ამობეჭდვის თარიღი: 30.04.2025 18:40:06
კატეგორია: სხვა ტიპის იჯარა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფართობის (ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის, ერგეს სატყეოში მდებარე 1 (ერთი) ერთეულ 110 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ 22.23.08.672) საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობისათვის ელექტრონული აუქციონის ფორმით ტყითსარგებლობაში არაუმეტეს 5 (ხუთი) წლის ვადით გაცემის შესახებ
განაცხადის #:40733DJU108045225
აუქციონის #: 40733
ლოტის #: 1080452
საქმის ნომერი: 277-09
რაოდენობა: 110
დაწყება/დასრულება: 30/04/2025 12:00 - 08/05/2025 17:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1600GEL
მიმდინარე ფასი : 8000 GEL
საწყისი ფასი: 8000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 200.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო
მისამართი: ბათუმი / ფრ.ხალვაშის გამზირი N51 6000
ტელეფონი: 971-0422272893
თვისებები
ქალაქიხელვაჩაურიქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ერგეს სატყეოს კვარტალ N5-ის ლიტერ N2-შირაოდენობა110
საქმის ნომერი277-09ბრძანების ნომერი47
გადახდის პერიოდი30საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა40
შეფასების თანხა8000სარგებლობაში გადაცემის ვადა5
ზომის ერთეულიკვადრატული მეტრიტელეფონის ნომერი551001684
;
აღწერილობა
აღწერილობა

საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ 36-ე მუხლის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ტყის კოდექსის შესახებ’’ 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის და 64-65-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის ,,ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე N221 დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, 53-55-ე, 79-ე, 82-88-ე მუხლების და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის აჭარის სატყეო სააგენტოს დებულების (დანართი 1) მე–9 მუხლის მე–2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე   გაიცეს ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის, ერგეს სატყეოში მდებარე 1 (ერთი) ერთეული 110 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ 22.23.08.672) საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობისათვის ელექტრონული აუქციონის ფორმით ტყითსარგებლობაში არაუმეტეს 5 (ხუთი) წლის ვადით

1.ტყითმოსარგებლე ვალდებულია საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით, ქონებით სარგებლობის განმავლობაში უზრუნველყოს ქონების მოვლა-პატრონობა, დაიცვას სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოსთან გაფორმებული ტყითსარგებლობის ხელშეკრულების პირობები, პირობების დარღვევის შემთხვევაში სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო ცალმხრივად წყვეტს ხელშეკრულებას, ტყითსარგებლობამ არ უნდა გამოიწვიოს ტყის დაზიანება.

2. ტყითმოსარგებლე ვალდებულია დაიცვას საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტყითსარგებლობის წესი“-ს მოთხოვნები, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსება უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით, ტყით სპეციალური სარგებლობის უფლება შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 5 წლის ვადით.

4. ტყითმოსარგებლის დაინტერესების შემთხვევაში, სატყეო სააგენტოსთან შეთანხმებით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსებისთვის დასაშვებია ტყის მერქნული რესურსების ჭრის უფლების მინიჭება არაუმეტეს 1 ჰექტარზე 20 მ3 ოდენობით; მოჭრილი მერქნული რესურსი მიღება-ჩაბარების აქტით უნდა გადაეცეს სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს;

5. ტყითმოსარგებლე ვალდებულია თავისი ინიციატივით ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე ადრე უპირობოდ შეწყვეტის შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტიდან არაუმეტეს 6 თვის ვადაში, თავისი ხარჯით, მოახდინოს სახაზო ნაგებობის დემონტაჟი და გატანა და ტყითსარგებლობისთვის გადაცემული ტერიტორიის მიღება-ჩაბარების აქტით ტყის მართვის ორგანოსთვის გადაცემა (დაბრუნება). სახაზო ნაგებობის სრულ დემონტაჟამდე ტყითმოსარგებლე აგრძელებს ტყის ფართობით ფაქტობრივი სარგებლობისთვის შესაბამისი საფასურის გადახდას.

6. ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 90 დღისა, ტყითმოსარგებლე ვალდებულია, შეატყობინოს ტყის მართვის ორგანოს ტყითსარგებლობის გაგრძელების ინტერესის თაობაზე, რის საფუძველზეც ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, გამოაცხადოს აუქციონი.

7. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ასევე ახალ აუქციონში სხვა სუბიექტის გამარჯვების შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე ვალდებულია, ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 6 თვეში, თავისი ხარჯით, მოახდინოს სახაზო ნაგებობის დემონტაჟი, გატანა და ტყითსარგებლობისთვის გადაცემული ტერიტორიის მიღება-ჩაბარების აქტით ტყის მართვის ორგანოსთვის გადაცემა (დაბრუნება). დემონტაჟის ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა ძველ და ახალ ტყითმოსარგებლეს შორის არსებობს შეთანხმება ტყის ფართობზე არსებული ინფრასტრუქტურის გადაცემასთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება უნდა წარედგინოს ტყის მართვის ორგანოს

საფუძველი: შპს ,,სქაიტელი’’-ს (ს/ნ 400013748) 31.01.2025 წლის განცხადება; სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 26.03.2025 წლის 5/16057 წერილი; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 13.03.2025 წლის №128-12825072159 წერილი; ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის 29.04.2025 წლის N11/79 წერილი; სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მართვის სამსახურის უფროსის 07.04.2027 წლის 277-09 მოხსენებითი ბარათი;

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

მოკლე აღწერილობა

ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის, ერგეს სატყეოს კვარტალ N5-ის ლიტერ N2-ში მდებარე 1 (ერთი) ერთეული 110 კვ.. მიწის ნაკვეთი (/ 22.23.08.672) გაიცეს ელექტრონული აუქციონის ფორმით არაუმეტეს 5 წლის ვადით.


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე:  ბათუმიფრიდონ ხალვაშის 
გამზირი N 51 სსიპ"აჭარის სატყეო სააგენტო"
საკონტაქტო ტელეფონი

თეონა ვასაძე- 551 001684

პირობა

1. ელექტრონული აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს წლიურად 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით; 10. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის ბიჯი განისაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

2. აუქციონში გამარჯვებულად ცხადდება პირი, რომელიც გამოცხადებული პირობების გათვალისწინებით ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს.

3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი ბე განისაზღვროს: 1600.00 (ათას ექვსასი ) ლარის ოდენობით;

4. ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ: ა) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში; ბ) გამარჯვებული კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას; გ) აუქციონში გამარჯვებული პირი არ გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას.

5. ტყის სპეციალურ სარგებლობაში გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულმა სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე (მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიშის N740397019 მ/ბ სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდიTRESGE22) უნდა ჩარიცხოს ის ფულადი თანხა (ბე-ს გამოკლებით), რომელიც შეესატყვისება თავის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/შეთავაზებულ ფასს;

6. აუქციონზე დასახელებული საბოლოო/შეთავაზებული ფასის (ბე-ს გამოკლებით), გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სააგენტოში წარდგენის შემდეგ 30 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულთან ფორმდება ტყითსარგებლობის ხელშეკრულება;

7. ტყის სპეციალური სარგებლობის უფლების გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული მეორე და შემდგომი წლების ტყითსარგებლობის წლიურ საფასურს (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი) იხდის ყოველი მომდევნო წლის დადგომამდე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში;

8. ანგარიშსწორების წესის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი ვალდებულია, დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ანგარიშზე;

9. ტყითსარგებლობის ხელშეკრულებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები და პრინციპები, წინამდებარე წესით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით. ტყითსარგებლობის ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების პრინციპები ასევე ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობის წესებსა და პრინციპებს;

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;