფასურს, როდესაც მოხდა ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა.
  3.  აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სარგებლობის საფასურის  სრულად გადახდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებამდე; 
  4.  სარგებლობის ვადა განისაზღვროს  4 თვით 2025 წლის  01 ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით;
  5. აუქციონი გამარჯვებულს უფლება აქვს იჯარის უფლებით სარგებლობაში მიღებულ მიწის ნაკვეთზე კომერციული საქმიანობის განხორციელების მიზნით განათავსოს  ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურთან შეთანხმებული ესკიზის  მიხედვით თანამედროვე დიზაინის ჯიხური.
  6. აუქციონში გამარჯვებულს ეკრძალება მიწის ნაკვეთზე მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობის (მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი) განთავსება;
  7. აუქციონში გამარჯვებულს უფლება აქვს სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ჯიხურში რეალიზაცია გაუწიოს სხვადასხვა სახის პროდუქციას  გარდა ალკოჰოლური სასმელების და სოფლის მეურნეობის პროდუქციისა.
  8. აუქციონში გამარჯვებულს ეკრძალება სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ჯიხურში რეალიზაცია  გაუწიოს ალკოჰოლურ სასმელებს გარდა ლუდისა.
  9. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სარგებლობაში გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად.
  10. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების საფასური და საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სხვა გადასახდელები.
  11. აუქციონში გამარჯვებული საკუთარი საშუალებებითა და ხარჯებით უზრუნველყოფს სააუქციონო პირობების შესრულების მიზნით განსახორციელებელი ქმედებებისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვების  ან/და სხვა უფლებების მოპოვებას.
  12. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია განახორციელოს იჯარის უფლებით სარგებლობაში მიღებული მიწის ნაკვეთის მოვლა-პატრონობა და დასუფთავება.
  13. აუქციონში გამარჯვებულს ეკრძალება იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის ნებისმიერი სახით შემოღობვა, ასევე მიწის ნაკვეთზე (პლაჟის მონაკვეთზე) ობიექტის - ჯიხურის იმდაგვარად განთავსება, რაც შეუძლებელს გახდის ნებისმიერი დაინტერესებული პირის ზღვის სანაპიროზე მოხვედრას.
  14. აუქციონში გამარჯვებულ პირზე ქონების დროებით სარგებლობის უფლება  გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან.
  15. მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ (გამონთავისუფლებულ) მდგომარეობაში;
  16. მოიჯარეს უფლება არ აქვს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საიჯარო ქონება სარგებლობის უფლებით (გაქირავების, იჯარის, თხოვების ფორმით) გადასცეს ან სხვაგვარად დატვირთოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან წინასწარი თანხმობის გარეშე.
  17. უქციონში გამარჯვებულ პირს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განათავსოს მესამე პირის რეკლამა.
  18. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე სხვა სახის კონსტრუქციებისა და ობიექტის განთავსება;
  19. აუქციონში გამარჯვებული, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში უნდა გამოცხადდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაფორმების მიზნით.
  20. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ  აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 07 კალენდარული დღის ვადაში საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში,  აუქციონში გამარჯვებულ პირს ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე- თანხა არ უბრუნდება;
  21. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

 

;