ამობეჭდვის თარიღი: 09.05.2025 02:21:40
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქალაქ ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე მდებარე უძრავი ქონება (04.02.12.1012; 04.02.12.1014)
განაცხადის #:29193BVA108232025
აუქციონის #: 29193
ლოტის #: 1082320
დაწყება/დასრულება: 07/05/2025 15:00 - 21/05/2025 15:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 2617.20GEL
მიმდინარე ფასი : 8724.00 GEL
საწყისი ფასი: 8724.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 276.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მისამართი: ქ.ფოთში / დ.აღმაშენებლის ქ. 12
ტელეფონი: 995-0493221359
თვისებები
გათბობა-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²).
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
ბრძანების ნომერიბ42.42251265მიწის ფართობი(მ²)237
საკადასტრო კოდი04.02.12.1012;04.02.12.1014Rs რუკის მხარდაჭერა-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
ქვეყანასაქართველოქალაქიფოთი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)მალთაყვის სანაპიროშენობის პროექტიარასტანდარტული
შენობის მდგომარეობაშავი კარკასისათავსო-
სარგებლობაში გადაცემის ვადა5 წელიტელეფონის ნომერი0493221359
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

ერთ ლოტში გაერთიანებული, ქალაქ ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე მდებარე 141.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N 1 (მშენებარე, განაშენიანების ფართობი 112.85 კვ.მ.) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.12.1012) და მალთაყვის სანაპიროზე მდებარე 96.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N 1 (განაშენიანების ფართობი 75.64 კვ.მ.) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.12.1014).

პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ოქმის საფუძველზე, არა უმეტეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში აუქციონატორთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ,,ბე" ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში.

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა წლიური საიჯარო ქირა უნდა გადაიხადოს ყოველწლიურად (ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან ყოველი საიჯარო წლის განმავლობაში).

ელექტრონულ აუქციონზე გამარჯვებულის მიერ დაფიქსირებული საბოლოო თანხა არის ერთი წლის საიჯარო ქირა.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია არ დააზიანოს საიჯარო მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობაზე, ასევე მის მიმდებარედ გამავალი მიწისქვეშა/მიწისზედა კომუნიკაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სახანძრო უსაფრთხოების წესები.

ყურადღება!

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში დაიწყოს სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობიდან მინიმუმ 1 (ერთი) შენობა-ნაგებობაში მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული სამეწარმეო საქმიანობა და მალთაყვის სანაპიროს ესთეტიური ვიზუალის შექმნის მიზნით განახორციელოს მეორე შენობა-ნაგებობის იერსახის მოწესრიგება, ხოლო ამავე შენობაში მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება მომდევნო წლის ზაფხულის სეზონისთვის. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სამეწარმეო საქმიანობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ ზაფხულის სეზონის დასრულებამდე ყოველწლიურად. აუქციონში გამარჯვებული (მოიჯარე) ვალდებულია მომდევნო წლების ზაფხულის სეზონშიც შენობა-ნაგებობა/ნაგებობებში აწარმოოს მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული სამეწარმეო საქმიანობა. აუქციონშ გამარჯვებულს (მოიჯარეს) არ ეკრძალება წელიწადის სხვა დროს (გაზაფხული, შემოდგომა, ზამთარი) შენობა-ნაგებობა/ნაგებობებში განახორციელოს  მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული სამეწარმეო საქმიანობა.

შენობა-ნაგებობის/ნაგებობების შესაბამისი კომუნიკაციებით აღჭურვის საფასურის გადახდა უნდა უზრუნველყოს აუქციონში გამარჯვებულმა.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია დაფაროს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში უძრავ ქონებაზე დარიცხული კომუნალური გადასახადები.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ნებისმიერი სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოები წერილობით შეათანხმოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასთან.

აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია სარგებლობაში გადამცემ ორგანოსთან შეთანხმებით.

სარგებლობაში გადაცემის ვადაა 5 (ხუთი) წელი (სარგებლობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან).

საწყისი ფასი მოიცავს ერთი წლის საიჯარო ქირას.

მეიჯარის მხრიდან წერილობითი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვის ვადაში აუქციონში გამარჯვებული (მოიჯარე) ვალდებულია საკუთარი ხარჯებით გამოათავისუფლოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქონება ან/და მისი ნაწილი და დაუბრუნოს იგი მეიჯარეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულმა (მოიჯარემ) უნდა გადაიხადოს ხელშეკრულების შეწყვეტის დღის ჩათვლით დარჩენილი გადასახდელი ქირა, ხოლო მუნიციპალიტეტი ვალდებულია აუქციონში გამარჯვებულს (მოიჯარეს) აუნაზღაუროს მის მიერ საიჯარო შენობის/შენობების რეაბილიტაციაზე და ექსპლუატაციაში შეყვანაზე გაწეული ხარჯების 50 (ორმოცდაათი) პროცენტი, სათანადო გამოყენებით გამოწვეული ცვეთის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოდგენილი შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.

ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოიჯარის მიერ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისათვის, ასევე მესამე პირებისათვის მიყენებული ზიანის (ასეთის წარმოშობის შემთხვევაში) ანაზღაურებაზე მთლიანად პასუხისმგებელია მოიჯარე.

იჯარის ქირის გადახდა აუქციონში გამარჯვებულს არ ათავისუფლებს მიწის სარგებლობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაწესებული სხვა გადასახდელებისაგან.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურსა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს ფარავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0493 22-13-59.

;