|
![]() |
კატეგორია:
იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:დასახლება გონიოში არსებული მიწის ნაკვეთიდან (პლაჟის მონაკვეთი, ს/კ 05.36.24.920) 300.00 კვ.მ მიწის (ნაკვეთი №40) იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა, მასზე მსუბუქი კონსტრუქციის განსათავსებლად - კვების ობიექტის მოწყობის (კაფე-ბარი, ბუნგალო), ასევე თანდართულ სიტუაციურ გეგმაზე მინიშნებულ ადგილზე საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტის - საშხაპე გასახდელით მოწყობის მიზნით
განაცხადის #:13IMF4025 აუქციონის #: 13 ლოტის #: 40 დაწყება/დასრულება: 05/05/2025 16:00 - 14/05/2025 14:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 1755GEL
მიმდინარე ფასი :
3615.0000 GEL
საწყისი ფასი: 3510 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 105 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: ქალაქ ბათუმის მერია მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. N25/ ფაქტ: ქ. ბათუმი ლერმონტოვის ქ. N90ა ტელეფონი: 995-(0422)272606 |
თვისებები
|
ბუნებრივი გაზი | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ბათუმი | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | დასახლება გონიო | ბრძანების ნომერი | ბ14. 142512221 | მიწის ფართობი(მ²) | 300 | საკადასტრო კოდი | 05.36.24.920 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ამონაწერი საჯარო რეესტრიდან | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFHkymrElJXbPw2iUfWknmtNDFrWdhdwTc3flcF0SZDVI | საკადასტრო რუკა | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFEtAHPL4PFqsZ2mZOBL5zt3RK5DOUbdzU1qYBR]ejW]t | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 120 | ტელეფონის ნომერი | 577252130, 577 925224 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | დასახლება გონიოში არსებული მიწის ნაკვეთიდან (პლაჟის მონაკვეთი, ს/კ 05.36.24.920) 300.00 კვ.მ მიწის (ნაკვეთი №40) იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა, მასზე მსუბუქი კონსტრუქციის განსათავსებლად - კვების ობიექტის მოწყობის (კაფე-ბარი, ბუნგალო), ასევე თანდართულ სიტუაციურ გეგმაზე მინიშნებულ ადგილზე საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტის - საშხაპე გასახდელით მოწყობის მიზნით
სარგებლობაში გადაცემის ვადა: 04 თვე 2025 წლის 1 ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით 04 თვის საწყისი სარგებლობის საფასური : 3510,0 ლარი აუქციონის ჩატარების პირობები: იხილეთ „წესები და პირობები“, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესები“, აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმებისა და აუქციონში გამარჯვებულის პასუხისმგებლობის პირობები განისაზღვრება ამავე დადგენილებითა და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის N37 დადგენილებით. ყურადღება: აუქციონში გამარჯვების პირობაა მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა (ქონება ითვლება განკარგულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე). აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გამოცხადდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში და ხელშეკრულების დასადებად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 07 კალენდარული დღის ვადაში. აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს (სრულ ღირებულებას) და საგარანტიო თანხას/„ბე-ს“ ოდენობას შორის არსებული სხვაობის მითითებულ ვადაში სრულად გადახდის შემთხვევაში, ხოლო თუ წარმოდგენილია საბანკო გარანტია (საგარანტიო ფურცელი), საბანკო გარანტია უბრუნდება უკან, მის მიერ აუქციონზე განკარგული ქონების სრული საფასურის დადგენილ ვადებში სრულად გადახდის შემთხვევაში. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს ბე, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა ქონების სარგებლობის სრული ღირებულება, ასევე, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“ და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის N37 დადგენილებით განსაზღვრული წესი და პირობები. დაინტერესებულ პირს დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მიმართოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურს (მის. ქ. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. N10; ტელ: (0422) 24 63 15; 24 63 06; 577 92 52 24 ; საკონტაქტო პირი - ხათუნა ალიშანიძე) |
მოკლე აღწერილობა | დასახლება გონიოში არსებული მიწის ნაკვეთიდან (პლაჟის მონაკვეთი, ს/კ 05.36.24.920) 300.00 კვ.მ მიწის (ნაკვეთი №40) იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა, მასზე მსუბუქი კონსტრუქციის განსათავსებლად - კვების ობიექტის მოწყობის (კაფე-ბარი, ბუნგალო), ასევე თანდართულ სიტუაციურ გეგმაზე მინიშნებულ ადგილზე საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტის - საშხაპე გასახდელით მოწყობის მიზნით |
პირობა |
სააუქციონო პირობები:
|
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |