|
![]() |
კატეგორია:
იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, დასახლება გონიოში არსებული მიწის ნაკვეთიდან (პლაჟის მონაკვეთი ს/კ №05.36.24.920) 754.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (ნაკვეთი №49) მასზე საპლაჟე ინფრასტრუქტურის განსათავსებლად იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა
განაცხადის #:12IMF1425 აუქციონის #: 12 ლოტის #: 14 დაწყება/დასრულება: 05/05/2025 16:00 - 14/05/2025 14:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 4411GEL
მიმდინარე ფასი :
8822 GEL
საწყისი ფასი: 8822 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 265 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: ქალაქ ბათუმის მერია მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. N25/ ფაქტ: ქ. ბათუმი ლერმონტოვის ქ. N90ა ტელეფონი: 995-(0422)272606 |
თვისებები
|
ბუნებრივი გაზი | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ბათუმი | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | დასახლება გონიო | ბრძანების ნომერი | ბ14. 142512213 | მიწის ფართობი(მ²) | 754 | საკადასტრო კოდი | 05.36.24.920 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ამონაწერი საჯარო რეესტრიდან | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFHkymrElJXbPw2iUfWknmtNDFrWdhdwTc3flcF0SZDVI | საკადასტრო რუკა | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFEtAHPL4PFqsZ2mZOBL5zt3RK5DOUbdzU1qYBR]ejW]t | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 120 | ტელეფონის ნომერი | 577252130, 577 925224 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, დასახლება გონიოში არსებული მიწის ნაკვეთიდან (პლაჟის მონაკვეთი ს/კ №05.36.24.920) 754.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (ნაკვეთი №49) მასზე საპლაჟე ინფრასტრუქტურის განსათავსებლად იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა
სარგებლობაში გადაცემის ვადა: 04 (თვე) 2025 წლის 01 ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით 04 თვის საწყისი სარგებლობის საფასური : 8822,0 ლარი აუქციონის ჩატარების პირობები: იხილეთ „წესები და პირობები“, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესები“, აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმებისა და აუქციონში გამარჯვებულის პასუხისმგებლობის პირობები განისაზღვრება ამავე დადგენილებითა და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის N37 დადგენილებით. ყურადღება: აუქციონში გამარჯვების პირობაა მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა (ქონება ითვლება განკარგულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე). აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გამოცხადდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში და ხელშეკრულების დასადებად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 07 კალენდარული დღის ვადაში. აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს (სრულ ღირებულებას) და საგარანტიო თანხას/„ბე-ს“ ოდენობას შორის არსებული სხვაობის მითითებულ ვადაში სრულად გადახდის შემთხვევაში, ხოლო თუ წარმოდგენილია საბანკო გარანტია (საგარანტიო ფურცელი), საბანკო გარანტია უბრუნდება უკან, მის მიერ აუქციონზე განკარგული ქონების სრული საფასურის დადგენილ ვადებში სრულად გადახდის შემთხვევაში. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს ბე, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა ქონების სარგებლობის სრული ღირებულება, ასევე, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“ და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის N37 დადგენილებით განსაზღვრული წესი და პირობები. დაინტერესებულ პირს დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მიმართოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურს (მის. ქ. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. N10; ტელ: (0422) 24 63 15; 24 63 06; 577 92 52 24 ; საკონტაქტო პირი - ხათუნა ალიშანიძე) |
მოკლე აღწერილობა | დასახლება გონიოში არსებული მიწის ნაკვეთიდან (პლაჟის მონაკვეთი ს/კ №05.36.24.920) 754.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (ნაკვეთი №49) მასზე საპლაჟე ინფრასტრუქტურის განსათავსებლად იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა |
პირობა | · სააუქციონო პირობები 1. აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ,,ბე“ (50%) ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი ქირის ოდენობაში. იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების შეწყვეტის დროისა, მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) სრულად იხდის სახელშეკრულებო პერიოდის სარგებლობის საფასურს. 2. აუქციონზე განკარგული ქონების სარგებლობის საფასურის სრულად გადახდა შემდეგ ვადებში: სრული სარგებლობის საფასურიდან გადასახდელი 50%-ის (ბე-ს თანხის გამოკლებით) გადახდა 2025 წლის 15 აგვისტომდე. 3. აუქციონში გამარჯვებულ პირზე ქონების დროებით სარგებლობის უფლება გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან; 4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განათავსოს თანამედროვე დიზაინის, ვიზუალურად მოწესრიგებული და დაუზიანებელი საპლაჟე ინფრასტრუქტურა (შეზლონგი, ქოლგა, მცირე ზომის სანაგვე ყუთი); 5. მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია სარგებლობაში გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ. 6. მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია განახორციელოს იჯარის უფლებით სარგებლობაში მიღებული მიწის ნაკვეთის მოვლა-პატრონობა, დასუფთავება და სანიტარული ნორმების დაცვა. 7. მოიჯარეს (აუქციონში გამარჯვებულს) ეკრძალება იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის ნებისმიერი სახით შემოღობვა, ასევე მიწის ნაკვეთზე (პლაჟის მონაკვეთზე) საპლაჟე ინფრაქტრუქტურის იმდაგვარად განთავსება, რაც შეუძლებელს გახდის ნებისმიერი დაინტერესებული პირის იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის გავლით ზღვის სანაპიროზე მოხვედრას. 8. მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში; 9. მოიჯარეს ეკრძალება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლება-მოვალეობები გადასცეს მესამე პირს მეიჯარის - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობის გარეშე; 10. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |